Tag Archives: რუდოლფ შტაინერი

რუდოლფ შტაინერი

რუდოლფ შტაინერი (გერმ. Rudolf Steiner; დ. 27 თებერვალი, 1861 — გ. 30 მარტი, 1925) არის ავსტრიელი ფილოსოფოსი, ანთროპოსოფიის ფუძემდებელი.
მას მრავალი ლექცია აქვს წაკითხული და დღეს მისი წიგნები იბეჭდება თითქმის მთელ მსოფლიოში. მისი ლექციები:– კარმის კანონი, ვარდისა და ჯვრის საიდუმლოება, ლოცვის არსი, აკაშა ქრონიკიდან და სხვა უამრავი,–ვფიქრობ დააინტერესებდა ჩვენს მკითხველს.

რა არის ანთროპოსოფია? … ანთროპოსია არის სულიერი მეცნიერება თანამედროვე ევროპაში, მეცნიერება სულის შესახებ,რომელიც გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში. ეს მოძრაობა არსებობს საქართველოშიც და ჰყავს მრავალი მიმდევარი. ეს არის ქრისტიანული მოძრაობა, როგორც მოგახსანეთშ ეს არის მიქაელური ქრისტიანობა. მაგრამ, ამავე დროს, უნდა მოგახსენოთ, რომ ზოგს ეშლება, ზოგი ურევს ანთროპოსოფიას რელიგიაში. ანთროპოსოფია არ არის რელიგია. ეს არის შემეცნებითი მიმდინარეობა და არა აღმსარებლობა. ამიტომ შეცდომით ამბობენ, ან მართლმადიდებელი იყავი, ან ანთროპოსოფიო. ასე არ დგას საკითხი. ეს იგივეა, რომ თქვა: ან მართლმადიდებელი იყავი, ან ჰეგელიანელი. აქ საქმე იმაში გახლავთ, რომ ანთროპოსოფიას რელიგიური აღმსარებლური პრეტენზიები არა აქვს. ეს არის შემეცნებითი გზა. მართალია, რელიგიური თემიც არსებობს დასავლეთში, რომელიც მასზე არის აღმოცენებული, მაგრამ თავისთავად ანთროპოსოფიის ფუძემდებელი – რუდოლფ შტაინერი არ იყო ახალი რელიგიის ან კონფესიის ფუძემდებელი. ის არის ქრისტეს, ქრისტიანობის მიმდევარი და ქრისტიანობის ახალი შენეცნებითი ფორმის შემქმნელი. ასე რომ, აქ არ უნდა მოხდეს ცნებათა აღრევა და არ უნდა შეგვეშალოს. როგორც მოგახსენეთ, არსებობს აგრეთვე მრავალი დარგი ანთროპოსოფიული მეცნიერებისა: ანთროპოსოფიური მედიცინა, ბიოლოგია, პედაგოგოკა. კერძოდ ანთროპოსოფიურმა დიცინამ უდიდესი როლი შეასრულა ჩვენში 9 აპრილს მოწამლულთა მკურნალობაში. როდესაც ვერც ერთი ექიმი ვერ კურნავდა მათ, ვერც ერთი სახეობის წამალი… მათ ისეთი მედიკამენტები ჩამოიტანეს, თავიანთი სკოლის მიერ შექმნილი, რომლებმაც უშველა ამ მოწამლულებს, გადაარჩინა უამრავი ადამიანი. უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ მართლმადიდებლურ კულტზე არსებობს ლექცია რუდოლფ შტაინერისა, რომელიც ძალზე მაღალ დონეზე აყენებს მართლმადიდებლურ კულტს კათოლიკურთან შედარებით. სართოდ რუდოლფ შტაინერი მართლმადიდებლურ ფილოსოფიათან ძალიან ღრმად იყო დაკავშირებჯლი, კერძოდ, ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფიასთან და თავის ერთ-ერთ წინამორბედად თვლიდა მას, მართლმადიდებელ ფილოსოფოსს.

არის ციკლი ლექციებისა 1922 წელს წაკითხული – „ზეცნობადი გავლენები კაცობრიობის ისტორიაში“, სადაც რუდოლფ შტაინერი ამბობს: „კათოლიკურ ეკლესიაში კულტი და რიტუალი უფრო თვალითსახილველი სიმბოლოების ხასიათს ატარებს, აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი იგი ისეთი რამ არის, რასაც სული სწვდება უღრმესი მოწიწებით“. ე. ი. რადიკალურად ასხვავებს ამ ორ კულტს ერთმანეთისაგან და მისთვის უფრო მახლობელი არის მართლმადიდებლური კულტი, და ეს ჩანს აგრეთვე ოქსფორდში წაკითხული ლექციებიდან, სადაც ის ამბობს, რომ მართლმადიდებლურ აღმოსავლურ ეკლესიაში იყო ძალიან ღრმა ეზოტერიზმი, ანუ საიდუმლო მოძღვრება, რომელიც თავად ეკლესიას გააჩნდა. აღმოსავლეთში, როგორც მე წეღან მოგახსენეთ, ეზოტკრიზმი არ იყო გამოყოფილი ეგზოტერიზმისაგან, ხოლო დასავლეთში გამოყოფილი იყო და იყო კონფლიქტიც და დევნაც ეზოტერიზმისა. აღმოსავლურ მართლმადიდებლურ სამყაროში ამას ადგილი არ ჰქონია არასოდეს.

ის ფუძემდებელია არქიტექტურული დარგისა ორგანული არქიტექტურა. არქიტექტურა შერწყმული ბუნებასთან. შენობა მთლიანად ბეტონისაა, უბრალოდ დაუჯერებელია ბეტონი ასე მოაქციო შენს ხელში და ასე დინამიური და დამყოლი აღმოჩნდეს. თან თითქოს სუნთქავს.

შტაინერი თავად ფილოსოფოსია და დიდი მოაზროვნე. დიდი მიღწევები აქვს ევრითმიაში და ცამოაყალიბა ანთროსოფოსობია როგორც ცალკე დარგი, რასაც ამჟამად ამ გოეთეანუმში ასწავლიან. ესაა მაღალ მატერიებზე მოაზროვნე ადამიანი, ჩაუყარა საფუძველი აზროვნებას ადამიანის სულის გარემოს შესახებ.

Tagged ,