მხატვრული მიმდინარეობები

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი (ინგლ. abstract expressionism) — ხელოვანთა მიმდინარეობა (სკოლა), რომლის წევრები სწრაფად და დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიული შტრიხების, დიდი ფუნჯების, ზოგჯერ ტილოზე დაწვეთების მეშვეობით, ემოციების სრული გამოვლენისთვის. ღებვის (ხატვის) ექსპრესიულ მეთოდს ამ შემთხვევაში ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც თვით ნახატს.
მიმდინარეობის საწყისი ფორმა — აბსტრაქტული სიურრეალიზმი (abstract surrealism) გაჩნდა 1940-იან წლებში, ანდრე ბრეტონის გავლენით, მისი მთავარი მიმდევრები იყვნენ ჰანს ჰოფმანი, არშილ გორკი, ადოლფ გოტლიბი და სხვ. მიმდინარეობამ კულმინაციას 1950-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის მისი ყველაზე გამოჩენილი მიმდევრები იყვნენ ჯექსონ პოლოკი და მარკ როტკო.
ავანგარდიზმი
XIX საუკუნიდან ნიშნავს ახალ, ექსპერიმენტალურ წამოწყებებს, განსაკუთრებით ხელოვნებასა და კულტურაში. იგი შთაგონებულია საფრანგეთის რევოლუციის იდეებით. ავანგარდი არის აკადემიზმის საწინააღმდეგო მიმართულება. ბევრი ხელოვანი უარს აცხადებს წარსულ ტრადიციებთან რაიმე კავშირზე. თუმცა ხშირად ამ ტერმინს იყენებენ იმ შემოქმედთა აღსანიშნავადაც, რომლებიც წინ უსწრებენ თავიანთ ეპოქას.
ავანგარდიზმი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მშვენიერების მარადიული მოდელი, შემოქმედმა თავის ნაწარმოებში თანამედროვეობის არსი უნდა ჩადოს, უარი თქვას ხელოვნების ხელოსნობის კონცეფციაზე, ბუნების კულტსა და ფიგურატიული ხელოვნების რეალიზმზე. ავანგარდიზმი შემოქმედების ინდივიდუალისტურ კონცეფციას აღიარებს. ყველაფერი შეიძლება ხელოვნებად იქცეს თუ ამას ხელოვანი გადაწყვეტს. ეს უკანასკნელი კი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი სოციალური და ესთეტიკური სტერეოტიპებისგან.
ბაროკო (ფრანგ. baroque – უსწორმასწორო მარგალიტი) ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილი, რომელიც ამ პერიოდში დომინირებდა. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალია, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.
ბაროკოს პოპულარობა და წარმატება წახალისებულ იქნა რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ, იმ მოსაზრებით, რომ ბაროკოს ხელოვანთა დრამატული სტილი კარგი საშუალება იყო რელიგიურ თემათა პირდაპირი და ემოციური ხასიათის წარმოსაჩენად. სეკულარული არისტოკრატია ბაროკოს არქიტექტურისა და ხელოვნების დრამატულ სტილში სტუმართა და სხვა დიდგვაროვანთა მოხიბვლის საშუალებად ხედავდა. ბაროკოს სასახლეები ნაგებია შემსვლელზე ეტაპობრივი ეფექტის მოხდენის მიზნით – ეზო, წინაოთახი, გრანდიოზული კიბეები და მისაღები ოთახები ერთმანეთის მიყოლებით სულ უფრო დიდებული ხდება. ბაროკოს კულტურულ მიმდინარეობაზე ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურისა და ლიტეტრატურის მრავალმა ფორმამ იქონია გავლენა. (ფრანგ. baroque – უსწორმასწორო მარგალიტი) ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილი, რომელიც ამ პერიოდში დომინირებდა. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალია, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.
ბაროკოს პოპულარობა და წარმატება წახალისებულ იქნა რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ, იმ მოსაზრებით, რომ ბაროკოს ხელოვანთა დრამატული სტილი კარგი საშუალება იყო რელიგიურ თემათა პირდაპირი და ემოციური ხასიათის წარმოსაჩენად. სეკულარული არისტოკრატია ბაროკოს არქიტექტურისა და ხელოვნების დრამატულ სტილში სტუმართა და სხვა დიდგვაროვანთა მოხიბვლის საშუალებად ხედავდა. ბაროკოს სასახლეები ნაგებია შემსვლელზე ეტაპობრივი ეფექტის მოხდენის მიზნით – ეზო, წინაოთახი, გრანდიოზული კიბეები და მისაღები ოთახები ერთმანეთის მიყოლებით სულ უფრო დიდებული ხდება. ბაროკოს კულტურულ მიმდინარეობაზე ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურისა და ლიტეტრატურის მრავალმა ფორმამ იქონია გავლენა.
დადაიზმი
(ფრანგ. dadaisme<dada – ჯოხის ცხენი; გადატანითი მნიშვნელობით – ბავშვური ტიტინი) — ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიკური ავანგარდული მიმდინარეობა 1916-1922 წლებში.[1] ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით.
დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს, I მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ემიგრანტ ინტელიგენციაში. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (dada) და დაუმატეს დაბოლოება ism, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ.
დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ ფილოსოფიურ და ესთეტიკურ ამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი ხელოვნება და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის რევოლუციურ ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ თეორიას არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: პოლიტიკური ანგაჟირების, ისტორიული მოვლენების. სძულთ არსებული ბურჟუაზიული საზოგადოება და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, კულტურას, განსაკუთრებით კი ესთეტიკურ ნორმებს.
დადაისტური დრამატურგია აგებულია სკანდალზე და ეფუძნება პუბლიკაში აგრესიის გამოწვევას. ამის მაგალითია ბრეტონისა და სუპოს სკეტჩები. და ცარას კოლაჟები.
დადაიზმის ემბლემად იქცა ისეთი „ხელოვნების ნიმუშები“, როგორიცაა მარსელ დიუშანის ღამის ქოთანი და პიკაბიას პაროდიული მექანიზმები. ეს მიმდინარეობა ფართოდ უხსნის კარს ქვეცნობიერს და ამით გზას უთმობს სიურრეალიზმს.
იმპრესიონიზმი (ფრანგ. impressionisme,Impression-შთაბეჭდილება), მიმდინარეობა მხატვრობაში, ჩაისახა და განვითარდა საფრანგეთში. 1874-1886 წლებში პარიზში შვიდი იმპრესიონისტული გამოფენა მოეწყო, რაც გახდა აკადემიზმისგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.
იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან – შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა (Impression, soleil levant).
XIX საუკუნეში ღრმავდება და სრულდება ფერწერისა და გრაფიკის გამიჯვნის პროცესი, რომლის ნიშნები ადრევე შეიმჩნეოდა გრაფიკის სპეციფიკა – ხაზების შეფერილობაშია. ის გამოსახავს ფორმებს, გადმოსცემს მათ განათებულობას, სინათლისა და ჩრდილის შეფერადებას და ა.შ. ფერწერა აღბეჭდავს სამყაროს ფერთა რეალურ ურთიერთმიმართებას, ფერში და ფერის საშუალებით ის გამოხატავს საგნების არსს, მათ ესთეტიკურ ღირებულებას, გარემოსადმი მათ შესაბამისობას ან შეუსაბამობას. გრაფიკისაგან პრინციპული განსხვავება ნათლად ჩანს იმპრესიონისტების ფერწერაში. იგი არაფერს გადმოსცემს ფერის გარეშე. ფერწერამ აითვისა სინათლე. ის გამოსახავს სინათლის, ბინდის, ნისლის ფერს. კლოდ მონეს სურათებში, რომლებშიც ლონდონის ნისლია გამოსახული, დაჭერილი და აღბეჭდილია სინათლის უმცირესი ცვალებადობა. თანამედროვე ფერწერაში – ამბობს პაბლო პიკასო ფუნჯის თითოეული მოსმა ზუსტ ოპერაციად იქცა, რომელიც მესაათის მოქმედებას ჰგავს.იმპრესიონისტები:ფრედერიკ ბაზილი, გუსტავ კაიებოტი, მარი კასატი,პოლ სეზანი, ედგარ დეგა, არმან გიიომენი, ედუარ მანე, კლოდ მონე, ბერტა მორიზო, კამილ პისარო, პაბლო პიკასო,ვინსენტ ვან გოგი, კლოდ დებიუსი,
კუბიზმი — მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ევროპულ მხატვრობასა და სკულპტურაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.
კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში — ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული აესთეტიური მიმდინარეობა.მამაკაცი კაფეში, ხუან გრი, 1914.

ავანგარდიზმი XIX საუკუნიდან ნიშნავს ახალ, ექსპერიმენტალურ წამოწყებებს, განსაკუთრებით ხელოვნებასა და კულტურაში. იგი შთაგონებულია საფრანგეთის რევოლუციის იდეებით. ავანგარდი არის აკადემიზმის საწინააღმდეგო მიმართულება. ბევრი ხელოვანი უარს აცხადებს წარსულ ტრადიციებთან რაიმე კავშირზე. თუმცა ხშირად ამ ტერმინს იყენებენ იმ შემოქმედთა აღსანიშნავადაც, რომლებიც წინ უსწრებენ თავიანთ ეპოქას.

ავანგარდიზმი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მშვენიერების მარადიული მოდელი, შემოქმედმა თავის ნაწარმოებში თანამედროვეობის არსი უნდა ჩადოს, უარი თქვას ხელოვნების ხელოსნობის კონცეფციაზე, ბუნების კულტსა და ფიგურატიული ხელოვნების რეალიზმზე. ავანგარდიზმი შემოქმედების ინდივიდუალისტურ კონცეფციას აღიარებს. ყველაფერი შეიძლება ხელოვნებად იქცეს თუ ამას ხელოვანი გადაწყვეტს. ეს უკანასკნელი კი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი სოციალური და ესთეტიკური სტერეოტიპებისგან.

Tagged

One thought on “მხატვრული მიმდინარეობები

  1. Nika ამბობს:

    sainteresoa dzaan : )))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: