Category Archives: Uncategorized

ნამუსი კარგი საქონელია?!

პირველ რიგში გეტყვით რატომ გადავწყვიტე ამ თემის გავრცობა, თანაც ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამის შესახებ….ხშირად მომისმენია ჩემი თანატოლებისაგან ამ გამოთქმის გადაკეთებული ფორმა: ,,ნამუსიც კარგი ძროხაა”…როცა ჩემს გაკვირვებულ მზერას წააწყდებიან ხოლმე -,,ამავე მზერას+ნიშნის მოგება” ზუსტად ასეთი თვალებით შემომხედავენ და განმიმარტავენ ხოლმე,. ,,რა საქონელი-ძროხა არ არის?” გეტყვით რომ ამ შემთხვევაში არ არის! ,,საქონელი” ამ შემთხვევაში ნიშნავს-რაიმეს სასურველ ქონას, ანუ ნამუსი არის ყველაზე სასურველი რამ რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს…და არანაირი ძროხა, ხბო და ა.შ 😀 😀

თუ კიდე არ გჯერათ:სიტყვა საქონელი არის ,,ქონა”-სგან წარმოებული სიტყვა ,,სა-ი” პრეფიქს-სუფიქსის დართვით…
ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, თუ ვინმეს ასე არ ჰგონია, შეგიძლიათ თავისუფლად გამოხატოთ საკუთრი აზრი კომენტყარებში…:)

პიროვნულობის ტესტი

მინდა ყველამ გააკეთოს ეს ტესტი…მე გავაკეთე და თითქმის ყველაფერი დაემთხვა:) კომენტარებში დავწერ ჩემს პასუხებს და მინდა თქვენც დაწეროთ, ძალიან მაინტერესებს…

“გააკეთეთ ეს ტესტი და მიხვდებით, რომ ეს ყველა ადამიანზე მუშაობს” – გვეუბნება დალაი ლამა.

ტესტი შედგება მხოლოდ 4 შეკითხვისაგან, რომელთაც ტესტის ბოლოში პასუხები ართავს თან. ნუ შეეცდებით წინასწარ პასუხების გაგებას, იქონიეთ მოთმინება და ბოლოში სასიამოვნო სიურპრიზი დაგხვდებათ. დაიმახსოვრეთ რომ თქვენი მოთმინება, მხოლოდ იმისათვის არის საჭირო, რომ ბოლოში სწორი პასუხები მიიღოთ !

ასე, რომ ისიამოვნეთ, მაგრამ მიჰყევით ინსტრუქციას. და ჩაიფიქრეთ სურვილი, ვიდრე ტესტის კეთებას დაიწყებდეთ !

უკვე ჩაიფიქრეთ სურვილი ? თუ ასეა, მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი და ჩაიწერეთ თქვენი პასუხები… არ გადახვიდეთ შემდეგ შეკითხვაზე, ვიდრე წინას არ უპასუხებთ.
1. დაალაგეთ მოცემული ცხოველები თქვენი თანმიმდევრობით:
ა)ძროხა
ბ)ვეფხვი
გ)ცხვარი
დ)ცხენი
ე)ღორი

2. თითოეულ მათგანს მიუწერეთ სიტყვა, რომელიც აღწერს მას (თქვენი სურვილით)

ა) ძაღლი –
ბ) კატა –
გ) ვირთხა –
დ) ყავა –
ე) ზღვა –

3. იფიქრეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებზე და თითოეულ ქვემოთ მოცემულ ფერს დაუკავშირეთ თითო თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის სახელი (გთხოვთ ნუ გადათქვამთ პირველად გაცემულ პასუხს. და ერთ პიროვნებას მხოლოდ ერთი ფერი მიუსადაგეთ)

ა) ყვითელი
ბ) ნარინჯისფერი
გ) წითელი
დ) თეთრი
ე) მწვანე

4. დაწერეთ თქვენი საყვარელი ციფრი და საყვარელი კვირის დღე

და ბოლოს გადახედეთ თქვენს პასუხებს და ვიდრე ტესტის პასუხებს წაიკითხავდეთ, გაიმეორეთ თქვენი სურვილი…

.

.

.

.

პასუხები:

1. შეკითხვა თქვენს ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს შეეხებოდა:

ძროხა : გამოხატავს კარიერას
ვეფხვი : გამოხატავს სიამაყეს
ცხვარი : გამოხატავს სიყვარულს
ცხენი: გამოხატავს ოჯახს
ღორი : გამოხატავს ფულს

2. თქვენი აღწერილობები თვისებებზე მიგვითითებს

ძაღლი: აღწერილობა თქვენს პიროვნულ თვისებებს გამოხატავს
კატა: აღწერილობა თქვენი პარტნიორის პიროვნულ თვისებებს გამოხატავს
ვირთხა: აღწერილობა თქვენი მტრების პიროვნულ თვისებებს
ყავა: აღწერილობა თქვენი შეხედულებაა სექსზე
ზღვა: აღწერილობა გამოხატავს თქვენს ცხოვრებას

3. თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები

ყვითელი: ადამიანი, რომელსაც არასოდეს დაივიწყებ
ნარინჯისფერი: ადამიანი რომელსაც ნამდვილ მეგობრად მიიჩნევ
წითელი: ადამიანი, რომელიც ნამდვილად გიყვარს
თეთრი : ტყუპისცალი სული
მწვანე : ადამიანი,რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრება

4. შენი სურვილი ასრულდება კვირის იმ დღეს და თვის იმ რიცხვში, რომლებიც დაასახელე 🙂

Tagged

მხატვრული მიმდინარეობები

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი (ინგლ. abstract expressionism) — ხელოვანთა მიმდინარეობა (სკოლა), რომლის წევრები სწრაფად და დიდი ზომის ტილოებზე ხატავდნენ არაგეომეტრიული შტრიხების, დიდი ფუნჯების, ზოგჯერ ტილოზე დაწვეთების მეშვეობით, ემოციების სრული გამოვლენისთვის. ღებვის (ხატვის) ექსპრესიულ მეთოდს ამ შემთხვევაში ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც თვით ნახატს.
მიმდინარეობის საწყისი ფორმა — აბსტრაქტული სიურრეალიზმი (abstract surrealism) გაჩნდა 1940-იან წლებში, ანდრე ბრეტონის გავლენით, მისი მთავარი მიმდევრები იყვნენ ჰანს ჰოფმანი, არშილ გორკი, ადოლფ გოტლიბი და სხვ. მიმდინარეობამ კულმინაციას 1950-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის მისი ყველაზე გამოჩენილი მიმდევრები იყვნენ ჯექსონ პოლოკი და მარკ როტკო.
ავანგარდიზმი
XIX საუკუნიდან ნიშნავს ახალ, ექსპერიმენტალურ წამოწყებებს, განსაკუთრებით ხელოვნებასა და კულტურაში. იგი შთაგონებულია საფრანგეთის რევოლუციის იდეებით. ავანგარდი არის აკადემიზმის საწინააღმდეგო მიმართულება. ბევრი ხელოვანი უარს აცხადებს წარსულ ტრადიციებთან რაიმე კავშირზე. თუმცა ხშირად ამ ტერმინს იყენებენ იმ შემოქმედთა აღსანიშნავადაც, რომლებიც წინ უსწრებენ თავიანთ ეპოქას.
ავანგარდიზმი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მშვენიერების მარადიული მოდელი, შემოქმედმა თავის ნაწარმოებში თანამედროვეობის არსი უნდა ჩადოს, უარი თქვას ხელოვნების ხელოსნობის კონცეფციაზე, ბუნების კულტსა და ფიგურატიული ხელოვნების რეალიზმზე. ავანგარდიზმი შემოქმედების ინდივიდუალისტურ კონცეფციას აღიარებს. ყველაფერი შეიძლება ხელოვნებად იქცეს თუ ამას ხელოვანი გადაწყვეტს. ეს უკანასკნელი კი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი სოციალური და ესთეტიკური სტერეოტიპებისგან.
ბაროკო (ფრანგ. baroque – უსწორმასწორო მარგალიტი) ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილი, რომელიც ამ პერიოდში დომინირებდა. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალია, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.
ბაროკოს პოპულარობა და წარმატება წახალისებულ იქნა რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ, იმ მოსაზრებით, რომ ბაროკოს ხელოვანთა დრამატული სტილი კარგი საშუალება იყო რელიგიურ თემათა პირდაპირი და ემოციური ხასიათის წარმოსაჩენად. სეკულარული არისტოკრატია ბაროკოს არქიტექტურისა და ხელოვნების დრამატულ სტილში სტუმართა და სხვა დიდგვაროვანთა მოხიბვლის საშუალებად ხედავდა. ბაროკოს სასახლეები ნაგებია შემსვლელზე ეტაპობრივი ეფექტის მოხდენის მიზნით – ეზო, წინაოთახი, გრანდიოზული კიბეები და მისაღები ოთახები ერთმანეთის მიყოლებით სულ უფრო დიდებული ხდება. ბაროკოს კულტურულ მიმდინარეობაზე ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურისა და ლიტეტრატურის მრავალმა ფორმამ იქონია გავლენა. (ფრანგ. baroque – უსწორმასწორო მარგალიტი) ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილი, რომელიც ამ პერიოდში დომინირებდა. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალია, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.
ბაროკოს პოპულარობა და წარმატება წახალისებულ იქნა რომაული კათოლიკური ეკლესიის მიერ, იმ მოსაზრებით, რომ ბაროკოს ხელოვანთა დრამატული სტილი კარგი საშუალება იყო რელიგიურ თემათა პირდაპირი და ემოციური ხასიათის წარმოსაჩენად. სეკულარული არისტოკრატია ბაროკოს არქიტექტურისა და ხელოვნების დრამატულ სტილში სტუმართა და სხვა დიდგვაროვანთა მოხიბვლის საშუალებად ხედავდა. ბაროკოს სასახლეები ნაგებია შემსვლელზე ეტაპობრივი ეფექტის მოხდენის მიზნით – ეზო, წინაოთახი, გრანდიოზული კიბეები და მისაღები ოთახები ერთმანეთის მიყოლებით სულ უფრო დიდებული ხდება. ბაროკოს კულტურულ მიმდინარეობაზე ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურისა და ლიტეტრატურის მრავალმა ფორმამ იქონია გავლენა.
დადაიზმი
(ფრანგ. dadaisme<dada – ჯოხის ცხენი; გადატანითი მნიშვნელობით – ბავშვური ტიტინი) — ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიკური ავანგარდული მიმდინარეობა 1916-1922 წლებში.[1] ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით.
დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს, I მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ემიგრანტ ინტელიგენციაში. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (dada) და დაუმატეს დაბოლოება ism, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ.
დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ ფილოსოფიურ და ესთეტიკურ ამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი ხელოვნება და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის რევოლუციურ ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ თეორიას არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: პოლიტიკური ანგაჟირების, ისტორიული მოვლენების. სძულთ არსებული ბურჟუაზიული საზოგადოება და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, კულტურას, განსაკუთრებით კი ესთეტიკურ ნორმებს.
დადაისტური დრამატურგია აგებულია სკანდალზე და ეფუძნება პუბლიკაში აგრესიის გამოწვევას. ამის მაგალითია ბრეტონისა და სუპოს სკეტჩები. და ცარას კოლაჟები.
დადაიზმის ემბლემად იქცა ისეთი „ხელოვნების ნიმუშები“, როგორიცაა მარსელ დიუშანის ღამის ქოთანი და პიკაბიას პაროდიული მექანიზმები. ეს მიმდინარეობა ფართოდ უხსნის კარს ქვეცნობიერს და ამით გზას უთმობს სიურრეალიზმს.
იმპრესიონიზმი (ფრანგ. impressionisme,Impression-შთაბეჭდილება), მიმდინარეობა მხატვრობაში, ჩაისახა და განვითარდა საფრანგეთში. 1874-1886 წლებში პარიზში შვიდი იმპრესიონისტული გამოფენა მოეწყო, რაც გახდა აკადემიზმისგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.
იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან – შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა (Impression, soleil levant).
XIX საუკუნეში ღრმავდება და სრულდება ფერწერისა და გრაფიკის გამიჯვნის პროცესი, რომლის ნიშნები ადრევე შეიმჩნეოდა გრაფიკის სპეციფიკა – ხაზების შეფერილობაშია. ის გამოსახავს ფორმებს, გადმოსცემს მათ განათებულობას, სინათლისა და ჩრდილის შეფერადებას და ა.შ. ფერწერა აღბეჭდავს სამყაროს ფერთა რეალურ ურთიერთმიმართებას, ფერში და ფერის საშუალებით ის გამოხატავს საგნების არსს, მათ ესთეტიკურ ღირებულებას, გარემოსადმი მათ შესაბამისობას ან შეუსაბამობას. გრაფიკისაგან პრინციპული განსხვავება ნათლად ჩანს იმპრესიონისტების ფერწერაში. იგი არაფერს გადმოსცემს ფერის გარეშე. ფერწერამ აითვისა სინათლე. ის გამოსახავს სინათლის, ბინდის, ნისლის ფერს. კლოდ მონეს სურათებში, რომლებშიც ლონდონის ნისლია გამოსახული, დაჭერილი და აღბეჭდილია სინათლის უმცირესი ცვალებადობა. თანამედროვე ფერწერაში – ამბობს პაბლო პიკასო ფუნჯის თითოეული მოსმა ზუსტ ოპერაციად იქცა, რომელიც მესაათის მოქმედებას ჰგავს.იმპრესიონისტები:ფრედერიკ ბაზილი, გუსტავ კაიებოტი, მარი კასატი,პოლ სეზანი, ედგარ დეგა, არმან გიიომენი, ედუარ მანე, კლოდ მონე, ბერტა მორიზო, კამილ პისარო, პაბლო პიკასო,ვინსენტ ვან გოგი, კლოდ დებიუსი,
კუბიზმი — მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ევროპულ მხატვრობასა და სკულპტურაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.
კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში — ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული აესთეტიური მიმდინარეობა.მამაკაცი კაფეში, ხუან გრი, 1914.

ავანგარდიზმი XIX საუკუნიდან ნიშნავს ახალ, ექსპერიმენტალურ წამოწყებებს, განსაკუთრებით ხელოვნებასა და კულტურაში. იგი შთაგონებულია საფრანგეთის რევოლუციის იდეებით. ავანგარდი არის აკადემიზმის საწინააღმდეგო მიმართულება. ბევრი ხელოვანი უარს აცხადებს წარსულ ტრადიციებთან რაიმე კავშირზე. თუმცა ხშირად ამ ტერმინს იყენებენ იმ შემოქმედთა აღსანიშნავადაც, რომლებიც წინ უსწრებენ თავიანთ ეპოქას.

ავანგარდიზმი მიიჩნევს, რომ არ არსებობს მშვენიერების მარადიული მოდელი, შემოქმედმა თავის ნაწარმოებში თანამედროვეობის არსი უნდა ჩადოს, უარი თქვას ხელოვნების ხელოსნობის კონცეფციაზე, ბუნების კულტსა და ფიგურატიული ხელოვნების რეალიზმზე. ავანგარდიზმი შემოქმედების ინდივიდუალისტურ კონცეფციას აღიარებს. ყველაფერი შეიძლება ხელოვნებად იქცეს თუ ამას ხელოვანი გადაწყვეტს. ეს უკანასკნელი კი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი სოციალური და ესთეტიკური სტერეოტიპებისგან.

Tagged

როგორ ვისწავლოთ ღამე?

მალე ახლოვდება გამოცდები და შენ კი დრო არ გყოფნის სწავლისთვის? ღამე ძილი გერევა? რამდენიმე გამოცდილი ხერხია თუ როგორ არ უნდა დაგეძინოს ღამე სწავლისას და რამდენიმე ხერხი კონცენტრირებისთვის. რა თქმა უნდა პირადი გამოცდილებიდან და ცოტა მიღებული ცოდნიდან.
9 მარტივი რჩევა იმისთვის, თუ როგორ გავძლოთ ღამე და გავახადოთ მაქსიმალურად ნაყოფიერი.

განწყობის ფსიქოლოგია
როგორც ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი დიმიტრი უზნაძე თვლიდა, განწყობა მართლაც ძალიან მნიშმვნელოვანია. მაგალიად როცა ხედავთ დაულაგებელ ლოგინს, შეიძლება ამ დროს განეწყობოდეთ ძილისთვის. დაღლილი როცა მოხვალ და საშინლად გეძინება და ამ დროს გადაშლილ საბანს, ფუმფულა ბალშის დაინახავთ რა თქმა უნდა ძილი მოგინდებათ. ამიტომ შეეცადეთ თქვენი სამუშაო გარემო ისე მოაწყოთ, რომ ძილისთვის არ განეწყობოდეთ და მოაწყვეთ გარემო ისე, რომ განგაწყოთ სწავლისთვის. აალაგეთ ლოგინი, ნუ წამოწვებით ბალიშზე მოხერხებულად მეცადინეობისას და ა.შ.

თბილა თუ მეძინება?
ეს მეორე პუნქტიც განწყობას უკავშირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრს დაავიწყდება. მაგალითად ზამთარში თბილ ოთახში, გამთბარ რადიატორთან უფრო მოგინდებათ ძილი ვიდრე, მაშინ როცა ფანჯარაა ღიაა და ცივა. სიცივე აფხიზლებს, ასე რომ ოთახში ნუ შეიქმნით ზედმეტ კომფორტს.

ყურადღება, რომ არ გაგვეფანტოს
თავიდან მოიშოორეთ ნივთები, რომლებიც გიფანტავთ ყურადღებას და გართმევთ დროს. ასეთი მობილური და კომპიუტერია. თუ სწავლისას კომპიუტერი გჭირდებათ გამორთეთ სოციალური ქსელები, სკაიპი და ყველა ის საიტი, რომლებიც გჭირდებათ გართობისთვის. და თამაშებზეც არ უნდა დაკარგოთ დრო რა თქმა უნდა. ღამე ისევ თქვენი მეგობარი თუ გწერთ რაღაც სისულელეს მობილურ ტელეფონზე და შეიძლება დილითაც უპასუხოდ და მოიმიზეზოთ, რომ გეძინათ. (გეპეის ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენდა დავურეკავ ერთ საყავრელს და ვეტყვი არ მცალიაო, დავურეკავ მეორე საყავრელს და იმასაც ვეტყვი არ მცალიაო, დავურეკავ ცოლს და ვეტყვი არ მცალია და არ მოვალო და მერე დავჯდები და ვხაზავ და ვხაზავო).

კვება და სასმელები
ხშირად გამოფხიზლებისთვის საჭიროა კოფეინი და სწორი კვება. ბევრის ჭამის შემდეგ ბევრ ადამიანს ძილის სურვილი ერევა. თუ აპირებთ მეცადინეობას მოერიდეთ ბევრის ჭამას და ნუ მიეძალებით ნახშირწყლებს და ტკბილეულს. ტკბილეული კი საჭიროა, მაგრამ არც ისე. თუ ძალიან მოგშივდათ და წახემსება გინდათ ხოლმე ამისთვის საკმარისია ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი საკვები ან რძის პროდუქტები(ეს სასურველია დიდი რაოდენობით არა, თუ რატომ ქვემოთ წაიკითხეთ). და საკვები არავითარ შემთხვევაში დიდი რაოდენობით, ძღომის შემდეგ მართლაც ბევრ ადამიანს უჩნდება ძილის სურვილი. თუ მაინც გძლევთ ჭამის სურვილი ცოტა-ცოტა ჭამეთ 2-3 საათიანი ინტერვალებით.

ახლა რაც შეეხება ყავას. ძალიან დამტკბარი და რძიანი ყავა ვერ გამოგაფხიზლებთ. საერთოდ კალცი, რომელსაც შეიცავს რძე, ანეიტრალებს კოფიენს, ამიტომაც დავწერე რძის პროდუქტები დიდი რაოდენობით არასასურველია მეთქი. ასევე არასასურველია შაქარიც. ყველაზე მაგარი ყავა რაც კი შეგიძლიათ დალიოთ არის ცივი ყავა და გამოფხიზლებისთვის საუკეთესოა, ენერგეტიკული სასმელების შემდეგ. და შაქარს რაც შეეხება და ნახშირწყლებს კი გონებისთვის კარგია, მაგრამ რაც მიღებული გექნებათ იმ დღეს ისიც საკმარისი იქნება.

ცივი ყავის რეცეპტი მარტვია. თუ გაქვთ რაიმე თერმოსის ტიპის სადაც შეგიძლიათ წყალი შეანჯღიოთ კარგია, თუ არადა არ წარმოადგენს ეს პრობლემაც, ბოთლიც საკამრისია. ყავა დაახლოებით 2 კოვზი და შაქარი არასასურველია, თუმცა შეგიძლიათ დამაატოთ და რძესაც უშვებიან თუ გამოფხიზლებისთვის არ ჭირდებათ იმდენად, მაგამ ჩვენთვის სასურველია ყავა ახლა მხოლოდ და თუ გაუძლებთ 2 კოვზზე მეტს რამდენიც გინდათ იმდენი ჩაყარეთ.
ამის შემდეგ ვასხამთ ცივ წყალს, ვუხურავთ თავსახურს ბოთლს და ვანჯღრევთ. მალე დაინახავთ, რომ დაუყენდება ქაფი, რაც უფრო დიდხანს შეანჯღრევთ მით უფრო მაგარია ყავა. შემდეგ გადმოასხით ჭიქაში და სურვილისმებრ დაამატეთ ყინულები.

ცივი ყავა ბევრად უფრო აფხიზლებს ვიდრე მაგალითად კაფუჩინო ან ლატე მაკიატო. სხვა ყავა თუ უფრო გაფხიზლებთ შეგიძლიათ ის მიირთვათ. ასევე ძალიან კარგია ესპრესოც გამოფხიზლებისთვის (100 მგ კოფეინი ერთი ჭიქაში).

ენერგეტიკული სასმელებიც ამ დროს კარგი გამოსავალია. არსებობს რამდენიმე ენერგეტიკული სასმელი.
ეს მათი სახელწოდებები და კოფეინის შემცველობაა.

Bawls Guarana 16 oz 100mg
Red Bull 8.4 oz. 80 mg
Monster 8 oz. 80 mg
Rockstar 16oz 160mg
NOS 16 oz. 260 mg
5-Hour Energy 2 oz. 207 mg

არ დაგავიწდეთ ასევე კოფეინის შემცველი სასმელები, მაგალითად ისეთი როგორიც არის კოკა-კოლა, სპრაიტი. ჩემი რეკომენდაცია კოკა-კოლა ზეროს, დაბალი შაქრის შემცველობის და 0 კალორიის გამო.

როგორ არ ჩაგვეძინოს
გამოფხიზლდით, ცივი წყალი მიიშხურეთ სახეზე, აივანზე გადით რამოდენიმე წუთი, ტუალეტში თუ გინდათ დიდხანს ნუ შეყოვდნებით და აუციელბლად დაიცალეთ სითხეებისგან. ისეც სვით წყალი. გადით ასევე აივანზე თუ შესაძლებლობა გაქვთ ამის 2-3 წუთი. გადაღლისას შეეცადეთ 3-4 წუთიანი შესვენება მისცეთ საკუთარ თავს და არავითარი ფრაზები აი სულ 2 წუთით დავხუჭავ თვალებს და მერე გავიღვიძებ. ყველა ასე იწყებს ჩაძინებას.
და ჩართეთ ოთახში შუქი, მხოლოდ მაგიდის ნათურის შუქზე ნუ იმეცადინებთ.

1-2 ან 3 საათი ძილი სიფხიზლისთვის

თუ მაინც ძალიან გეძინებათ და უკვე ვერ ძლებთ, დაიძინეთ 2-3 საათით. დააყენეთ მაღვიძარა და შემდეგ ადექით და იმეცადინეთ, ეს ერთ-ერთი ცნობილი ხერხია და ახალი ძალებით იმდენად აღარც მოგინდებათ დაძინება. მაღვიძარა სასურველია თქვენგაც ცოტა მოშორებით დადოთ რომ გამორთვისთვის ადგომა დაგჭირდეთ.

თემების ცვლა
როცა სწავლობთ და რომელიმე თემა მოსაწყენი და მონოტონურია და თქვენში ძილის შერძნებას იწვევს გადადით ცოტა ხნით სხვა თემაზე და მერე მოგვიანებით დაუბრუნდით იგივე თემას, ან ორი წუთით გააკეთეთ სხვა რამე. არაფერია მონოტონურობაზე ძილის მომგვრელი და შეეცადეთ კითხვისას აზრი დაატანოთ იმას თუ რას კითხულობთ და არ წაიკითხოთ ზედპირულად, თორემ ძილი გარანტირებული გაქვთ.

თვალების დასვენება და საუკეთესო პოზა სწავლისთვის

თვალების დასვენებისთვის გახედეთ ყველაზე შორ წერტილს ოთახში და მიაშტერდით ცოტა ხანი. ასევე თუ თვალის გარსის სიმშრალე გაწუხებთ გამოიყენეთ დამანოტივებელი სპეციალური სითხე თვალებისთვის. აფთიაქში გაიცემა ესეც ურეცეპტოდ. და თვალების სიჯანსაღისთვის მოერიდეთ დაწოლილი კითხვას. წნევა აწვება ამ დროს თვალებს და მხედებლობას აფუჭებს.
ასევე სისხლის უკეთესად მიწოდებისთვის ტვინისთვის ფეხები რამეზე შემოაწყვეთ. მაგალითად თუ ზიხართ ფეხები შემოაწყვეთ მეორე სკამზე. ამ პოზაში სისხლი უკეთ მოძრაობს და უკეთ მიეწოდბა ტვინს და უკეთესად აზროვნებთ.

იმედია გამოგადგებათ ეს რჩევები. სასურველია ღამე სწავლას მოერიდოთ და არ მიიღოთ ბევრი კოფეინი. ღამე სწავალა უნდა იყოს დროებითი და არა მუდმივი. წარმატებებს გისურვებთ კარიერულ ასპარეზზე.

წლის წიგნი

ბრიტანული ლიტერატურული პრემიის Costa-ს ნომინაციაში – “წლის წიგნი”, ენდრიუ მილერის (Andrew Miller) რომანმა “სიწმინდე” (“Pure”) გაიმარჯვა.

საორგანიზაციო კომიტეტმა პრემიის მფლობელების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ ჟიურის რვა წევრის ხმა, მილერის რომანის და მეტიუ ჰოლისს (Matthew Hollis) პოეტ ედვარდ ტომასის შესახებ ბიოგრაფიულ წიგნს შორის, თითქმის, თანაბრად გადანაწილდა, მაგრამ პრემია “სიწმინდემ” მოიპოვა. ენდრიუ მილერს 30 ათასი ფუნტი სტერლინგი გადასცეს.

პრემია Costa ყოველ წელს ინგლისელ და ირლანდიელ ავტორებს ხუთ ნომინაციაში: “საუკეთესო რომანი”, “საუკეთესო ბიოგრაფია”, “საუკეთესო პოემა”, “საუკეთესო საბავშვო წიგნი” და “საუკეთესო დებიუტი” გადაეცემა. ამ ჯილდოების მინიჭების შემდეგ, ჟიური მთავარი პრემიის, წლის წიგნის, მფლობელს ირჩევს.

მთავარი ჯილდოსთვის იბრძოდნენ: კეროლ ენ დაფი “ფუტკრები” (საუკეთესო პოეტური წიგნი), კრისტი უოტსონის “პაწაწინა ბეღურები მიფრინავენ” (საუკეთესო დებიუტი) და მოირი იანგის “წითელი სისხლის გზა” (საუკეთესო საბავშვო წიგნი).

ენდრიუ მილერი 1960 წელს ბრისტოლში დაიბადა. მისი სადებიუტო რომანი – “ტკივილის წყურვილი” სამი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა და 36 ენაზე ითარგმნა.

პრემია Costa Book Award 1971 წლს დაარსდა.

როგორ გავხდეთ ოპტიმისტი

მინდა ჩემი ბლოგის ყველა მკითხველი ოპტიმისტი იყოს, რადგან ვფიქრობ, რომ ოპტიმიზმია ერთ-ერთ გარემოება, რომელიც წარმატებიოს მიღწევაში დაგეხმარებათ….
მართალია, გარე სამყაროს მართვა არ შეგვიძლია, სამაგიეროდ შინაგანი სამყარო ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის.

ოპტიმიზმი შეიძლება იყოს არა მხოლოდ თანდაყოლილი, არამედ შეძენილიც. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ფრანგმა ფსიქიატრმა ოპტიმიზმის ამგვარი ფორმულა შემოგვთავაზა: “ყოველდღიურად ყველა სფეროში თავს სულ უფრო და უფრო კარგად ვგრძნობ”. ეს ფრაზა დილა-საღამოს ხმამაღლა უნდა გაიმეოროთ. არჩევანი დადებით და უარყოფით განწყობას შორის ხშირად შეუცნობლად წყდება, მაგრამ ჩვენს აზრებს პოზიტიური მიმართულება რომ მივცეთ, ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული.

გულში წყენა არ ჩაიდოთ

ისე არაფერი აფუჭებს განწყობას, როგორც ჩვენი მეხსიერების საკუჭნაოში სათუთად შემონახული წყენა. განცდილი შეურაცხყოფის მოგონების თავიდან ამოგდება არც ისე ადვილია, მაგრამ გამოსავალი არსებობს. უპირველეს ყოვლისა, წარსულზე ფიქრს მოეშვით. საწყენი ეპიზოდებით აღსავსე ერთი და იმავე გაცვეთილი ფირის გონებაში უსასრულოდ ტრიალით და წარმოდგენაში მოწინააღმდეგისთვის საკადრისი პასუხის გაცემით მხოლოდ გულს იკლავთ. თუ შეურაცხყოფა განზრახ მოგაყენეს, წარმოიდგინეთ, მისი ავტორი როგორ გაიხარებდა, რომ იცოდეს, მის ქცევას რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. წარმოიდგინეთ არასასიამოვნო სცენა საბავშვო ან ჩაპლინის კომედიური ფილმების ჩარჩოებში, შექმენით გამნაწყენებლის სასაცილო და უცნაური სახე, მაგრამ არამც და არამც – ავბედითი.

საკუთარი თავის პატიება უნდა შეგეძლოთ

ოპტიმისტები ჩადენილ შეცდომებზე ყურადღებას არ ამახვილებენ, რაც მოხდა, მოხდა, ვეღარ გამოასწორებ, ღირს შეცდომის გამო თავის დასჯა? ამგვარი ტიპის აზრები – “რომ არ მომხდარიყო… ნეტავი, არ მომხდარიყო” – არაკონსტრუქციულია. შეცდომებზე სწავლა ერთია, მაგრამ წუხილით თავის გაწამება – მეორე. მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი საკუთარი ხელით გააფუჭეთ, თვითგვემა სიკეთეს არ მოგიტანთ. არ ღირს ფიქრი: “ყოველთვის ასე მემართება! უკეთესის ღირსი არ ვარ”; ასე არ იქნება, თუ მოისურვებთ.

ვარჯიში არა მხოლოდ სხეულს ესაჭიროება

ყველასთვის ცნობილია, რომ დღის ფიზიკური ვარჯიშით დაწყება სხეულისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მაგრამ სულისთვის? იგივე ვარჯიში საყვარელი მუსიკის ქვეშ გააკეთეთ, რაც თქვენს განწყობაზე სასიკეთოდ იმოქმედებს. შემდეგ სარკის წინ დადექით და თავს რამდენიმე კომპლიმენტი უძღვენით. მაშინაც კი, თუ სარკეში ჩახედვისას ცუდი განწყობა დაგეუფლებათ თქვენი უღიმღამო გარეგნობის გამო, დაღონება არ ღირს. ასწიეთ ნიკაპი, გაიღიმეთ, მხრები გაშალეთ. სახის გამომეტყველება და ხერხემალი კარდინალურად თუ არ შეცვლის თქვენს შინაგან განწყობას, კორექციას მაინც შეიტანს. კარგი იქნება, თუ თქვენს ყველა ღირსებას გაიხსენებთ და დამსახურებულად უძღვნით ქებას.

თავი დადებითად დაიმუხტეთ

“ყველა ადამიანი ცხოვრებიდან იღებს იმას, რასაც ელის” – ეს ძველი ჭეშმარიტება რატომღაც გვავიწყდება. დილიდანვე წარმატებული დღისთვის უნდა განეწყოთ. როგორც გამოკვლევებმა გვიჩვენა, ადამიანი 90 % უარყოფით აზრებს დომინანტურს ხდის. არასოდეს თქვათ: “რომ შემეძლოს”, თამამად წარმოთქვით: “შევძლებ”.

არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში

ნებისმიერი უარყოფითი განცდა (წყენა, გაღიზიანება თუ უხალისობა) არ შეიძლება ვაქციოთ უსასრულო შინაგან მონოლოგად, რომელიც არასასიამოვნო მდგომარეობას მხოლოდ გააღრმავებს. უმჯობესია, ჯავრი ამოიყაროთ და გული გადაუშალოთ მეგობარს, ქმარს, დედას, მოკლედ, იმას, ვისაც, თქვენი აზრით, შეუძლია ფსიქოთერაპევტის როლი იკისროს.

საინტერესო ინფორმაცია

შეუძლებელია, ადამიანი ყოველთვის მხიარული იყოს. დაბადებით ოპტიმისტსაც კი არ შეუძლია მუდამ ეიფორიის მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ არასასურველია უარყოფით ფაზაში ხანგრძლივად დარჩენა. უგუნებობას ადვილად დაძლევთ, თუ ნეგატიურ აზრებზე ყურადღებას არ გაამახვილებთ. გააანალიზეთ თქვენი მღელვარების მიზეზი. ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირად წუხილი – ეს ჩვენი უზომოდ გაზვიადებული ყურადღებაა რაიმე უღირსზე.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კარგი განწყობის შექმნაზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ინტერიერი, ოთახის კედლების ფერი. ფსიქოლოგები გვირჩევენ, კედლები ნათელი, თბილი ფერებით შევღებოთ.

ჩემი პირველი პოსტი

მოგესალმებით ყველას…. ეს ჩემი პირველი პოსტია ჩემს ბლოგზე, ამიტომ ზოგად ინფორმაციას მოგაწვდით ბლოგის შესახებ. ბლოგის თემად-,,მოხალისე ჟურნალისტი” ავირჩიე. იმედი მაქვს დაგაინტერესებთ ჩემი სტატიები და ჩემი ბლოგის აქტიური მკითხველი გახდებით. ვეცდები ყვალასთვის სასარგებლო და საინტერესო პოსტები შემიგთვაზოთ და გაგაცნოთ ყველა სიახლე….ბუნებით ძალიან ოპტიმისტი ვარ და ბლოგის სათურადაც ამიტომ ავირჩიე-,,ოპტიმისტი”. შევეცდები ჩემი სტატიები ოპტიმიზმით იყოს აღსავსე (თუმცა რეალობა რამდენად მომცემს ამის საშუალებას არვიცი:)….)
ბევრს აღარ გავაგრძელებ…იმედი მაქვს ჩემი ბლოგი პოპულარული გახდება და ჩემი შრომა ტყუილად ჩაივლის…წარმატებები მეც და თქვენც:*