ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა (დ. 14 ივნისი, 1928 — გ. 9 ოქტომბერი, 1967) — საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „ჩე გევარა“, ან „ელ ჩე“ იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. მისი სტილიზებული სახე გახდა წინააღმდეგობის საყოველთაოდ გავრცელებული კონტრკულტურული სიმბოლო და სახალხო კულტურის გლობალური ნიშანი.
როგორც სამედიცინო ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტი, გევარა მთელს ლათინურ ამერიკაში მოგზაურობდა და იგი სწრაფად გარდაქმნა იმ სიღარიბემ და გაუცხოვებამ, რასაც ის ამ მოგზაურობისას აწყდებოდა. მოგზაურობებისას მიღებულმა გამოცდილებამ და დაკვირვებებმა მას გამოატანინა დასკვნა, რომ რეგიონში ფესვგადგმული ეკონომიკური უთანასწორობა კაპიტალიზმის, მონოპოლიზმის, ნეოკოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის ნიშანდლობლივი შედეგი იყო, რისი ერთადერთი წამალიც მსოფლიო რევოლუცია იყო. მისმა ღრმა რწმენამ ბიძგი მისცა მის ჩართულობას გვატემალის რეფორმებში პრეზიდენტ ხაკობო არბენსის მეთაურობით, რომლის დამხობის შემდეგაც, რაც სავარაუდოდ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიეწერება, ჩე გევარას პოლიტიკური იდეოლოგია უფრო გამტკიცდა. მოგვიანებით, როდესაც მეხიკოში ცხოვრობდა, ის რაულ და ფიდელ კასტროებს შეხვდა, შეუერთდა 26 ივლისის მოძრაობას და მათთან ერთად კუბისაკენ გასცურა იახტა გრანმათი. მათი მიზანი დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას რეჟიმის დამხობა იყო, რომელსაც ზურგს აშშ უმაგრებდა. გევარა სულ მალე დაწინაურდა ამბოხებულებს შორის, იგი მეორე იყო სარდლობაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა ორწლიან პარტიზანულ ომში, რომელმაც საბოლოოდ ბატისტას რეჟიმი დაამხო.
სახელი დაბადებისას——–ერნესტო გევარა
მოღვაწეობა—————ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი,
პოლიტიკოსი
ბიოგრაფიული ცნობები:
დაბადების თარიღი ——-1928 წლის 14 ივლისი
დაბადების ადგილი——–როსარიო, სანტა-ფე, არგენტინა
გარდაცვალების თარიღი—- 1967 წლის 9 ოქტომბერი (39 წლის)
გარდაცვალების ადგილი—- ლა-იგერა, ვალიეგრანდე, ბოლივია
დაკრძალვის ადგილი—— ჩე გევარას მავზოლეუმი, სანტა-კლარა, კუბა
განათლება————— მედიცინის დოქტორი
მოქალაქეობა————- რგენტინა, კუბა
ეროვნება ————– არგენტინელი
მამა——————– ერნესტო გევარა ლინჩი
დედა——————სელია დე ლა სერნა ი ლიოსა
შვილები ————– ილდა (1956–1995), ალეიდა (დ. 1960)
კამილო (დ. 1962), სელია (დ. 1963)
ესნესტო (დ. 1965