Tag Archives: ალქიმიკოსი

პაოლო კოელიო

ცოტა ხნის წინ სკოლაში ინტელექტუალური ტური ჩატარდა, სადაც როგორც ყოველთვის მონაწილეობას ვიღებდი…პირველი კითხვა კი იყო შემდეგი: ,,პაოლო კოელიო მას მსოფლიოს ბიბლიოთეკას უწოდებს, რაზეა საუბარი?” პასუხი რა თქმა უნდა ინტერნეტი იყო…როგორც კ დავბრუნდი სახლში, ,,დავგუგლე” პაოლო კოელიო და მის ბიოგრაფიას გავეცანი, ძალიან მომეწონა და ახლა მისი შემოქმედების გაცნობას ვაპირებ…მგონია თქვენთვისაც საინტერესო იქნება:) მაშ ასე:
პაულო კოელიო (Paulo Coelho; დ. 24 აგვისტო, 1947) ბრაზილიელი მწერალი, ლირიკოსი.
დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში ინჟინერ პედროსა და ლიჟია კოელიოების შეძლებულ ოჯახში. შვიდი წლისა წმინდა ეგნატე ლოიოლას იეზუიტთა სკოლაში გაგზავნეს, სადაც წიგნების წერის სიყვარული პირველად გამოავლინა. მწერლად გახდომის სურვილს ოჯახმა მხარი არ აუბა და ახალგაზრდა პაულოს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებინა რიო-დე-ჟანიეროს უნივერსიტეტში, თუმცაღა, პაოლომ სწავლა მალევე მიატოვა და ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი. საბოლოო ჯამში 17 წლის პაოლოს ოჯახთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ ის კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სამკურნალო კურსის გასავლელად.ვერც ელექტროშოკით მკურნალობამ, ვერც განმეორებითმა კურსმა პაოლოს საკუთარი თავისადმი რწმენა ვერ შეურყია – ამიტომაც, კლინიკადან გაიქცა, ცოტა ხანს იხეტიალა და შინ დაბრუნდა. ერთ წელიწადში სამოყვარულო თეატრალურ მოძრაობაში ჩაება, 60-იან წლებში აგრე რიგად პოპულარული რომ იყო ბრაზილიაში და არამხოლოდ ხელოვნების თვალსაზრისით, არამედ პროტესტის გამოხატვის კუთხითაც. თეატრალურ-საპროტესტო აქტივობა კოელიოს კვლავ ფსიქიატრიული კლინიკით დაუგვირგვინდა, საიდანაც ისევ გაიქცა, მაგრამ უფულობამ მაინც შინ დააბრუნა. საბოლოოდ, მესამე ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგ მისი ოჯახი შეეგუა, რომ პაოლო “ნორმალურ” სამუშაოს არასოდეს მოჰკიდებდა ხელს. პაოლო კოელიო ისევ და ისევ თეატრალურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას განაგრძობდა.
1970 წელს მომავალმა მწერალმა მექსიკაში, პერუში, ბოლივიაში, ჩილეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში დაიწყო მოგზაურობა. ორიოდე წლის თავზე პაოლო სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა იმხანად უკვე პოპულარული ბრაზილიელი მომღერლების კონცერტებისთვის; მან არაერთი სასიმღერო ტექსტი დაუწერა მომღერალ რაულ სეიშასს.

შემოქმედება

პაულო კოელიოს ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები, როგორებიცაა:
პილიგრიმობა ანუ მოგვის დღიური 1987. (თარგმნილი ქართულ ენაზე)
ალქიმიკოსი 1988. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
ბრიდა 1990.
ვალკირები 1992.
მაქთუბი 1994.
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი 1994. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
მეხუთე მთა 1996. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
სინათლის მეომრის სახელმძღვანელო 1997.
ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა 1998. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
ეშმაკი და ქალბატონი პრიმი 2000. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
თერთმეტი წუთი 2003. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
ზაჰირი 2005. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
როგორც ნარნარი მდინარე 2006.
პორტობელოელი ჯადოქარი 2006. (თარგმნილია ქართულ ენაზე)

ვფიქრობ მისი გამონათქვამების გაცნობა, უფრო მეტად გაგიჩენთ მისი შემოქმედების გაცნობის სურვილს:)

1. “როდესაც მთელი გულით გსურს რამე, მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში”
– კოელიო, ალქიმიკოსი

2. “ოცნების ახდენის შესაძლებლობის გამოა ცხოვრება საინტერესო”
– კოელიო, ალქიმიკოსი

3. “უყვართ იმიტომ,რომ უყვართ სიყვარულს მიზეზი არ სჭირდება”
– კოელიო, ალქიმიკოსი

4. “მიყვარხარ იმიტომ,რომ მთელი სამყარო ხელს მიწყობდა შენ რომ მეპოვნე”
– კოელიო, ალქიმიკოსი

5. “დამარცხების შიში ერთადერთი რამეა,რაც ოცნებების ასრულებას უშლის ხელს”
– კოელიო , ალქიმიკოსი

6. ცდა მტკივნეულია… დავიწყებაც… მაგრამ ცოდნა იმისა, თუ რომელი გადაწყვეტილება მიიღო ტანჯვას ნამდვილად სჯობს”
– კოელიო

7. “დაეცე შვიდჯერ და ფეხზე წამოდგე რვაჯერ. აი, რა არის ცხოვრების საიდუმლო”
– კოელიო

8. “როდესაც გვიყვარს, ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ. და როდესაც ვცდილობთ იმაზე უკეთესები გავხდეთ ვიდრე ვართ, სამყაროც უკეთესობისაკენ იცვლება”
– კოელიო, ალქიმიკოსი

9. “ყველაფერი მეუბნება,რომ შესაძლოა შეცდომა დავუშვა, მაგრამ შეცდომების დაშვება ჩემი ცხოვრების ნაწილია. რა სურს სამყაროს ჩემგან? სურს,რომ არ გავრისკო? დავბრუნდე იქ საიდანაც მოვედი,რადგან არ მეყო ძალა ცხოვრებისათვის “დიახ” მეთქვა?”
– კოელიო, 11 წუთი

10. “როდესაც ვინმე მიდის, ეს იმიტომ,რომ სხვა მოვიდეს”
– კოელიო,ზაჰირი

11. “სიყვარული დაუმორჩილებელი ძალაა. როდესაც მის კონტროლს ვცდილობთ, გვანადგურებს. როდესაც ვცდილობთ დავატყვევოთ, გვიმონებს.როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, გვტოვებს გზააბნეულს და იმედგაცრუებულს”
– კოელიო

12. “ჩვენ არ შეგვიძლია განვსაჯოთ სხვისი ცხოვრება, რადგან თითოეულ ჩვენთაგანს მხოლოდ საკუთარი ტკივილისა და ტრაგედიის გვესმის.ერთია გრძნობდე,რომ სწორ გზაზე დგახარ, მაგრამ სულ სხვაა,როდესაც ფიქრობ,რომ სხვა ალტერნატივა არ გაქვს”
– კოელიო

13. “ბავშვებს შეუძლიათ 3 მნიშვნელოვანი რამ გვასწავლონ: ვიყოთ ბედნიერები მიზეზის გარეშე, ვიყოთ ყოველთვის დაკავებული და ვიცოდეთ როგორ მოვითხოვოთ და მივიღოთ ყველაფერი,რაც გვსურს”
– კოელიო

14. “ეს გაიძულებს,რომ შურისმაძიებელი გახდე და ადამიანებს იმაზე მეტი ტკივილი მიაყენო,ვიდრე შენ იწვნიე.თუმცა, მხოლოდ დროს დაკარგავ.
– ეს ადამიანური საქციელია.
– რეალურად კი.თუმცა ასეთი საქციელი არც ისე ჭკვიანურია და არც მიზანშეწონილი. დააფასე შენი დრო ამ პატარა დედამიწაზე.გაიხსენე, ღმერთი ხომ ყოველთვის გპატიობდა ხოლმე, ჰოდა, შენც აპატიე.”
– კოელიო,ზაჰირი

15. “თუ ნამდვილად შენი ოცნების ნაწილი ვარ, ერთ დღესაც უკან დაბრუნდები”
– კოელიო,ზაჰირი

16. “ჩვენ ვერასოდეს ვხდებით თუ რა განძი გვიჭირავს ხელში, იმიტომ,რომ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ სასწაულის”
– კოელიო,ალქიმიკოსი

17. “როდესაც თქვენს გზას იპოვნით, ნუ შეგეშინდებათ.უნდა გაგაჩნდეთ საკმარისი ძალა და მხნეობა,რომ შეცდომების დაშვების არ გეშინოდეთ.იმედგაცრუება, დამარცხება და სასოწარკვეთილება საშუალებებია,რომლითაც ღმერთი სწორ გზას გვიჩვენებს”
– კოელიო, ბრიდა

18. “იმ წამიდან,როდესაც სიყვარულის ძებნას ვიწყებთ, სიყვარულიც იწყებს ჩვენს ძიებას”
– კოელიო, რიო პედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი.

19.”სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,რომ გარკვეული ეპიზოდები განდევნო, გაუშვა,გათავისუფლდე! ხალხმა უნდა შეიგნოს,რომ გახსნილი კარტებით არასოდეს თამაშობენ. ცხოვრება ასეთია: ან იგებ, ან აგებ. წაგებულს კი უკან აღარ აბრუნებენ; შენ ძალას აღარ აღიარებენ, შენს თვისებებს არავინ აღმოაჩენს და არც სიყვარულს დაგიფასებენ არასოდეს – სიამაყის,უუნარობისა და ამპარტავნების გამო კი არა, მარტივი მიზეზისდა გამო: ცხოვრებაში მათი ადგილი არ არის, თუ თავად არ მოძებნე… დრო კი გადის… და სანამ კიდევ შეგიძლია მიხურე კარი… ან შეეგუე იმას,ვინც ხარ. ან გადაიქეცი იმად, ვინც გინდა იყო…”
– კოელიო,ზაჰირი

20. “სამყაროში არაფერია აბსოლიტურად მცდარი. გაჩერებული საათიც კი, შემდეგი დღის იმავე წამს,რომელზედაც გაჩერდა სწორ დროს აჩვენებს”
– კოელიო, ბრიდა.

21. “და ახლა,როცა აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი, ის თავისუფალი იყო”
– კოელიო, 11 წუთი

22. “არის წამები,როდესაც პრობლემები იჭრება ჩვენს ცხოვრებაში და არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ისინი. თუმცა მათაც გარკვეული დანიშნულება და მისია აკისრიათ ჩვენს ცხოვრებაში.და მხოლოდ მაშინ,როდესაც გადავლახავთ მათ, ვხდებით,თუ რატომ მოვიდნენ ისინი”
– კოელიო, მეხუთე მთა

23. “ყველას გვეშინია მიუღწეველი ოცნებისკენ სწრაფვის, რადგან გვგონია, რომ მისი ღირსნი არ ვართ, ანდა ვერ შევძლებთ მის განხორციელებას. თავზარს გვცემს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა, ბედნიერები ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და იმ განძის გახსენება გვტანჯავს, ჩვენ რომ შეიძლებოდა, გვეპოვნა, მაგრამ სამუდამოდ ქვიშაში დარჩა, რადგან გვეშინოდა ტანჯვის…”
– კოელიო,ზაჰირი

Tagged , , ,