Tag Archives: ანაკლია

<3ანაკლია 2012 მე-6 ნაკადი<3

ანაკლია 2012
ამ პოსტის შექმნა ანაკლიის და ყველა იმ ბავშვის მონატრებამ გადამაწყვეტინა, რომლებიც ჩემი ყოველღიური ფიქრების და მოგონებების თანამგზავრებბი არიან…ამიტომ გადავწყვიტე ჩემი დღიურის რამდენიმე გვერდი თქვენთვისაც გამენდო…იმედია მოგეწონებათ:)
11.07.2012
23:46 საათია, გოგონებს სძინავთ ამიტომ მე აივანზე გამოვედი, რომ შუქმა არ შეაწუხოთ. ხომ ხედავ რა ერთგული ვარ,ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ მაინც გწერ:) აუ ჯობდა სულ თავიდან დამეწყო, აშკარად ძალიან დავიღალე,…:)
მაშ ასე, ჩემი დილა 6 საათზე დაიწყო. პაპამ და მაღვიძარამ ერთდროულად გამაღვიძა. პაპამ-,,ადექი შვილო არ დაგაგვიანდეს”-მომიკაკუნა. მაღვიძარამ კი როგორც ყოველთვის tom boxer-ის shake it mamma-თი მაცნობა გათენება. 15 წუთში მზად ვიყავი და გავუდექი გზას პაპასთან ერთად. დედა სამსახურში იყო. მამაც ისეთი დაღლილი იყო ვეღარც შევბედე გამაცილე-მეთქი და ისე, რომ პაპასთვის არც მქონდა ნათქვამი, მამა დავამშვიდე: ,,შენ დაიძინე, პაპა გამაცილებს!”იმის შიშით, რომ არ დამეგვიანა დედასაც არ გავუარე სამსახურში. არადა გამაფრთხილა, აუცილებლად შემოდი. ბევრი პაციენტიც, რომ მყავდეს მაინც ჩამოვალო. ალბათ მელოდა და ტექსტიც დალაგებული ჰქონდა როგორ მომილოცავდა დაბადების დღეს. აუ…ნეტავ შევსულიყავი:( არაუშავს….ამის მერე ვინმემ რომ მითხრას არაპუნქტუალური ხარო გავგიჟდები:D :D. ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო 8-ის წუთებზე გამოსულები 1-ლი საათისთვის ჩავედით ანაკლიაში. რეგისტრაცია გავიარეთ და ლიდერებმა მიგვაცილეს ოთახებამდე. გამიმართლა, ძალიან კარგი და სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ ჩემი ლიდერები. როგორც კი გავესაუბრე დავრწმუნდი მათ უშუალობასა და უბრალოებაში. გუნდიც შესანიშნავია, ძალიან კარგი ბავშვები არიან…ვფიქრობ ეს 6 დღე ჩემთვის სასიამოვნო და დაუვიწყარი იქნება…დათო ოდიკაძე შემოვლაზეა და რაღაც საკრავზე უკრავს, უფროსწორად ცდილობს რომ დაუკრას:) აღარ მახსოვს რა ჰქვია ამ საკრავს:( ბაზალეთის ბანაკშიც ეს დადიოდა შემოვლაზე და არც აქ ღალატობს ,,წეს-ჩვეულებას”:) შეიძლება სხვებიც დადიან და უბრალოდ მხოლოდ ის ჩანს ჩემი აივნიდან.
თითქოს დღეს ისეთი არაფერი გამიკეთებია. დამღლელი მგზავრობის შემდეგ ჯგუფური დრო, სადილი, ვახშამი, ადმინისტრაციის გაცნობა(დათომ კი თქვა კარგად დაიმახსოვრეთო, მაგრამ ვერაფრით დავიმახსოვრე სახელები, თუმცა სახეებზე ვიცნობ თუ რამმეა:)), განგაშის იმიტაცია და დისკოთეკა გვქონდა, მაგრამ ისე დავიღალე ძლივს ,,ამოვბობღდი” კიბეებზე. მოკლედ წავედი, ლიდერებიდან დაწყებული ბავშვებით დამთავრებული ყველა ძალიან მომეწონა, ასე, რომ მოუთმენლად ველი ხვალინდელი დღის დადგომას….
ეს დღე ჩემთვის ძალიან გამორჩეული იყო. მართალია ჩემს დაბადების დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად ვერ შევხვდი, მაგრამ მაინც დიდად ვისიამოვნე დღევანდელი დღით, რადგან ბევრი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი:)

12.07.12
მართლი ყოფილა დათო, დილით ადრე 7 საათზე ადგომას ნამდვილად ვერ შევძლებ, ისე დავიღალე….. დღეს ძალიან დამღლელი და სასიამოვნო დღე იყო…საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე ლაპარაკს არ დავიწყებ, ჭამაში პრეტენზიული არ ვარ…რაც შეეხება თამაშს…. მიუხედავად ჩვენი მარცხისა ძალიან დადებითად დავიმუხტე. სტრატეგია კარგი გვქონდა, შემართება და მოტივაცია უმაღლესი. ალბათ დაუკვირვებლობით, ან უბრალოდ უიღბლობით მოგვივიდა წაგება…მთავარია ამ თამაშმა გუნდი უფრო შეგვკრა და დაგვაახლოვა. დათოს ვესესხები სიტყვებს-,,სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ” ჩვენი გუნდის დღევანდელი შემართებით და ათიკოს თავდადებით. თამაშისას ოთხჯერ მაინც დავადექით ზურგზე 21 კაცი (სათითაოდ რა თქმა უნდა:D) და ბოლოს თავის ზურგს კი არა ანაკლიის მაისურს დარდობდა: ,,რაღა ვქნა, ვინ გამირეცხავს”-ო
რაც შეეხება ტრენინგს, ძალიან საინტერესო იყო. თითქმის ყველამ ვიცოდით გუნდის წარმატებისთვის რა არის საჭირო, მაგრამ ამ ტრენინგმა ზოგადად შეგვიჯამა და დაალაგა თავში ყველაფერი. თამაშის წინ არასოდეს მიფიქრია მსგავს რამეებზე, თუმცა ახლა უფრო მობილიზებული ვიქნები, ყველაფერი წინა…
ოლიმპიადის გახსნა ძალიან კარგად იყო ორგანიზებული:) ნამდვილად ვისიამოვნე:)

ალბათ 6 დღის ასე სათითოდ წერა არა მგონია საინტერესო იყოს, თანაც ისეთი დაღლილი ავდიოდი ოთახში სულ რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლებოდი ხოლმე…ასე., რომ ჯობია ჩემს დღიურს თავი დავანებო და ზოგადად ჩემი შთაბეჭდილებეის შესახებ დავწერო.

საერთოდ ძალიან კარგი წინათგრძნობა მაქვს, ვიცოდი, რომ ანაკლიაში ძალიან კარგ დროს გავატარებდი:) წინათგრძნობა იქით იყოს და, ამ ბანაკიდან ვინ ჩამოსულა უკმაყოფილო, რომ მე ჩამოვსულიყავი:) ასე რომ რამდენად კარგი განწყობითაც წავედი, იმდენად მოწყენილი დავბრუნდი სახლში…ერთის მხრივ მიხაროდა, ამ 7 დღეში ამდენი კარგი ადამიანის შეყვარება შევძელი,(განსაკუთრებით გამოვყოფ 23 ჩემს გუნდელ ბავშვს და 2 უსაყვარლეს ლიდერს დათოს სა თეოს:)) მაგრამ მეორეს მხრივ მაგიჟებდა იმაზე ფიქრი, რომ მათ დიდხანს, ზოგს კი საერთოდ ვეღარ ვნახავდი….მაგრამ თავს მარკესის სიტყვებით ვიმხნევებდი ,,ნუ ტირი რომ ეს დამთვრდა, გაიღიმე რომ ეს იყო” 🙂 ნოსტალგიით თავს აღარ შეგაწყენთ….
რაც შეეხება იმას თუ რა მომცა ამ ბანაკმა, გეტყვით რომ ძალიან ბევრი რამ…ბოლო დღეს როცა მე და ნინი (შარმანაშვილი) ვსაურობდით, მისი სიტყვები იყო-,,ამ ბანაკმა ცხოვრება მასწავლა”…ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრება, მაგრამ ბევრი რამ მასწავლა იმისთვის,რომ ცხოვრებაში უფრო წარმატებული ვიყო და უფრო უკეთესი გავხდე ვიდრე ვარ…გუგას სიტყვებიც მახსოვს: ,,ნურავინ იტყვის, რომ აქედან ისევ ის ადამიანები მივდივართ, ვინც ჩამოვედით, ალბათ ყველაში რაღაც შეიცვალა უკეთესობიკენ” რა თქმა უნდა ეს ასეა…სულ რომ არაფერი, ამ ბანაკის შემდეგ უფრო მეტი ადამიანის სიყვარულს ვატარებ გულით…ეს კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია…შემდეგ კი ის პიროვნული ზრდა, რაც ტრენინგების, ლიდერებთან ურთიერთობის შედეგად მივიღე…(არა მარტო მე)
მინდა გახსოვდეთ ბავშვებო, (ეს პოსტი თქვენ გეძღვნებათ მეათეებო:)), რომ ძალიან ძალიან მიყვარხართ, ტირილამდე, ტკივილამდე, სულით, გულით…მე თქვენ არ დამავიწყდებით არასდროს და სამუდამოდ დაიდეთ ბინა ჩემს გულში…მიყვარხართ და ისევ მიყვარხართ უსაზღვროდ…
დათო და თეო იცოდეთ, რომ თქვენ ჩემი უუუუსაყვარლესი ლიდერები ხართ….მიყვარხართ და მენატრებით:) 🙂 🙂
დაბოლოს, მადლობა ადმინისტრაციას და ყველა ლიდერს რომ ასე გაგვილიმაზეს ეს ერთი კვირა, რომელიც ძალიან გამორჩეული იყო ალბათ ბანაკის ყველა მონაწილისთის:)

Advertisements
Tagged ,