Category Archives: ქვეყნები

ჰოლანდია-ნიდერლანდები

სახელწოდება

ოფიციალური: ქართულად – ნიდერლანდის სამეფო; ნიდერლანდულად – Nederland; Koninkrijk der Nederlanden.
ეტიმოლოგია: ეს სახელმწიფო რამდენიმე სახელითაა ცნობილი: (ა) ნიდერლანდი – ნიდერლანდულ ენაზე მისი სახელწოდება ნიშნავს „დაბლობ მიწებს“. (ბ) ჰოლანდია – გერმანიკული holt land, „ტყიანი მხარე“ (ჰოლანდია ნიდერლანდის ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ ამ სახელით ხშირად მთელ ქვეყანას მოიხსენიებენ). (გ) ბატავია – გერმანიკული „სავარგულები“, მომდინარეობს Betuwe-საგან.
ქვეყნის კოდი – NL.

ნიდერლანდის სამეფო

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია და გერმანია.
ფართობი – 41.500 კვ.კმ.
ბუნება: ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა ვაალსერბერგი, რომლის სიმაღლე 321 მეტრია. მდინარეები (კმ) – მაასა 350 (სულ 933), რაინი 200 (სულ 1.320); ტბა (კვ.კმ) – იისელმეერი 1.500 (ხელოვნური); კუნძულები (კვ.კმ) – სხოუვენი 222, ოვერფლაკი-გური, ტექსელი 184; კლიმატი – ოკეანური.
ბუნებრივი რესურსები – ბუნებრივი აირი, ნავთობი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა – კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური – დედოფალი ბეატრიქსი ( (დ. 31 იანვარი 1938) ნიდერლანდის დედოფალი ორანულ-ნასაური დინასტიიდან 1980 წლიდან. 1966 წელს იქორწინა კლაუს ფონ ამსბერგზე.ბეატრიქსმა განათლება ლეიდენის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სწავლობდა სოციოლოგიას, ეკონომიკას, და სახელმწიფო სამართალს. არის იურიდიული მეცნიერებების დოქტორი. (BEATRIX, 1980)). აღსანიშნავია, რომ საუკუნეზე მეტია ნიდერლანდის ტახტზე მხოლოდ ქალები არიან: ვილჰელმინა – 1890-1948, იულიანა – 1948-1980.
მთავრობის მეთაური – პრემიერ-მინისტრი Jan Peter BALKENENDE (2002).
საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი – გენერალური შტატები (75+150 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა. ნიდერლანდების სამეფო ადმინისტრაციულად იყოფა 12 პროვინციად (provincie): გელდერლანდი (ცენტრი – არნჰემი), გრონინგენი (გრონინგენი), დრენტე (ასენი), ზელანდია (მიდელბურგი), ლიმბურგი (მაასტრიხტი), ოვერიისელი (ზვოლე), სამხრეთი ჰოლანდია (ჰააგა), უტრეხტი (უტრეხტი), ფლევოლანდი (ლელისტადი), ფრისლანდია (ლეუვარდენი), ჩრდილოეთი ბრაბანტი (ჰერტოგენბოში), ჩრდილოეთი ჰოლანდია (ჰაარლემი).
სამფლობელოები. ნიდერლანდებს აქვს ორი სამფლობელო კარიბის ზღვის აუზში: არუბა; ნიდერლანდის ანტილები.
დემოგრაფია
მოსახლეობა – 16.150 ათასი (2003), მათ შორის 83% ჰოლანდიელები, 11% ფლანდრიელები.
ენები – ნიდერლანდული, ფრიზული.
რელიგია – კათოლიციზმი – 40%, პროტესტანტიზმი – 40%.
ქალაქები (ათ.) – ამსტერდამი (738), როტერდამი (600), ჰააგა (მთავრობის რეზიდენცია – 466), უტრეხტი (264), ეინდჰოვენი (206), ტილბურგი (200).

ეკონომიკა

ნიდერლანდები მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (403 მლრდ $) მსოფლიოში მე-12 ადგილი უკავია.
ე.ე.პ. სტრუქტურა (%) – სოფლის მეურნეობა – 3, მრეწველობა – 28, მომსახურება – 68;
ე.ე.პ. (1 სულზე) – 25.830 $.
ექსპორტი – რძის პროდუქტები, ყვავილები, ბოსტნეული, ელექტრომოწყობილობანი.
უდიდესი კომპანიები – ჰაინეკენი, ფილიპსი, შელ-ოილი, კლმ, იუნილევერი.
ბიუჯეტი – 134,000 მლნ $. ვალუტა – ევრო (EUR); 2002 წლამდე ჰოლანდიური გულდენი.

მეცხოველეობა სასოფლო ბიზნესის ღირებულების 70 % იძლევა. საქვეყნოდა ცნობილი აქაური რძის ნაწარმი. ქვეყანაში 4 მლნ სული მსხვილფეხა რქოსანი საქონელია. ფრისლანდია ქვეყნის ყვერლაზე ,,სარძევე პროვინციაა”

მეყვავილეობა ნიდერლანდების ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი დარგია…ტიტა ჰოლანდიელების ეროვნული სიამაყეა, რომელიც მოჰყავთ XVI საუკუნიდან. დღეს აქ მოჰყავთ 6 ათსზე მეტი სახეობის ტიტა.

როტერდამის ნავსადგური, რომელიც ევროაეროპორტის სახელითაა ცნობილი, ევროპის უდიდესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავსადგურია.

ჰააგა ქვეყნის დედაქალაქი არ არის, მაგრამ აქ მდებარეობს სახელმწიფოს მეთაურის, ქვეყნის პარლამენტისა და პრემიერის, პარტიათა რეზიდენციები.

ისტორია

ნიდერლანდის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა. აქ აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ფრაგმენტები ასი ათასი წლით თარიღდება. აქ მცხოვრები ადამიანები ძირითადად ნადირობით და შემგროვლებლური საქმეებით იყვნენ დაკავებულები. ამ ტერიტორიაზე ადამინის ფართოდ დასახლება უკვე პალეოლითის ხანიდან იწყება. 8000 წლისათვის, მეზოლითის და რკინის ხანაში ნიდერლანდის ტერიტორიაზე ადმიანები უკვე ფართოდ იყვნენ დასახლებულნი.

ნიდერლანდის ტერიტორიაზე რომაელთა მისვლის დროს, აქ ძირითადად გერმანული ტომები ცხოვრობდა, რომლებიც აქ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 600 წლისთვის დასახლდნენ. კელტური ტომის წარმომადგენლები ძირითადად ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდნენ. რომის იმპერიამ ნიდერლანდი შეუერთა ქვემო გერმანიის პროვინციას.

შუა საუკუნეებში ნიდერლანდი გაერთიანებული იყო საღვთო რომის იმპერიაში. ამ ტერიტორიას XVI საუკუნემდე ჰაბსბურგების დინასტია მართავდა. შემდგომ ქვეყანაში გავრცელდა კალვინიზმი, რამაც სახელმწიფოში განხეთქილება გამოიწვია. 1555 წელს დადებული აუგსბურგის ზავით, ეს ტერიტორია, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს ერგო. 1566 წელს ნიდერლანდში დაიწყო ანტიკათოლიკური აჯანყება. ფილიპე II-ს სურდა ნიდერლანდის ტერიტორიაზე გაეძლიერებინა თავისი გავლენა და აღმოეფხვრა, პროტესტანტული რელიგიის გავრცელება. ესპანეთის წინააღმდეგ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა უილიამ I ორანელი. 1581 წლის 26 ივლისს გამოცხადდა ნიდერლანდის დამოუკიდებლობა, ამას მოჰყვა დამოუკიდებლობისთვის ომი (1568-1648), რომელიც ისტორიაში ნიდერლანდის რევოლუციის სახელით შევიდა. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო “ოქროს ხანა” ნიდერლანდის ისტორიაში, აღმავლობის გზაზე დადგა ქვეყნის ეკონომიკა, კულტურა. XVII საუკუნის განმავლობაში ეს ქვეყანა ჩამოყალიბდა როგორც, უდიდესი საზღვაო სახელმწიფო, რომელსაც მრავალი კოლონია გააჩნდა.

XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთმა მოახდინა ნიდერლანდის ოკუპაცია, თუმცა ნაპოლეონის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ნიდერლანდმა კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა. 1830 წელს ბელგია გამოეყო ნიდერლანდს და მან თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა, 1890 წელს კი მოხდა ლუქსემბურგის გამოყოფა. 1848 წელს ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიული სახელმწიფო გახდა.

პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ნიდერლანდი ნეიტრალური სახელმწიფო იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელდა ამ სახელმწიფოს ოკუპაცია. დაბომბვების შედეგად თითქმის მთლიანდა დაინგრა ქალაქი როტერდამი. ომის შემდეგ დაიწყო ქვეყნის აღდგენის პროცესი. ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მარშალის გეგმამ. ომის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა ჰოლანდიის ყოფილმა კოლონიებმა ინდონეზიამ და სურინამმა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახელმწიფოში ცხოვრების დონე.

ზღვასთან ბრძოლა ჰოლანდიელი ხალხის ისტორიაა. ბოლო პერიოდში 1953 წელს ზღვის უდიდესი შემოტევა იყო.წყლის ქვეშ აღმოჩნდა სამხრეთ-დასავლეთ ჰოლანდიაში მდებარე კუნძულის დიდი ნაწილი. დაიღუპა 1835 კაცი.ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა მძლავრი დამბების მშენებლობის აუცილებლობა. 1986 წელს კომპლექს ,,დელტას” მშენებლობის დასრულებით ზღვასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პრობლემები გადაიჭრა.

1957 წელს ნიდერლანი გახდა ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო.
მემკვიდრეობა
ამსტერდამი: ძველი ქალაქი, ეკლესიები: უდე-კერკი (XIV ს.), ნეუვე-კერკი (XV ს.), აუდე-კერკი (XVI ს.), სამეფო სასახლე (XVI ს.), რატუშა (XVIII ს.);
გრონინგენი: ეკლესია აა (XIII ს.);
მაასტრიხტი: ეკლესია ონზე (XI ს.), „ჯოჯოხეთის ჭიშკარი“ (XIII ს.);
მიდელბურგი: რატუშა (XV ს.);
ბრედა: ტაძარი (XV ს.), ციხე-სიმაგრე (XIV ს.).
ცნობილი ჰოლანდიელები
მომღერალი: სიმონე სიმონსი
მოგზაურები: ვილემ ბარენცი, აბელ ტასმანი
ფილოსოფოსები: ბარუხ სპინოზა, ერაზმ როტერდამელი
მხატვრები: ვინსენტ ვან გოგი, ფრანს ჰალსი, რემბრანდტ ვან რეინი, იან ვერმეერი
მეცნიერები: კრისტიან ჰიუგენსი, ანტონი ვან ლევენჰუკი, თომას სტილტიესი, ჰენრიკ ლორენცი
სპორტსმენები: მაქს ეივე, იან ტიმანი, იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი
ანა ფრანკი, მატა ხარი, პიტერ სტუივეზანტი

ამსტერდამი
ამსტერდამი — ნიდერლანდის უდიდესი და უმთავრესი ქალაქი, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2008 წლის 1 იანრვის მონაცემებით, 747,290 ათასი ადამიანია. სახელი ამსტელ დამი-დან Amstel dam მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამი მდინარე ამსტელზე. ქალაქი 12-ე საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფლის სახით დასახლდა. დიდებას კი ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია სავაჭრო საქმეში თავისი ინოვაციური მიღწევების წყალობით. ამ დროიდან მოყოლებული ამსტერდამი ფინანსურ და ბრილიანტების წამყვან ცენტრად გადაიქცა. 19- 20-ე საუკუნის მიჯნაზე ქალაქი გაფართოვდა და ახალი უბნენი შეიმატა. ამსტერდამი ნიდერლანდის ფინანსური და კულტურული ცენტრია. უამრავ ჰოლანდიურ კომპანიას და მსოფლიოს მოწინავე 500 კომპანიიდან 7-ს ქალაქში სათაო ოფისები აქვს განთავსებული, მათ შორის, Philips და ING. ამსტერდამის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრშია განლაგებული.

ქალაქი 1275 წელს დაარსდა იმ დამბის წყალობით, რომელიც რაიონს წყალდიდობის დროს იცავდა.15-ე საუკუნეში ამსტერდამი ნიდერლანდების უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი გახდა. 80-წლიანი ომის შემდეგ,1585 წელს ამსტერდამის უმთავრესი კონკურენტი პორტი ანტვერპენი ესპანელების ხელში გადავიდა , რამაც ანტვერპენელი ვაჭრებისა და ხელოსნების დიდი ნაწილის იმიგრაცია გამოიწვია, ასევე ებრაელებისაც, რომელთაც ესპანურ ინკვიზიციას ამსტერდამში გაასწრეს.

არსებობს ლეგენდა, რომელიც მოგვითხრობს, რომ ორი მეთევზე ქალიშხალს ძლივს გადაურჩა და
ზღვამ ისინი სწორედ იმ ჭაობიან ადგილზე გამორიყა, სადაც მდინარე ამსტელი ზღვაში ჩაედინებოდა.
მათ ამ მდინარის ხეობაში პირველი დასახლება დააარსეს და ააგეს დამბა, რათა თავიანთი სახლები
წყალუცვი მდინარისა და ზღვის შემოტევისაგან დაეცვათ. ცნობილია, რომ XII ს-ში ამ ადგილას უკვე
მეთევზეთა საკმაოდ დიდი დასახლება არსებობდა. დროთა განმავლობაში კი ამსტერდამი დიდ
ქალაქად იქცა. XV ს-ში ის უკვე ნიდერლანდების დიდი სავაჭრო ქალაქია.

ამსტერდამში ყველგან და ყველაფერში თვისუფლება ბატონობს. ერთის მხრივ ამსტერდამი ტიტების, უამრავი არხების, წისქვილებისა და დიდი ტრადიციის მქონე ხის ფეხსაცმლის ანუ კლომპის სამყაროა. ამსტერდამი ყველაზე მეტად ცნობილია ტოლერანტობით ნებისმიერი ტაბუს მიმართ. აქ ტაბუ არ არსებობს. ისინი ფიქრობენ რომ ხალხმა თავად უნდა გააკეთოს მორალური არჩევანი. ამიტომაც დაშვებულია მარიხუანას მოხმარება, ტატუ სალონები, სექს მაღაზიები და სხვა უამრავი დაწესებულება, რომელთაც სხვაგან გაცილებით იშვიათად შეხვდებით. აქ კი ეს ყველაფერი ყოველდღიურობის ნაწილია.

ნიდერლანდები უამრავი ცნობილი შემოქმედის სამშობლოცაა. აქ დაიბადნენ გამოჩენილი მწერლი ერაზმ როტერდამელი, ფილოსოფოსის სპინოზა, უდიდესი მხატვრები – რემბრანტი, ბოსხი, იან ვან ეიკი, ვან დერ ვაიდენი და ჰალსი. ასე რომ, ამ ქვეყანაში კულტურის მოყვარულებსაც დიდი შთაბეჭდილებები ელით.

აუცილებლად ეწვიეთ ცნიბილი ფერმწერის ვან გოგის მუზეუმს და ასევე მუზეუმ რიჟკს, სადაც რემბრანტის ორიგინალებია დაცული. დაგვერწმუნეთ, ცნობილი ფერწერული ტილოების ორიგინალის ნახვით მიღებული შთაბეჭდილებები წარუშლელი იქნება.

გამორჩეული და თვითმყოფადი არქიტეტქურის ქალაქი ტურისტებს მრავალ სანახაობას სთავაზობს. ამსტერდამში შეგიძლიათ მოინახულოთ სამეფო სასახლე, ეროვნული მუზეუმი, სკინის ისტორიული ხიდი, ანნე ფრანკის სახლი, სადაც დაცულია ანე ფრანკის დღიური. ამ სახლში ნათლად იგრძნობთ რა გამოირეს ებრაელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს. ყველაზე მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებმა კი მოინახულეთ წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები. ასევე სექსის მუზეუმი (მსოფლიოს პირველი და უძველესი სექსის მუზეუმი), რომელიც მე-17 საუკუნიდან დღემდე შეგროვებულ ექსპონატებს მოიცავს, რაც თავად მუზეუმის მფლობელებმა შეაგროვეს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ამსტერდამში 4.მლნ ზე მეტი ტურისტი ჩადის.

ამსტერდამში მოგზაურობისას კარგია თუ ნავით გაისეირნებთ. ასე თქვენ ლამაზი ფოტოების გადაღებას შეძლებთ. სანაოსო მარშრუტით მე-17 საუკუნეში აგებული სახლებისა და ეკლესიების მონახულებას შეძლებთ. ასევე აუცილებლად ესტუმრეთ მსოფლიოში ცნობილ ალმასების ქარხანას და თქვენი თვალით ნახეთ ალმასის დამუშავებისა და მისი ბრილიანტად ქცევის პროცესი. თან აქ გემრილი ღვინის დეგუსტაციაც გელით.

ამსტერდამში შესაძლებლობა გაქვთ მადამ ტუსოს ცვილის ქნადაკებების მუზეუმს ესტუმროთ და სურათები გადაიღოთ. მერე რა, რომ აქ თქვენი საყვარელი მომღერლებისა და მსახიობების მხოლოდ ცვილის ასლები დაგხვდებათ. დაგვერწმუნეთ, ფოტოები მაინც შთამბეჭდავი იქნება და სახლში დაბრუნებული აუცილებლად იამაყებთ.

თუ ცოტა რომანტიკოსიც ხართ და გსურთ ამსტერდამის მთელი ხიბლი შეიგრძნოთ ქალაქის გარეუბანში სათევზაო ხის სახლები მოინახულეთ. აქ ნათლად შეიგრძნობთ ჰოლანდიური სოფლის სურნელს – ახლადდაჭერილი თევზისა და ჰოლანდიური ყველის არომატულ ნაზავს.

ამბობენ რომ ამსტერდამს აქვს გაცილებით მეტი არხი ვიდრე ვენეციას, ამსტერდამს აქვს გაცილებით მეტი კაფე ვიდრე ვენას და ამსტერდამს აქვს გაცილებით მეტი ხიდი ვიდრე პარიზს. ამიტომაც უნდა მოინახულოთ და აღმოაჩინოთ ამ ულამაზესი ქალაქის საიდუმლოებები.

მდინარე ამსტელი ქალაქის ცენტრში მიედინება და მას არხებით ქსელავს, ამიტომაც ამსტერდამს
”ჩრდილოეთ ვენეციას” უწოდებენ. არხებზე ულამაზესი ხიდებია გადებული, ხოლო არხების
გასწვრივ ჩამწკრივებულია უშვენიერესი სახლები, რომელთა ფასადები ამსტელის წყლებში
ირეკლება.
არსებობს ასეთი გამოთქმა — ტიპიური ჰოლანდიური სახლი. დიახ, ამსტერდამში სწორედ
ასეთ სახლებს შეხვდებით. ესაა მაღალი სახლები, რომელთა ვიწრო ფასადებზე ბევრი ფანჯარაა
გაჭრილი. ფანჯრებს გარედან ხის დარაბები აქვთ, თუმცა ამ სახლების ბინადარნი პრაქტიკულად არ
ხურავენ მათ. თითქოს მაცხოვრებლებს სურთ, დარაბებზე არეკლილი მზის შუქი თავიანთ ბინებში
”შეიტყუონ”.ჰოლანდიური სახლების ზედა ნაწილი კიბისებურად ვიწროვდება. ეს ნაწილი ხშირად შემკულია
რელიეფებით, ორნამენტებით, ქანდაკებებით. ჰოლანდიელებს ძალიან უყვართ ყვავილები. ისინი
თავიანთი სახლების ფასადებზე ფანჯრის რაფებზე ხშირად ბაღნარს აშენებენ.

ამსტერდამის დევიზი, დროშა და გერბი

ამსტერდამის დევიზია : ”ღირსება, სიმამაცე, თანაგრძნობა”. ეს სამი სიტყვა II მსოფლიო
ომში ქალაქის მცხოვრებთა მიერ გამოჩენილი სიმამაცისა და სიმტკიცის აღსანიშნავად ამსტერდამის
დევიზად დაადგინეს ჰოლანდიელებმა. ამსტერდამის დროშასა და გერბზე გამოსახულია X-ის
ფორმის სამი ჯვარი, რომლებიც სიმბოლურად სწორედ ღირსებას, სიმამაცესა და თანაგრძნობას
განასახიერებს.

ჰოლანდია ცნობილია ქარის წისქვილებით. მათ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გამოიყენეს ქარის ძალა,
ააგეს კოშკურები, რომლებზეც უზარმაზარი ფრთები დაამაგრეს. ამ ფრთებს ქარი ამოძრავებდა და
ამით მიღებული ენერგიით იფქვებოდა ხორბალი, იხერხებოდა შეშა, ამ გზით ქაჩავდნენ წყალს,
დღვებდნენ კარაქს და სხვ. ამსტერდამის ქარის წისქვილების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ
1307 წლის დოკუმენტებში ვხვდებით. ცნობილია, რომ XVIII ს-ში ამსტერდამში 140 ქარის
წისქვილი იყო. ამჟამად კი შემოგარენში მხოლოდ რამდენიმე ძველი ქარის წისქვილია
შემორჩენილი.

ამამსტერდამი ცნობილია არხებით (165 არხი) და ველოსიპედებით (575 000 ველოსიპედი)

ამსტერდამის უნივერსიტეტი

(ნიდერლ. Universiteit van Amsterdam) მდებარეობს ნიდერლანდის დედაქალაქის ამსტერდამის შუაგულში. უნივერსიტეტს ამ დროისთვის ჰყავს 28,000 სტუდენტზე მეტი და დაახლოებით 5,000 თანამშრომელი. ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიუჯეტი შეადგენს 487 მილიონ ევროს. უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი: ჰუმანიტარული მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის, სამართლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინისა და სტომატოლოგიის. უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლების ინტერნაციონალიზაციით. კერძოდ, იგი საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს სთავაზობს 85-ზე მეტ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას.

P.S. ერთ-ერთი ბლოგერის პოსტიდან (tamara) ძალიან საინტერესო ტრადიციის შესახებ გავიგე, რომელიც ჰოლანდიელებს გააჩნათ…აი, ისიც ,,რამდენიმე დღის წინ, უნივერსიტეტიდან სახლში რომ მოვდიოდი, ფანჯრებზე მიმაგრებული დროშის ტარზე მოკონწიალე ორი ზურგჩანთა შევნიშნე. ვიფიქრე, გარეცხეს და აშრობენ-მეთქი, მაგრამ ორი დღის შემდეგ რომ გავიარე და რამდენიმე ზურგჩანთა სხვა სახლებზეც დავთვალე, დავინტერესდი, რა ხდებოდა. თურმე, ნუ იტყვით და ეს იმის აღსანიშნავად ხდება, რომ ამ ოჯახის ახალგაზრდა წევრმა წარმატებით ჩააბარა ყველა გამოცდა, ამიტომ ზურგჩანთა, რომლითაც წიგნებს ატარებდა უნივერსიტეტში, აღარ სჭირდება და მას ყველას დასანახად ჰკიდებს დროშის ტარზე. ეს ნიშნავს, რომ ის ამაყობს თავისი წარმატებით და მეზობლებს შეუძლიათ, მიულოცონ კიდეც.”
თუ კიდევ ვინმემ რამე იცით კომენტარებში დაწერეთ გადა-update-ება მეზარება:)

Tagged , , , , , ,

გერმანია

გერმანია, ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გერმ. Bundesrepublik Deutschland) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვა, დანია და ბალტიის ზღვა, აღმოსავლეთით — პოლონეთი და ჩეხეთი, სამხრეთით — ავსტრია და შვეიცარია, ხოლო დასავლეთით — საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357021 კმ². 2008 წლის მონაცეემბით, ქვეყნის მოსახლეობა 82 060 000 კაცია.

სახელწოდება

ოფიციალური: ქართულად — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; გერმანულად — Die Bundesrepublik Deutschland.
ეტიმოლოგია — ლათინურად — Germania, მომდინარეობს Ger, Germani, Germanus-დან, რაც გალების კელტური ტომის ენაზე „მეზობელს“ ან „ძმას“ უნდა ნიშნავდეს. გერმანულად – Deutschland, ეს სახელი უკავშირდება ძველ გერმანულ სატომო სახელს — Diutisce-ს. ფრანგულად — Allemagne, ალემანებიც ერთ-ერთი გერმანული სატომო სახელია, alle man „ყველა ადამიანს“ ნიშნავს. სლავურ ენებზე — Niemcy, Nemecko, მომდინარეობს სიტყვა „მუნჯისაგან“ ანუ მეტაფორულად გულისხმობს მათ, ვისაც „ჩვენი ენა არ ესმის“.
ქვეყნის კოდი — DE

გეოგრაფია

გერმანია ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომლის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არაერთხელ შეიცვალა გასულ საუკუნეში.

რელიეფში მკვეთრად არჩევენ სამ საფეხურს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თანდათან მაღლდება. უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიცე, ქვეყნის სამხრეთში. ენერგეტიკული რესურსებით ქვეყანა შედარებით ღარიბია, მართალია, იგი მდიდარია ქვანახშირით, მაგრამ ღარიბია ნავთობითა და გაზით. მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსები. კლიმატი ძირითადად ოკეანურია. ძლიერია ატლანტის ოკეანის გავლენა. ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის არაერთი მნიშვნელოვანი მდინარე გაედინება. მდ. რაინი ქვეყნის „მთავარი სამრეწველო ქუჩაა“. ბოდენის ტბას იგი მის ორ სამხრეთელ მოზობელთან იყოფს. ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი სამრეწველო რაიონებში, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებია.

მოსაზღვრე ქვეყნებია: დანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდი.
ფართობი — 357 021 კმ². საზღვრები: საზღვაო — 892 კმ; სახმელეთო — 3 767 კმ.
ბუნება: გეოგრაფიული რაიონები — ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობი, ცენტრალური გერმანიის ზეგანი მრავალრიცხოვანი მდინარეებით, სამხრეთ გერმანიის ნაყოფიერი დაბლობები, ბავარიის ალპები.
მთის სისტემები — ბავარიის ალპები, ჰარცი, ერცგებირგე, ტაუნუსი.
უმაღლესი მწვერვალები (მ) — ცუგშპიცე 2.962, ჰოხვანერი 2 746;
მთავარი მდინარეები (კმ) — რაინი 865 (სულ 1 320), ელბა 700 (სულ 1 165), დუნაი 647 (სულ 2 858), მაინი 524;
მთავარი ტბები (კმ²) — ბოდენის ტბა 305 (სულ 571), მიურიცი 110, კიმზეე 80;
მთავარი კუნძულები (კმ²) — რიუგენი 930, უზედომი 373 (სულ 445), ფემარნი 185; კლიმატი — ატლანტიკური.
ბუნებრივი რესურსები — რკინის მადანი, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე, ურანი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, მარილი, ნიკელი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
სატელეფონო კოდი +49

კლიმატი

გერმანიის კლიმატი ზომიერია. ჩრდილოეთით ზღვიური ჰავაა გაბატონებული, დანარჩენ ტერიტორიაზე ზღვიურიდან კონტინენტურზე გარდამავალი. ჩრდილო-აღმოსავლეთით შესამჩნევია ატლანტიკის ოკეანის გავლენა, სამხრეთ-აღმოსავლეთით იზრდება კონტინენტური ჰავა. სიცივე ძირითადად აღინიშნება მაღალ სიმაღლეზე, მთებში, სამხრეთ საზღვარზე(-6 °C) . რაინის ხეობაში მდელოები და ველები ზამთარშიც მწვანეა. იქ თოვლი იშვიათად მოდის და ისიც მალე დნება. ივლისი ყველაზე ცხელი თვეა. ამ თვის საშუალო ტემპერატურა 16 °C-დან 20 °C-მდე მერყეობს.

ვაკე ადგილებში ყოველწლიურად მოდის 500-600 მმ ნალექი, მთებში 900, 1100 მმ.

ყველაზე მშრალი ამინდი იცის მარტში, ყველაზე წვიმიანი — ივლისში. რაც შეეხება მზიანი დღეების რაოდენობას, იგი დეკემბერში დღეში საშუალოდ 1,1 სთ-ია, ივნისში 8,1 სთ.

შიდა წყლები

მდინარეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანელებისთვის. ისინი ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის აქტიურად გამოიყენება. გერმანიის ძირითადი მდინარეებია: რაინი, ელბა, მაინი, დუნაი. მდინარეების უმეტესობა სანაოსნოა. სატრანსპორტო შესაძლებლობები მდინარეებზე გაიზარდა არხების მშენებლობის ხარჯზე. ყველა დიდი მდინარე მოედინება სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთით, რომლებიც შიდა რაიონებს ზღვასთან აკავშირებენ. გამონაკლისია დუნაი, ის სათავეს იღებს შვარცვალდის მასივში, მიედინება აღმოსავლეთით და ჩაედინება შავ ზღვაში. დუნაი და რაინი განსაკუთრებით წყალუხვია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც დნება თოვლი და მყინვარები. წყალგამყოფები მდინარეებს შორის მაღალი არ არის, რაც იმის საშუალებას იძლევა რომ მდინარეები არხების საშუალებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

სახელმწიფო

სასახლე ბელვიუ – პრეზიდენტის რეზიდენცია

გერმანია ფედერაციული მმართველოს ქვეყანაა, სადაც მოქმედებს 1949 წელს მიღებული კონსტიტუცია. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს, ბუდესტაგს, ირჩევენ ოთხი წლის ვადით და შედგება 496 დეპუტატისაგან. პარლამენტში შეიძლება არჩეულ იქნეს 21 წელს მიღწეული მოქალაქე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი აქვს 18 წლის მოქალააქეს. საკანონმდებლო სისტემაში მნიშვნელოვანია ასევე ბუნდესრატის როლი, სადაც შედიან მიწების მთავრობათა წევრები. მთავრობას მეთაურობს კანცლერი. გერმანია მრავალპარტიული ქვეყანაა.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. პრეზიდენს, კონსტიტუციის თანახმად, ირჩევენ 5 წლის ვადით ფედერალურ კრებაზე. ერთი და იმავე კანდიდანტურის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ 2-ჯერ.
სიმბოლოები – ჰიმნი: Das Lied der Deutschen.
პოლიტიკური სისტემა — ფედერაციული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური — ფედერალური პრეზიდენტი.
მთავრობის მეთაური — ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი.
საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება ბუნდესტაგისა (614 წევრი) და ბუნდესრატისაგან (69 წევრი).
პარტიები — სოციალ-დემოკრატიული პარტია (თავმ. ზიგმარ გაბრიელი, 591 ათასი წევრი), ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი (ანგელა მერკელი, 574 ათასი წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

გერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მხარედ (Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი — დასავლეთ გერმანიაში. გერმანიის მხარეებია(ფრჩხილებში დედაქალაქები):ბადენ-ვიურტემბერგი (შტუტგარტი)
ბავარია (მიუნხენი)
ბერლინი (მხარე) (ბერლინი)
ბრანდენბურგი (პოტსდამი)
ბრემენი (ბრემენი)
თიურინგია (ერფურტი)
მეკლენბურგ-წინა პომერანია (შვერინი)
რაინლანდ-პფალცი (მაინცი) ზაარლანდი (ზაარბრიუკენი)
საქსონია (დრეზდენი)
საქსონია-ანჰალტი (მაგდებურგი)
შლეზვიგ-ჰოლშტაინი (კილი)
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია (დიუსელდორფი)
ქვემო საქსონია (ჰანოვერი)
ჰამბურგი (ჰამბურგი)
ჰესენი (ვისბადენი)

დემოგრაფია

მოსახლეობის რაოდენობით გერმანია მეორე ქვეყანაა ევროპაში და პირველი – ევროკავშირში. ბუნებრივი ნამატი დაბალია, მნიშვნელოვანია საგარეო მიგრაციის როლი. აქ თითქმის 8 მლნ უცხოელი ცხოვრობს. სიმჭიდროვე და ურბანიზაცია ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. მოსახლეობის თითქმის 89% ცხოვრობს ქალაქებში. „რურშტადტი“ მაღალურბანიზებული რეგიონია 10-11 მლნ მცხოვრებით.
მოსახლეობა — 81,757,600 მლნ (2010), მათ შორის 91,5% გერმანელები, 2,4% თურქები. ქვეყანაში 5 მილიონი უცხოელი მუშაა, მათგან 1,6 მილიონი თურქია, დანარჩენი — იუგოსლავები, იტალიელები, ბერძნები.
ენა — გერმანული.
რელიგია (2004:) — კათოლიციზმი (31,7%), პროტესტანტიზმი (31,3%).
დიდი ქალაქები (ათასი მცხ.): ბერლინი (3.274), ჰამბურგი (1.686), მიუნხენი (1.185), კელნი (965), ესენი (589), მაინის ფრანკფურტი (648), დორტმუნდი (588), შტუტგარტი (591), დიუსელდორფი (570), ბრემენი (528), ჰანოვერი (516), დუისბურგი (513), ნიურნბერგი (486), ლაიფციგი (486), დრეზდენი (473).

ეკონომიკა

ფრანკფურტი – გერმანიის ფინანსური ცენტრი

ეკონომიკური პოტენციალით გერმანია უძლიერესი ქვეყანაა ევროპაში, და არამარტო ევროპაში. „დიდი რვიანის“ ქვეყნებს შორის, იგი მხოლოდ აშშ-სა და იაპონიას ჩამორჩება. მომსახურების სფეროს უდიდესი დარგებია ტრანსპორტი და საბანკო-საფინანსო საქმე. ენერტიკა ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე შემოტანილ ნედლეულზე. მანქანათმშენებლობა და ქიმიური ინდუსტრია ქვეყნის მრეწველობის წამყვანი დარგებია. მანქანათმშენებლობის წამყვანი სფეროა საავტომობილირო ინდუსტრია, დარგის სიძლიერით მას კონკურენტი არა ჰყავს ევროპაში. პირველობით გამოირჩევა ქიმიური ინდუსტრიაც. „ბასცი“ და „ბაიერი“ ქიმიური გიგანტები არიან. აგრობიზნესი უმსვილესია მეზობელი საფრანგეთის ანალოგიური დარგის შემდეგ ევროკავშირში.

გერმანია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, მშპ-ს მოცულობით (2.321 ტრილიონი $) მსოფლიოში მე-3 ადგილი უკავია აშშ-სა და იაპონიის შემდეგ.
მშპ-ს სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 1, მრეწველობა — 32, მომსახურება — 67;
ე.ე.პ. (1 სულზე) — 28.280 $.
ექსპორტი — ჩარხები (უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში), ავტომობილები, სატრანსპორტო საშუალებები, ელექტრონიკა, სამრეწველო საქონელი, საფეიქრო ნაწარმი, ქიმიკატები, რკინა, ქვანახშირი, პლასტმასა.
ბიუჯეტი — 802,000 მლდ $.
ვალუტა — ევრო (EUR); 2002 წლამდე გერმანული მარკა.
უდიდესი კომპანიები — დაიმლერ-მერსედეს-ბენცი, ფოლკსვაგენი, აუდი, BMW, პორშე, ოპელი, ზიმენსი, ალიანცი, ადიდასი, აგფა, ბასფ, ლუფტჰანზა,
უდიდესი ბანკები — დოიჩე ბანკი, კომერცბანკი, ბაიერიშე ფერაინსბანკი.

ტურიზმი

მართალია, ტურისტული თვალსაზრისით ევროპის დიდ ოთხეულთან შედარებით (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო) გერმანია მსხვილი ევროპული ქვეყანა არ არის, მაგრამ ეკონომიკის ეს დარგი ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპით ვითარდება. ქვეყანაში ყოველწლიურად ჩამოდის 20-22 მლნ ტურისტი, ძირითადად ნიდერლანდებიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან. უმნიშვნელოვანისი ტურისტული ადგილებია: ბერლინი, მიუნხენი, კელნი, ბალტიის ზღვის სანაპირო, ჰამბურგი.

ისტორია
გერმანიის იმპერია

გერმანია 1919-1937 წლებში

გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წელს გაყოფილ იქნა 4 საოკუპაციო ზონად. 1949 წელს ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ზონებისაგან — შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბჭოთა ზონისაგან — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1961 წელს აღიმართა ბერლინის კედელი. ეროვნული საზღვრები გახსნილ იქნა 1989 წელს, ოფიციალურად გერმანიის გაერთიანება გამოცხადდა 1990 წლის ოქტომბერში. გაერთიანებული გერმანიის პირველ კანცლერად აირჩიეს ჰელმუტ კოლი.

მემკვიდრეობა

ბრანდენბურგის კარიბჭე
ბერლინი — პრუსიის კულტურული საგანძურის მუზეუმი, პერგამონის და ბოდეს მუზეუმები, შარლოტენბურგის სასახლე, სან-სუსის სასახლე და პარკი (XVII ს.), ბრანდენბურგის კარიბჭე და არსენალი (XVIII ს.), წმ. ნიკოლოზის ტაძარი (XIV ს.), რაიხსტაგის შენობა, მსოფლიოში უდიდესი ზოოპარკი;
ლაიფციგი — ციხე-სიმაგრე (XIII ს.), რატუშა (XVII ს.), კოშკი «ხალხთა ბრძოლა» (XIX ს.);
დრეზდენი — ცვინგერის სასახლე სურათების გალერეით და იარაღის მუზეუმით;
კელნი — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გოთური ტაძარი (XIII — XIX სს.);
ბონი — ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმი;
ვაიმარი — ციხე-სიმაგრე (XII ს.), გოეთეს სახლ-მუზეუმი;
აახენის კათედრალური ტაძარი, პოტსდამისა და ბერლინის სასახლეები და პარკები, ქალაქი ბამბერგი, მაულბრონის სამონასტრო კომპლექსი, შვარცვალდის მთები;
გერმანული ეპოსი — სიმღერა ნიბელუნგებზე და გუდრუნი (XIII ს.).

Tagged , , , , , , , , , , ,

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ან გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს – ირლანდია. სახმელეთო საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანით, ჩრდილოეთის ზღვით, ლა-მანშის სრუტითა და ირლანდიის ზღვით. ქვეყანა საფრანგეთს უკავშირდება ევროგვირაბით.

სახელწოდება

ოფიციალური: ქართულად — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ინგლისურად – UK; United Kingdom; United Kingdom of Great Britain and Northern Ireland.
ეტიმოლოგია — დიდი ბრიტანეთი (Great Britain) კუნძულებს ჰქვია. სახელი ბრიტების ტომისაგან მომდინარეობს. ეთნონიმის მნიშვნელობაა „დახატული“, რაც კუნძულების უძველეს მცხოვრებთა სხეულის მოხატვის (ტატუირების) ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს. ასევე შესაძლებელია სახელი აიხსნას კელტური ქალღმერთის — ბრიგიდის სახელის მიხედვით.
ქვეყნის კოდი — GB.

გეოგრაფია და ბუნება

გაერთიანებული სამეფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს – ირლანდია. XX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანია. ევროკავშირის მასშტაბით სამეფო ენერგეტიკული რესირსებით უმდიდრესი ქვეყანაა. გამოირჩევა წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელი, კლიმატი ძირითადად ყალიბდება ატლანტის ოკეანის გავლენით. დასავლეთი რაიონები ტენიანობით გამოირჩევა. უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. მოქმედებს 15 ეროვნული პარკი. ბენ-ნევისი 1343 მ. სიმაღლით სამეფოს უმაღლესი მწვერვალია.

გაერთიანებული სამეფოს ფართობი დაახლ. 245,000 კვ. კმ-ია. იგი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვაშ შორის და გამოყოფილია საფრანგეთისაგან ლა-მანშის სრუტით.
ფართობი — 244.013 კვ.კმ. საზღვრები: მთლიანი — 8.257 კმ; ინგლისი და უელსი — 3.880 კმ; შოტლანდია — 4.023 კმ; ჩრდილოეთი ირლანდია — 354 კმ. გეოგრაფიული რაიონები — შოტლანდიისა და ანტრიმის მაღლობები, ტბათა რაიონი, ლეინის და გოუერის ნახევარკუნძულები.
ბუნება: მთათა სისტემები — ბრეკონ-ბიკონსი, კამბრიის მთები, გრამპიანი, პენინები. უმაღლესი მწვერვალი — ბენ-ნევისი 1.343 მ; მთ. მდინარეები (კმ) — ბანი, დიი, ერნი, სევერნი, თემზა 338; უდ. ტბა (კვ.კმ) — ლოხ-ნესი 396; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) — დიდი ბრიტანეთი 229.885, ირლანდია 14.120 (სულ 84.420), ჰებრიდის კუნძულები 7.283, შეტლანდის კუნძულები 1.433, ორკნის კუნძულები 976; კლიმატი — ოკეანური, ზომიერი.
ბუნებრივი რესურსები — ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, კალა, კირქვა, რკინის მადანი, მარილი, თიხა, ცარცი, თაბაშირი, ტყვია, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

სახელმწიფო წყობა

სიმბოლოები: ჰიმნი — God Save the King (Queen); სამეფო დევიზი – Dieu et mon droit.
პოლიტიკური სისტემა — უნიტარული სახელმწიფო, საპარლამენტო მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური — ბრიტანეთში მეფობენ უინძორთა დინასტიის წარმომადგენლები. მე-20 საუკუნის მონარქები: ედუარდ VII (1901-10), ჯორჯ V (1910-36), ედუარდ VIII (1936), ჯორჯ V (1936-52), დედოფალი ელისაბედ II (ELIZABETH II, რიგით მე-40 ბრიტანელი მონარქი, ტახტზეა1952 წლიდან).
მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი დეივიდ კამერონი (2010).
საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი: ლორდთა პალატა (738 წევრი) და თემთა პალატა (646 წევრი).
პარტიები — კონსერვატიული პარტია (ლიდერი დ. კამერონი, დაარს. მე-17 საუკუნის ბოლოს), ლეიბორისტული პარტია, ლიდერი გორდონ ბრაუნი, დაარს. 1890, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია (ლიდერი ნიკ კლეგი). მთავრობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, 2010 წლიდან, დეივიდ კამერონი.

ადმინისტრაციული დაყოფა

გაერთიანებული სამეფო არის ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური გაერთიანება. სამეფო გვირგვინის ქვეშ მყოფი ტერიტორიებია: გერნსი, ჯერსი და მენი, რომელთაც განსაკუთრებული სტატუსი აქვთ.
სამფლობელოები. დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე მცირე სამფლობელო: ანგილია; ბერმუდის კუნძულები; ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები; კაიმანის კუნძულები; ფოლკლენდის კუნძულები; გიბრალტარი; მონსერატი; პიტკერნის კუნძულები; წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია; სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები; ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია; ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები.

დემოგრაფია

61,1 მილიონიანი მოსახლეობით (2009 წლის აღწერით), სამეფო მესამე ქვეყანაა ევროკავშირში. ძირითადი მკვიდრნი არიან ინგლისელები (81,5%), შოტლანდიელები (9,6%), ირლანდიელები (2,4%), უელსელები (1,9%) და ჩრდილოეთ ირლანდიელები (1,8%). აქ ცხოვრობს ასევე 4 მლნ-ზე მეტი უცხოელი, რომლებიც ძირითადად ჩამოვიდნენ თანამეგობრობის ქვეყნებიდან. გაერთიანებული სამეფო ურბანიზაციის სამაგალითო ქვეყანაა. მოსახლეობის 91% ცხოვრობს ქალაქში. მრავალფეროვანია მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა.
ენები — ინგლისური, უელსური (უელსის მოსახლეობის 25%), შოტლანდიური (დაახ. 60,000 შოტლანდიაში).
რელიგია — ანგლიკანიზმი, კათოლიციზმი, პრესვიტერიანიზმი.
ქალაქები (ათ.) — ლონდონი (7.418, აგლომ. — 11.219), გლაზგო (1.099, აგლომ. — 1.361), ბირმინგემი (972, აგლომ. — 3.193), მანჩესტერი (390), ლივერპული (462), ედინბურგი (460, აგლომ. — 664), შეფილდი (418, აგლომ. — 1.102), ლიდსი (417, აგლომ. — 1.493), ბრისტოლი (406, აგლომ. — 614)

ეკონომიკა

ლონდონი არის ევროპის უდიდესი, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრი ნიუ-იორკსა და ჰონგ კონგთან ერთად. მთავარი სტატია : გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა.

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე.წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.[1]

ეკონომიკის უდიდესი დარგია მომსახურების სფერო, რაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საბანკო-საფინანსო ბიზნესი და ტურიზმი. ენერგეტიკული შესაძლებლობებით უძლიერესია ევროკავშირში. ქვეყანა მანქანათმშენებლობის სამშობლოა. სამრეწველო საწარმოები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. შრობის ნაყოფიერება[2] ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. გამოირჩევა ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოტექნიკური ინდუსტრია. მნიშვნელოვანია ასევე ელექტრონიკა და თვითმფრინავთმშენებლობა. აგრობიზნესი ერთი-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში.
ე.ე.პ. სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 2, მრეწველობა — 26, მომსახურება — 72;
ვალუტა — ინგლისური ფუნტი სტერლინგი.
უდიდესი კომპანიები — როიალ დატჩ-შელი, ბრიტიშ პეტროლეუმი, იუნილევერი.
უდიდესი ბანკები — ეიჩ-ეს-ბი-სი ჰოლდინგზი, ბარკლეიზ ბანკი, ნეშენალ უესტმინსტერ ბანკი, ჰალიფაქსი, ლოიდს გრუფი.

ტურიზმი

მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები და ულტრათანამედროვე საკომუნიკაცია საშუალებების გამო, ბრიტანეთი სმფოლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტულია რეგიონია. ყოველწლიურად აქ 28-30 მილიონი ტურისტი ჩამოდის. უდიდესი ტურისტული ცენტრებია: ლონდონი, სტრატფორდი მდ, ეივონზე, უინძირო, ედინბურგი და ა.შ.

ტურისტების უდიდესი ნაწილი ჩამოდის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან და ნიდერლანდებიდან. ბოლო წლებში ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი დარგი გახდა.

ისტორია

XV საუკუნის ბოლოს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ, 1801 წელს გაერთიანდა ბრიტანეთი და ირლანდია. 1918 წელს ჩრდილოეთი ირლანდია ინკორპორირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. 1931 წელს — შეიქმნა ბრიტანეთის თანამეგობრობა, რომელიც 54 ქვეყანას (ყოფილ დომინიონებს და კოლონიებს) აერთიანებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის დაშლა. უკანასკნელ წლებში შოტლანდიისა და უელსის მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა საკუთარი პარლამენტების შექმნას. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილი კი მოითხოვს შეერთებას ირლანდიის რესპუბლიკასთან. ამან გამოიწვია სამეფოს ამ ნაწილში სამოქალაქო ომის დაწყება 1961 წელს. 1994 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა პრობლემის საბოლოო მოწესრიგებამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია. 1993 წელს რატიფიცირებულ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. უკანასკნელ წლებში ბრიტანეთის სახელმწიფო მოწყობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, ედინბურგსა და კარდიფში — შეიქმნა შოტლანდიისა და უელსის ასამბლეები.

მემკვიდრეობა

ბაკინგემის სასახლე გაერთიანებული სამეფოს მონარქის ოფიციალური რეზიდენცია

ბრიტანეთის კულტურული მრავალფეროვნება განპირობებულია როგორც რეგიონალური თავისებურებებით, ასევე ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობით. ბრიტანული ლიტერატურის სახეებია ინგლისელი შექსპირი, შოტლანდიელი რობერტ ბერნსი, უელსელი დილან თომასი, ჩრდილოეთირლანდიელი შეიმან ჰინი. 60-იანი წლებიდან დაწყებული, „ბითლზისა“ და „როლინგ სტოუნზის“ პოპულარობის გამო, ბრიტანეთი ახალგაზრდული კულტურის ავანგარდშია. ღირშესანიშნაობანი:
ლონდონი — ბრიტანეთის მუზეუმი, თაუერის კოშკი, სამეფო ძვირფასეულობა, ვესტმინსტერის სააბატო (ბრიტანელი მონარქების კორონაციის ადგილი), პარლამენტის შენობა, ბიგ-ბენის კოშკი, ბაკინგემის სასახლე, მადამ ტუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი, ჰაიდ-პარკი;
დარემის ციხე და ტაძარი, მეგალითური კომპლექსი სტოუნჰენჯი (ძვ. წ. 1500), კენტერბერიის საკათედრო ტაძარი, ძველი და ახალი ედინბურგი, გვინედის ციხე-სიმაგრე და ქალაქის კედლები; შექსპირის სახლ-მუზეუმი სტრატფორდში, ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები;
ანგლოსაქსური ეპოსი — ბეოვულფი (X ს.).

ბულგარეთი

ბულგარეთი (ბულგ. България), ოფიციალური სახელი ბულგარეთის რესპუბლიკა (Република България), ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაის მიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.

ბულგარეთის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 110,994 კვადრატული კილომეტრს და მას ევროპაში მე–16 ადგილი უკავია. ქვეყანაში არის რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი მთათა სისტემა, ესენია სტარა-პლანინას (ბალკანეთის) და როდოპის მთათა სისტემა, ასევე აღსანიშნავია რილას ქედი, აქ მდებარეობს ბალკანეთის უმაღლესი მწვერვალი მუსალა. ამის საპირისპიროდ დუნაის დაბლობი ჩრდილოეთით და ზემო თრაკიის პლატო წარმოადგენს ბულგარეთის ყველაზე დაბალ წერტილს, აქვე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი ტერიტორიებიც. ბულგარეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 378 კილომეტრს შეადგენს.

ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნიდან იწყება ბულგარული სახელმწიფოს წარმოშობის და ჩამოყალიბების პროცესი. ყველა ბულგარულ სუბიექტს, რომელიც მოგვიანებით გაჩნდა, გააჩნდა საერთო ტრადიცია და ფესვები. ამ პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დაწინაურდა ბულგარეთის პირველი იმპერია (632/681 – 1018).[1] საუკუნეების შემდეგ, ქვეყანაში წარმოიშვა ბულგარეთის მეორე იმპერია (1185 – 1396/1422), უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ბულგარეთი ოსმალეთის შემადგენლობაში ხუთი საუკუნე დარჩა.

რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომმა განაპირობა ბულგარეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციურ მონარქიული სახელმწიფოს შექმნა, სანა-სტეფანოს ზავით აქ დაარსდა ბულგარეთის მესამე სახელმწიფო. 1908 წელს ბულგარეთმა ისარგებლა ოსმალეთში შექმნილი სოციალური არეულობით და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქვეყნის დედაქალაქი გახდა ველიკო-ტირნოვო.[2]

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბულგარეთი გახდა კომუნისტური სახელმწიფო და ის წარმოადგენდა სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყანას. ბულგარეთს 34 წლის განმავლობაში მართავდა თეოდორ ჟივკოვი (1954-1989). 1989 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში კომუნისტები დამარცხდნენ.

ბულგარეთი გაწევრიანებულია ევროკავშირში, ნატოში, გაეროში და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. 2006 წლის მონაცემებით, ამ სახელმწიფოს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 61-ე ადგილი უკავია.

სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Georgi PURVANOV (2002).
მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი Sergey Stanishev (2005).
საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი სახალხო კრება (240 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა : 8 ოლქი და დედაქალაქი.

დემოგრაფია
მოსახლეობა – 7.538 ათასი (2003), მათ შორის ბულგარელები 84%, თურქები 9%, ბოშები 4%.
სახელმწიფო ენა : ბულგარული.
რელიგია – მართლმადიდებელი ქრისტიანობა.
დედაქალაქი – სოფია (1.089, აგლ. 1,183 ათასი).
ქალაქები – პლოვდივი (338 ათასი), ვარნა (312), ბურგასი (192), რუსე (161), სტარა ზაგორა (143).

ისტორია

თურქებისაგან დამოუკიდებელი გახდა 1908 წელს. საბჭოთა ჯარები შევიდნენ ოკუპირებულ ბულგარეთში 1944 წელს, მონარქია დაეცა და დამყარდა კომუნისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკა. პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა 1987 წელს. 1991 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. პირველი არაკომუნისტური მთავრობა ჩამოაყალიბა ფილიპ დიმიტროვმა. 90-იანი წლების პირველ ნახევარში გრძელდებოდა პოლიტიკური არასტაბილურობა და გაფიცვები. კომუნისტები დიდ გავლენას ინარჩუნებდნენ, რომლებმაც თავიანთ პარტიას სოციალისტური უწოდეს. რეფორმების პროცესი რთულად მიმდინარეობდა. 2001 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილმა მეფემ სიმეონ მე-2-მ, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა. 2002 წლის ნოემბერში ბულგარეთმა მიწვევა მიიღო ნატოში გაწევრიანებისათვის.

მემკვიდრეობა

სოფია – წმ. სოფიის (VI ს.), ალექსანდრე ნეველის (XIX ს.), ბოიანას (XIII ს.) ტაძრები, არქეოლოგიური მუზეუმი;
კაზანლაკის და სვეჩტარის თრაკიული სამარხები;
მადარა ჰორსემანი;
ნესებარი – ძველი ქალაქი (V ს.);
პირინის ეროვნული პარკი;
რილას მონასტერი (XIX ს.);
სრებარნას ნაკრძალი;
ბაჩკოვო – პეტრიწონის მონასტერი;
რუსულ-ბულგარული მეგობრობის მონუმენტი შიპკის უღელტეხილზე (XIX ს.).

ცნობილი ბულგარელები

მწერალი – ივან ვაზოვი;
მომღერლები – ლილი ივანოვა, ფილიპ კირკოროვი;
სპორტსმენები : ხრისტო სტოიჩკოვი (ფეხბურთი), მაგდალინა მალეევა (ჩოგბურთი);
პოლიტიკოსები – ხრისტო ბოტევი, გიორგი დიმიტროვი, ტოდორ ჟივკოვი;
სხვები – ვანგა (ნათელმხილველი).

Tagged , ,

ბელგია

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, ევროკავშირის წევრი. მოსაზღვრე ქვეყნებია: ნიდერლანდი, გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი
ფართობი – 30.510 კვ.კმ.
ბუნება: უმაღ. მწვერვალი – ბოტრანჟი 694 მ; მდინარეები (კმ) – შელდა 207 (ბელგიაში, სულ 370), მეზი 183 (ბელგიაში, სულ 933); უდ. ტბა – ვალკური; კლიმატი – ოკეანური.
ბუნებრივი რესურსები – ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.

სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა – კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ მყოფი ფედერალური საპარლამენტო დემოკრატია.
სახელმწიფოს მეთაური – სამეფოს მმართველია საქს-კობურგ-გოთას დინასტია. ბელგიის მეფეები: 1831 – ლეოპოლდ I, 1865 – ლეოპოლდ II, 1900 – ალბერტ I, 1934 – ლეოპოლდ III, 1951 – ბოდუენ I, 1993 წლიდან – ალბერტ II
მთავრობის მეთაური – პრემიერ-მინისტრი (Guy Verhofstadt, 1999).
საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი, შედგება წარმომადგენელთა პალატისა (150 წევრი) და სენატისაგან (71 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა. 1989 წლიდან ქვეყანა ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, რომელიც 3 სუბიექტისაგან (ფრ. regions, ნიდ. gewesten) შედგება: ბრიუსელი, ვალონია და ფლანდრია. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად (ფრ. province, ნიდ. provincie) იყოფიან.

დემოგრაფია

მოსახლეობა – 10,3 მლნ (2003), მათ შორის 58% ფლანდრიელები, 31% ვალონები.
ენები – ფრანგული (40%, ვალონური დიალექტი) და ნიდერლანდული (60%, ფლამანდური დიალექტი). მოსახლეობის 11% ორენოვანია.
რელიგია – კათოლიციზმი (75%), პროტესტანტიზმი 20%.
ქალაქები (ათ.) – ბრიუსელი (1,008), ანტვერპენი (457), გენტი (222), შარლერუა (201), ლიეჟი (184), ბრიუგე (117).
ეკონომიკა

ბელგია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (272 მლრდ $) მსოფლიოში მე-20 ადგილი უკავია.
ე.ე.პ. სტრუქტურა (%) – სოფლის მეურნეობა – 1, მრეწველობა – 26, მომსახურება – 73;
ე.ე.პ. (1 სულზე) – 26.730 $.
უდიდესი კომპანიები – სოსიეტე ჟენერალი, ბრიუსელ-ლამბერი, კობერა, ელექტრორაი, ბელგაკომი, ფორტისი, ინტერბრიუ.
ექსპორტი – რკინა, ფოლადი, საფეიქრო ნაწარმი, ნავთობქიმიკატები, პლასტმასა.
ბიუჯეტი – 113,400 მლნ $.
ვალუტა – ევრო (EUR); 2002 წლამდე ბელგიური ფრანკი.
სატელეფონო კოდი +32

ისტორია

ბელგიის სამეფო დამოუკიდებელი გახდა 1830 წელს. მსოფლიო ომების დროს იყო გერმანიის აგრესიის ობიექტი. 1945 წლიდან ევროპული თანამშრომლობის (ბენილუქსი, ევროპის საბჭო, ნატო, ევროპის კავშირი) ცენტრია. 1980 წელს – შეიქმნა მმართველობის რეგიონული სტრუქტურები ფლანდრიის, ვალონიისა და ბრიუსელისათვის. 1992 წელს გამოცხადდა, რომ შემოღებული იქნებოდა ფედერაციული სისტემა. 1994 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია.

მემკვიდრეობა

ბრიუსელი — ცენტრალური მოედნის გოტიკური არქიტექტურა, სამეფო სასახლე (XV ს.), ქალაქგარეთ მდებარეობს ვატერლოოს ბრძოლის მემორიალი;
ანტვერპენი – ბელგიის სამეფო მუზეუმი მსოფლიოში საუკეთესო რუბენსის ნახატების კოლექციით; ძველი ქალაქის ანსამბლი, «ალმასის კვარტალი», ტაძარი (XIV ს.);
ბრიუგე – შუასაუკუნეების არქიტექტურის ქალაქი-მუზეუმი;
ლიეჟი – წმ. პავლეს ეკლესია (X ს.).
ცნობილი ბელგიელები [რედაქტირება]
მწერლები – მორის მეტერლინკი, შარლ დე კოსტერი, ჟორჟ სიმენონი, ემილ ვერჰარნი;
მხატვრები – პიტერ ბრეიგელი, რუბენსი, ანტონ ვან დეიკი, იან ვან ეიკი, ჟერარ დავიდი;
მეცნიერი – მერკატორი;
მსახიობები – ოდრი ჰეპბერნი, ჟან-კლოდ ვან დამი;
სპორტსმენები – ედი მერქსი (ველოსპორტი), ჯეკი იქსი (ავტორბოლა).

Tagged , ,

ანდორა

ოფიციალური ვერსიით, სახელი მიღებულია ორი იბერიული სიტყვის შერწყმით: ando – „ზემო“ და ore – „რკინა“. მართლაც, ქვეყანა მდიდარია რკინის მადნით. მეორე ვერსია მას კელტური სიტყვებით ხსნის: an – „ქროლა“ და dor – „კარი“. ეს განმარტებაც სინამდვილეს შეეფერება.

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს პირენეის მთებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ფართობი – 450 კვ.კმ.

სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა – განვითარებადი დემოკრატია – საპარლამენტო სამთავრო, ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. სახელმწიფოს მეთაური – ჟოან ენრიკ ვივეს სისილია (Joan Enric Vives SICILIA, ურხელის ეპისკოპოსი) და ფრანსუა ოლანდი (Nicolas Sarkozy, საფრანგეთის პრეზიდენტი). საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი გენერალური საბჭო (Consell General de las Valls, 28 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა – 7 რაიონი (parroquia).
დემოგრაფია [რედაქტირება]

მოსახლეობა – 71.8 ათასი (2003), მათ შორის ესპანელები – 43%, ანდორელები – 33%, ფრანგები – 7%. სახელმწიფო ენა – კატალანური. გავრცელებული ენები – ესპანური და ფრანგული. რელიგია – კათოლიციზმი. დედაქალაქი – ანდორა ლა ველა (16 ათასი).

ეკონომიკა

თამბაქოს ექსპორტი და ტურისტული ინდუსტრია. რესურსები – ჰიდროენერგია, მინერალური წყალი, საშენი ხე-ტყე, რკინის მადანი, ტყვია. ვალუტა – ევრო (EUR).

ისტორია

დამოუკიდებელი სამთავროა 1278 წლიდან. 1976 წელს – შეიქმნა პირველი პოლიტიკური პარტია, პირველი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა 1981 წელს. 1993 წელს რეფერენდუმით მიღებულ იქნა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია.
მემკვიდრეობა [რედაქტირება]

II ს-ის ორი მოქმედი რომაული თაღოვანი ხიდი, არაბული ციხის ნანგრევები (VIII ს.), გრაფ დე ფუას ციხე-კოშკი (XII ს.), მთავრობის რეზიდენცია – «ველების სახლი».
ცნობილი ანდორელები [რედაქტირება]

ბორის დე სკოსირევი (რუსი ემიგრანტი, 1934 წელს თავი გამოაცხადა ანდორის მეფედ), რენე ბალარი (საპატიო მოქალაქე, ანდორაში აღადგინა წესრიგი 1933 წელს), ფილიპ ვოლფი (მელიევალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი).

სატელეფონო კოდი +376
ვალუტა ევრო (EUR)

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი, ოფიციალურად აზერბაიჯანის რესპუბლიკა (აზერ. Azərbaycan Respublikası) — სახელმწიფო სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება რუსეთი ჩრდილოეთით, საქართველო ჩრდილო-აღმოსავლეთით, სომხეთი დასავლეთით, ირანი – სამხრეთით.

აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის ანკლავი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაც, რომელსაც ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სომხეთი, სამხრეთიდან და დასავლეთიდან ირანი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან თურქეთი. ოფიციალურად, ქვეყნის შემადგელობაში შედის მთიანი ყარაბაღის რეგიონიც, თუმცა 1990-იანი წლების ყარაბაღის ომის შემდეგ მასზე აზერბაიჯანის სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება, ხოლო რეგიონს დამოუკიდებლობა აქვს გამოცხადებული.

აზერბაიჯანი უნიტარული სახელმწიფოა. მას აქვს დიპლომატიური ურთიერთობა მსოფლიოს 158 ქვეყანასთან, გაწევრებულია 38 საერთაშორისო ორგანიზაციაში.[3] ის არის სუამი-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი. 1993 წლის სექტემბრიდან არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის („დსთ“) წევრი.
სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ილჰამ ალიევი (Ilham ALIEV, 2003).
საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი მილი მეჯლისი (125 წევრი).
ეროვნული დღესასწაული: 28 მაისი — რესპუბლიკის დღე.
აზერბაიჯანი მდიდარია წიაღისეულით, განსაკუთრებით ნავთობითა და ბუნებრივი აირით. გვხვდება ალუნიტის, რკინის მადნის, გოგირდის ალმადანის, მოლიბდენის, ბარიტის, კობალტისა და სხვა საბადოები. მოიპოვება ქვამარილი, დარიშხანი, ბევრია (1000-ზე მეტი) მინერალური წყარო (მათ შორის ნარზანის ტიპის ბადამლი და თურშსუ, ესენტუკის ტიპის ისთისუ, მაცესტის ტიპის სურახანი), აგრეთვე სამკურნალო ტალახი და სამკურნალო ნავთობი — ნაფთალანი.

უახლესი ისტორია
Zarifa Aliyeva and Haydar Aliyev მთიანი ყარაბაღის გამო მეზობელ სომხეთთან კონფლიქტმა გამოიწვია არეულობა ქვეყანაში 1988-89 წლებში. 1990 წელს საბჭოთა ჯარები შევიდნენ ბაქოში წესრიგის დასამყარებლად და გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. 1991 წელს აზერბაიჯანის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს მოსკოვურ პუტჩს. აზერბაიჯანმა გამოაცხადდა თავისი დამოუკიდებლობა და 1991 წელს შევიდა დსთ-ში. 1992 წელს გახდა გაეროს წევრი. განახლდა ომი მთიან ყარაბაღში. ნაციონალისტმა პრეზიდენტმა ა. ელჩიბეიმ ადგილი დაუთმო ყოფილ კომუნისტურ ლიდერს ჰ. ალიევს. 1994 წელს ეუთოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით მიღწეული იქნა დროებითი ზავი, თუმცა კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელია — ტერიტორიის მეშვიდედი ოკუპირებულია და ქვეყნას 800 ათასი ლტოლვილი ჰყავს. ბოლო წლებში იყო რამდენიმე უშედეგო მცდელობა სამხედრო გადატრიალებისა. 2001 წელს აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრი გახდა. ქვეყნის ევრო ინტეგრაციას ქვეყანაში მცხოვრები უმცირესობების უფლებების დარღვევა აფერხებს. სერიოზული პრობლემები არსებობს აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებების დაცვის კუთხით. ოფიციალური ბაქო ქართველთა ასიმილაციის პროცესს უწყობს ხელს, რასაც მათი უფლებების უხეში დარღვევის მეშვეობით ახერხებს.
აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 59 რაიონი, 1 საქალაქო ტერიტორია და 1 ავტონომიური რესპუბლიკა (muxtar respublika). რაიონები გაერთიანებული არიან 12 ოლქში.

…მოსახლეობა: 9,165 მლნ (2011)[1], მათ შორის 92 % აზერბაიჯანელი, 3,2 % დაღესტნელი, 2,5 % რუსი, 2 % სომეხი.
…სახელმწიფო ენა: — აზერბაიჯანული, სხვა ენები — რუსული, სომხური.
…რელიგია: ისლამი (შიიტური მიმართულების).
…დედაქალაქი: ბაქო (1,235 ათ).
წრარო-ქართული ვიკიპედია
დიდი ქალაქები: განჯა (303 ათასი), სუმგაითი (280), მინგეჩევირი (100), ალი ბაირამლი (72), ნახჭევანი (69)

Tagged , , ,

ავსტრია

ავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) — ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და ჩეხეთი, აღმოსავლეთით — უნგრეთი და სლოვაკეთი, სამხრეთით — სლოვენია და იტალია, დასავლეთით – შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი — 83,8 ათასი კმ². მოსახლეობა — 8 316 487. დედაქალაქი — ვენა. სახელმწიფო ენა — გერმანული.[4] ასევე ოფიციალური ენებია: გრადიშიულ-ხორვატიული, უნგრული და სლოვენური.[5] დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).
ბუნებრივი რესურსები — რკინის მადანი, ნავთობი, საშენი ხე-ტყე, მაგნეზიტი, ტყვია, ქვანახშირი, სპილენძი, ჰიდროენერგია.
პოლიტიკური სისტემა — დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი.
მთავრობის მეთაური — კანცლერი .
საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი (183+62 წევრი).
ეროვნული დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ კანონის მიღების დღე (1955).
ბიუჯეტი – 53,000 მლნ $.
ვალუტა – ევრო (EUR); 2002 წლამდე ავსტრიული შილინგი.
სატელეფენო კოდი +43
ადმინისტრაციული დაყოფა
ავსტრია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 9 მხარედ (Bundesland), მათ შორის არის დედაქალაქი ვენა. მხარეებს აქვთ თავისი კონსტიტუციები, პარლამენტები და მთავრობები. ავსტრიის მხარებია (ფრჩხილებში ადმინისტრაციული ცენტრები):
ვენა (ვენა)
ბურგენლანდი (აიზენშტატი)
ზალცბურგი (მიწა) (ზალცბურგი)
ზემო ავსტრია (ლინცი)
კარინტია (კლაგენფურტი)
ტიროლი (ინსბრუკი)
ფორარლბერგი (ბრეგენცი)
ქვემო ავსტრია (სანკტ პიოლტენი)
შტირია (იგივე შტაიერმარკი, გრაცი)
ისტორია

ავსტრიის ტერიტორიაზე ადრეული ცხოვრების პერიოდი განეკუთვნება პალეოლითის ხანას. ბევრია რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა. ქვეყნის ტერიტორიაზე სახლობდნენ ილირიული ხალხები, რომლებსაც ძვ.წ. 500-400 წლებში კელტები შეესივნენ. მდინარე დუნაის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები რომაელებმა დაიპყრეს და გაჩნდა რომაული ცენტრები: ვინდობონა (ვენა), იუვავუმი (ზალცბურგი), მუტენი (ლაითის ბრუკი) და სხვა.
XX ს. – ავსტრიის რესპუბლიკა შეიქმნა 1918 წელს ავსტრო-უნგრეთის ჰაბსბურგთა იმპერიის დაშლის შემდეგ. ოკუპირებულ იქნა ჰიტლერული მესამე რეიხის მიერ 1938 წელს. ანტიფაშისტური კოალიციის შესვლის შედეგად აღდგა კონსტიტუცია, თუმცა დამოუკიდებლობა აღიარებულ იქნა მხოლოდ 1955 წელს. ევროპულ თანამეგობრობას ავსტრია შეუერთდა 1989 წელს.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ავსტრიაში.

ვენა – ისტორიული ცენტრი, ბელვედერის პარკი, შონბრუნის სასახლე (XVI ს.) და ბაღები, მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი (1752 წ.);
ზალცბურგი – ისტორიული ცენტრი, მოცარტის სახლ-მუზეუმი, XI ს-ის ციხე;
გრაცი – ტევტონთა ორდენის რაინდთა ტაძარი (XIII ს.);
ინსბრუკი – ფიურსტენბერგის ციხე (XV ს.), იმპერატორის სასახლე (XVII ს.).
ცნობილი ავსტრიელები
კომპოზიტორები და მუსიკოსები – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, იოზეფ ჰაიდნი, იოჰან შტრაუსი (მამა), იოჰან შტრაუს II, ფრანც შუბერტი, ჰერბერტ ფონ კარაიანი, ჯო ზავინული;
მსახიობები – რომი შნაიდერი, არნოლდ შვარცენეგერი;
მეცნიერები – ლუდვიგ ბოლცმანი, ქრისტიან დოპლერი, გრეგორ მენდელი, ერვინ შრიოდინგერი;
ფილოსოფოსები – რუდოლფ შტაინერი, ზიგმუნდ ფროიდი;
მხატვარი – ოსკარ კოკოშკა,
მწერლები – შტეფან ცვაიგი, ბერტა ფონ ზუტნერი;
პოლიტიკოსები – მარი ანტუანეტი, ადოლფ ჰიტლერი, ბრუნო კრაისკი, კურტ ვალდჰაიმი, თეოდორ ჰერცლი (ისრაელის დამაარსებელი), იორგ ჰაიდერი.
სპორტსმენი – ნიკი ლაუდა (ავტორბოლა).

Tagged , , , , , , , , , , , , , , ,