Category Archives: პირადი:)

<3ანაკლია 2012 მე-6 ნაკადი<3

ანაკლია 2012
ამ პოსტის შექმნა ანაკლიის და ყველა იმ ბავშვის მონატრებამ გადამაწყვეტინა, რომლებიც ჩემი ყოველღიური ფიქრების და მოგონებების თანამგზავრებბი არიან…ამიტომ გადავწყვიტე ჩემი დღიურის რამდენიმე გვერდი თქვენთვისაც გამენდო…იმედია მოგეწონებათ:)
11.07.2012
23:46 საათია, გოგონებს სძინავთ ამიტომ მე აივანზე გამოვედი, რომ შუქმა არ შეაწუხოთ. ხომ ხედავ რა ერთგული ვარ,ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ მაინც გწერ:) აუ ჯობდა სულ თავიდან დამეწყო, აშკარად ძალიან დავიღალე,…:)
მაშ ასე, ჩემი დილა 6 საათზე დაიწყო. პაპამ და მაღვიძარამ ერთდროულად გამაღვიძა. პაპამ-,,ადექი შვილო არ დაგაგვიანდეს”-მომიკაკუნა. მაღვიძარამ კი როგორც ყოველთვის tom boxer-ის shake it mamma-თი მაცნობა გათენება. 15 წუთში მზად ვიყავი და გავუდექი გზას პაპასთან ერთად. დედა სამსახურში იყო. მამაც ისეთი დაღლილი იყო ვეღარც შევბედე გამაცილე-მეთქი და ისე, რომ პაპასთვის არც მქონდა ნათქვამი, მამა დავამშვიდე: ,,შენ დაიძინე, პაპა გამაცილებს!”იმის შიშით, რომ არ დამეგვიანა დედასაც არ გავუარე სამსახურში. არადა გამაფრთხილა, აუცილებლად შემოდი. ბევრი პაციენტიც, რომ მყავდეს მაინც ჩამოვალო. ალბათ მელოდა და ტექსტიც დალაგებული ჰქონდა როგორ მომილოცავდა დაბადების დღეს. აუ…ნეტავ შევსულიყავი:( არაუშავს….ამის მერე ვინმემ რომ მითხრას არაპუნქტუალური ხარო გავგიჟდები:D :D. ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო 8-ის წუთებზე გამოსულები 1-ლი საათისთვის ჩავედით ანაკლიაში. რეგისტრაცია გავიარეთ და ლიდერებმა მიგვაცილეს ოთახებამდე. გამიმართლა, ძალიან კარგი და სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ ჩემი ლიდერები. როგორც კი გავესაუბრე დავრწმუნდი მათ უშუალობასა და უბრალოებაში. გუნდიც შესანიშნავია, ძალიან კარგი ბავშვები არიან…ვფიქრობ ეს 6 დღე ჩემთვის სასიამოვნო და დაუვიწყარი იქნება…დათო ოდიკაძე შემოვლაზეა და რაღაც საკრავზე უკრავს, უფროსწორად ცდილობს რომ დაუკრას:) აღარ მახსოვს რა ჰქვია ამ საკრავს:( ბაზალეთის ბანაკშიც ეს დადიოდა შემოვლაზე და არც აქ ღალატობს ,,წეს-ჩვეულებას”:) შეიძლება სხვებიც დადიან და უბრალოდ მხოლოდ ის ჩანს ჩემი აივნიდან.
თითქოს დღეს ისეთი არაფერი გამიკეთებია. დამღლელი მგზავრობის შემდეგ ჯგუფური დრო, სადილი, ვახშამი, ადმინისტრაციის გაცნობა(დათომ კი თქვა კარგად დაიმახსოვრეთო, მაგრამ ვერაფრით დავიმახსოვრე სახელები, თუმცა სახეებზე ვიცნობ თუ რამმეა:)), განგაშის იმიტაცია და დისკოთეკა გვქონდა, მაგრამ ისე დავიღალე ძლივს ,,ამოვბობღდი” კიბეებზე. მოკლედ წავედი, ლიდერებიდან დაწყებული ბავშვებით დამთავრებული ყველა ძალიან მომეწონა, ასე, რომ მოუთმენლად ველი ხვალინდელი დღის დადგომას….
ეს დღე ჩემთვის ძალიან გამორჩეული იყო. მართალია ჩემს დაბადების დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად ვერ შევხვდი, მაგრამ მაინც დიდად ვისიამოვნე დღევანდელი დღით, რადგან ბევრი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი:)

12.07.12
მართლი ყოფილა დათო, დილით ადრე 7 საათზე ადგომას ნამდვილად ვერ შევძლებ, ისე დავიღალე….. დღეს ძალიან დამღლელი და სასიამოვნო დღე იყო…საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე ლაპარაკს არ დავიწყებ, ჭამაში პრეტენზიული არ ვარ…რაც შეეხება თამაშს…. მიუხედავად ჩვენი მარცხისა ძალიან დადებითად დავიმუხტე. სტრატეგია კარგი გვქონდა, შემართება და მოტივაცია უმაღლესი. ალბათ დაუკვირვებლობით, ან უბრალოდ უიღბლობით მოგვივიდა წაგება…მთავარია ამ თამაშმა გუნდი უფრო შეგვკრა და დაგვაახლოვა. დათოს ვესესხები სიტყვებს-,,სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ” ჩვენი გუნდის დღევანდელი შემართებით და ათიკოს თავდადებით. თამაშისას ოთხჯერ მაინც დავადექით ზურგზე 21 კაცი (სათითაოდ რა თქმა უნდა:D) და ბოლოს თავის ზურგს კი არა ანაკლიის მაისურს დარდობდა: ,,რაღა ვქნა, ვინ გამირეცხავს”-ო
რაც შეეხება ტრენინგს, ძალიან საინტერესო იყო. თითქმის ყველამ ვიცოდით გუნდის წარმატებისთვის რა არის საჭირო, მაგრამ ამ ტრენინგმა ზოგადად შეგვიჯამა და დაალაგა თავში ყველაფერი. თამაშის წინ არასოდეს მიფიქრია მსგავს რამეებზე, თუმცა ახლა უფრო მობილიზებული ვიქნები, ყველაფერი წინა…
ოლიმპიადის გახსნა ძალიან კარგად იყო ორგანიზებული:) ნამდვილად ვისიამოვნე:)

ალბათ 6 დღის ასე სათითოდ წერა არა მგონია საინტერესო იყოს, თანაც ისეთი დაღლილი ავდიოდი ოთახში სულ რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლებოდი ხოლმე…ასე., რომ ჯობია ჩემს დღიურს თავი დავანებო და ზოგადად ჩემი შთაბეჭდილებეის შესახებ დავწერო.

საერთოდ ძალიან კარგი წინათგრძნობა მაქვს, ვიცოდი, რომ ანაკლიაში ძალიან კარგ დროს გავატარებდი:) წინათგრძნობა იქით იყოს და, ამ ბანაკიდან ვინ ჩამოსულა უკმაყოფილო, რომ მე ჩამოვსულიყავი:) ასე რომ რამდენად კარგი განწყობითაც წავედი, იმდენად მოწყენილი დავბრუნდი სახლში…ერთის მხრივ მიხაროდა, ამ 7 დღეში ამდენი კარგი ადამიანის შეყვარება შევძელი,(განსაკუთრებით გამოვყოფ 23 ჩემს გუნდელ ბავშვს და 2 უსაყვარლეს ლიდერს დათოს სა თეოს:)) მაგრამ მეორეს მხრივ მაგიჟებდა იმაზე ფიქრი, რომ მათ დიდხანს, ზოგს კი საერთოდ ვეღარ ვნახავდი….მაგრამ თავს მარკესის სიტყვებით ვიმხნევებდი ,,ნუ ტირი რომ ეს დამთვრდა, გაიღიმე რომ ეს იყო” 🙂 ნოსტალგიით თავს აღარ შეგაწყენთ….
რაც შეეხება იმას თუ რა მომცა ამ ბანაკმა, გეტყვით რომ ძალიან ბევრი რამ…ბოლო დღეს როცა მე და ნინი (შარმანაშვილი) ვსაურობდით, მისი სიტყვები იყო-,,ამ ბანაკმა ცხოვრება მასწავლა”…ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრება, მაგრამ ბევრი რამ მასწავლა იმისთვის,რომ ცხოვრებაში უფრო წარმატებული ვიყო და უფრო უკეთესი გავხდე ვიდრე ვარ…გუგას სიტყვებიც მახსოვს: ,,ნურავინ იტყვის, რომ აქედან ისევ ის ადამიანები მივდივართ, ვინც ჩამოვედით, ალბათ ყველაში რაღაც შეიცვალა უკეთესობიკენ” რა თქმა უნდა ეს ასეა…სულ რომ არაფერი, ამ ბანაკის შემდეგ უფრო მეტი ადამიანის სიყვარულს ვატარებ გულით…ეს კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია…შემდეგ კი ის პიროვნული ზრდა, რაც ტრენინგების, ლიდერებთან ურთიერთობის შედეგად მივიღე…(არა მარტო მე)
მინდა გახსოვდეთ ბავშვებო, (ეს პოსტი თქვენ გეძღვნებათ მეათეებო:)), რომ ძალიან ძალიან მიყვარხართ, ტირილამდე, ტკივილამდე, სულით, გულით…მე თქვენ არ დამავიწყდებით არასდროს და სამუდამოდ დაიდეთ ბინა ჩემს გულში…მიყვარხართ და ისევ მიყვარხართ უსაზღვროდ…
დათო და თეო იცოდეთ, რომ თქვენ ჩემი უუუუსაყვარლესი ლიდერები ხართ….მიყვარხართ და მენატრებით:) 🙂 🙂
დაბოლოს, მადლობა ადმინისტრაციას და ყველა ლიდერს რომ ასე გაგვილიმაზეს ეს ერთი კვირა, რომელიც ძალიან გამორჩეული იყო ალბათ ბანაკის ყველა მონაწილისთის:)

Advertisements
Tagged ,

<3My happy birhday<3

სულ რაღაც 17 წუთია, რაც 17 წლის გავხდი…უკვე დიდი გოგო ვარ…:D 😀 17 წელი არც ისე დიდი დროა და არც პატარა…..თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი ჩამოყალიბდეს, გაარკვიოს რა სურს ცხოვრებისგან, რა მიზნები აქვს და ა.შ. მოკლედ, რომ ვთქვა საკმარისია საკუთარი თვის შეცნობისთვის…(ნაწილობრივ რა თქმა უნდა, თორემ ბოლომდე საკუთრი თვის შეცნობა მეეჭვება ვინმემ მოახერხოს)<a
დღეს მთელი დღე ვფიქრობდი გასულ წელზე და ვთვლი, რომ საკმაოდ ნაყოფიერად გავატარე წლევანდლი წელი…(თუ ჩემს 9-იანს არ ჩვთვლით რუსულში 😀 :D) სასწავლო წლისა წარმატებაში წლის ბოლოს გამოცდებში მიღებულმა 10-ებმაც საბოლოოდ დამარწმუნა. გარდა ამისა აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში და ჩემს სამოქალაქო კლუბთან ერთდ უამრავ საინტერესო აქტივობებს ვანხორციელებდი…ასევე დამიფინანსდა პროექტი ,,მომავალი კანონდამცველები"….მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება და ვფიქრობ იქით წელს კიდევ უფრო აქტიურად და წარმატებულად გავატარებ:) და კიდევ, სწორედ ამ პროგრამის დამსახურებაა, რომ მე ახლა ჩემს ბლოგზე ვპოსტავ:) ბლოგი დეკემბერში გავაკეთე თუმცა დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებდი დაპოსტვას:(
დღეს დილით 6 საათზე მიწევს ადგომა, ანაკლიის ბანაკში მივდივარ…პირველად არ ვხვდები ჩემს დაბ დღეს სახლში…არაუშავს…მართლია მინდოდა ჩემი მეგობრები დამეპატიჟა, მაგრამ იქით წელს იყოს…დარწმუნებული ვარ ბანაკში კარგ დროს გავატარებ და ბევრ მეგობარსაც გავიჩენ…
და ბოლოს, რაც მინდა ვთქვა-მადლობა უფალს ყველაფრისათვის…

ნამუსი კარგი საქონელია?!

პირველ რიგში გეტყვით რატომ გადავწყვიტე ამ თემის გავრცობა, თანაც ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამის შესახებ….ხშირად მომისმენია ჩემი თანატოლებისაგან ამ გამოთქმის გადაკეთებული ფორმა: ,,ნამუსიც კარგი ძროხაა”…როცა ჩემს გაკვირვებულ მზერას წააწყდებიან ხოლმე -,,ამავე მზერას+ნიშნის მოგება” ზუსტად ასეთი თვალებით შემომხედავენ და განმიმარტავენ ხოლმე,. ,,რა საქონელი-ძროხა არ არის?” გეტყვით რომ ამ შემთხვევაში არ არის! ,,საქონელი” ამ შემთხვევაში ნიშნავს-რაიმეს სასურველ ქონას, ანუ ნამუსი არის ყველაზე სასურველი რამ რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს…და არანაირი ძროხა, ხბო და ა.შ 😀 😀

თუ კიდე არ გჯერათ:სიტყვა საქონელი არის ,,ქონა”-სგან წარმოებული სიტყვა ,,სა-ი” პრეფიქს-სუფიქსის დართვით…
ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, თუ ვინმეს ასე არ ჰგონია, შეგიძლიათ თავისუფლად გამოხატოთ საკუთრი აზრი კომენტყარებში…:)

ბილიკ-ბანაკი ურეკში:)

აქტიური, ენერგიული და დამღლელი სასწავლო წლის შემდეგ, სამოქალაქო კლუბების ლიდერები ,,ბილიკმა” ბანაკში, დაბა ურეკში წაგვიყვანა…სადაც კარგად დავისვენეთ , იქ ჩატარებულმა ტრენინგებმა კარგად დაგვანახა ჩვენი წინა წლის შეცდომები და ცოდნა უფრო მეტად გაგვიღრმავდა…ამ ბანაკში დავსახეთ მომავალი წლის გეგმებიც:) ვიცოდი ეს ბანაკი ერთ-ერთი დაუვიწყარი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში,ამიტომ ყოველი დღის ბოლოს ჩანაწერებს ვაკეთებდი დღიურში…აი ისიც:

29.06.12
უკვე ათი დღეა ველი ამ დღის დადგომას… თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დრო გაიწელა. გამოცდებმა ისე გადამიყოლეს, რომ როგორ გავიდა დრო ვერც კი გავიგე….დადგა სანატრელი 29 რიცხვი, ვერ ვიტყვი, რომ დილიდან მაგრამ შუადღიდან შევუდექი მზადებას. თითქოს სულ სამი დღით მივდივარ ბანაკში, მაგრამ დიდი ალიაქოთი დავატრიალე სახლში. ჯერი ტანსაცმელზე მიდგა, სანამ მე ვკითხავდი დედას რჩევას, მან დამასწრო, ოთახში შემოვიდა და მითხრა: ,,მოდი დაგეხმარები არჩევაში თორემ….” (ტანსაცმელთან დაკავშირებით დედას ყოველთვის ვეკითხები რჩევას, თუმცა მაინც იმას ვარჩევ რაც მე მომწონს.ამიტომ უკვე ბრაზდება ასო ,,ტ”-ს გაგონებაზე. საღმოს უკვე ჩალაგებული მქონდა ბარგი. მერე ცოტა ხნით facebook- ზე ,,შევისეირნე”, blog-ზე დავპოსტე და სანამ ჩემი ნებით ავდგებოდი იმდენი ხანი იწუწუნა ჩემმა ძმამ (არადა სულ 30 წუთი ვიჯექი) ,,რამდენი ხანია ზიხარ, დროზე ადექიო, რომ სხვა რა გზა მქონდა, ახლა წავედი დავიძინევ, ხვალ ადრე მომიწევს ადგომა…
P.S ,,ბილიკელებმა” თავი ისე შემაყვარეს რომ ძალიან მიხარია სამი დღე მათ გვერდით რომ უნდა ვიყო. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი სიცოცხლეა ვიცნობ მათ. არადა გუშინდელი დღესავით მახსოვს 2011 წლის მარტში მარიკა და ეკა რომ ჩამოვიდნენ და სამოქალაქო კლუბებზე დაიწყეს ლაპარაკი…მაშინ ჩინურივით იყო ჩემთვის ყველაფერი, თითქოს ყველაფერს ვიგებდი და და თითქოს ვერაფერს…რა პროექტი, რა კლუბი, რა დონორი და რა დაფინანსება მეთქი:D 😀 😀 მოკლედ წავედი…

30.06.12
დილით 7 სთ-ზე ავდექი, გავემზადე და 8 სთ-ზე უკვე მზად ვიყავი. შემდეგი ნახევარი საათი ვიჯექი სა საათს შევყურებდი, ეხლა კი მართლა გაიწელა დრო. სადგურში მისულს მარი და დედამისი დამხვდნენ. 9სთ-ზე მიკროავტობუსი დაიძრა და დავადექით გორის გზას, ახლა უკვე ურეკის გზას ვადგავართ. წინაღგრძნობა მაქვს, რომ კარგ დროს გავატარებთ, ჩემი წინათგრძნობა თითქმის არასოდეს ცდება:)
* * *
ურეკში შესვლა ბავშვების ოვაციებმა მამცნო ,,ზღვა გამოჩნდა ზღვა”. მალე სასტუმრო ,,კოლხიდაშიც” მივედით. მოლოდინმა გაამართლა, ასტუმრო მართლაც ძალიან კომფორტულია. მით უმეტეს, რომ ზღვის სანაპიროზე დგას. ოთახებში გავნაწილდით. მე და მარი 309-ში მოვხვდით. სადილის შემდეგ შევიკრიბეთ. დავგეგმეთ ღის წესრიგი, წესები-მომდევნო სამი დღისთვის:
დღის წესრიგი წესები
8:30-09:30 საუზმე აქ და ამჟამად;
12:00-14:00 ტრენინგი არ ვაგვიანებთ;
13:30-14:30-სადილი მოვუსმინოთ ერთმანეთს;
15:00-17:00 ტრენინგი ვიყოთ კომუნიკაბელურები;
18:30-19:30 ვახშამი ვიყოთ აქტიურები;
პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს;
ვიცავთ დღის წესრიგს;

ერთმანეთი უკეთ გავიცანით და ზღვას მივაშურეთ:) ბოლოს უკვე ყველა საათს კითხულობდა, ყველას ზღვისკენ უწევდა გული:)
გულახდილად, რომ ვთქვა, ბაზალეთის მერე არც მეგონა თუ საერთოდ გაგვიშვებდნენ ზღვაზე, ამიტომ სატრენინგო განწყობით ჩამოვედი. მიხარია, რომ ამჯერად მოლოდინმა არ გაამართლა:) ზღვა საშინლად ბინძური იყო, ამიტომ ზღვაში ყოფნას ფრენბურთის თამაში ვამჯობინეთ. მაშინ მივხვდი რა ტყუილად მიწერდა თენგო მასწი ფიზკულტურაში ჩათვლებს:)…არაუშავს სამ დღეში დავამუღამებ:)წავალ ახლა მოვწესრიგდები და დავიძინებ…
P.S ლია,რომ გვთხოვე მალე ადით ოთახებშიო, ხომ შეგპირდით 11ზე შევალთ-მეთქი…25 აკლდა რომ ავედით…რა კარგი ბავშვები ვართ:D 😀 😀

01.06.12
დილის 4:30 წუთზე ჭექა-ქუხილმა. ხოლო 7:30 წუთზე თეკლას კარზე ბრახუნმა გამაღვიძა.მე და მარის შეგვპირდა თქვენი მაღვიძარას როლს შევასრულებო, დარწმუნებული ვარ გამოუვა:) დღეს დილიდან აქტუალური თემა იყო ჭექა-ქუხილი, ზოგი შეშინდა, ზოგი უბრალოდ შეწუხდა და ზოგმა ვერც გაიგო:) მის აქტუალურობას ისიც ერთვოდა, რომ მხოლოდ მის გამო ვერ შევძელით პლიაჟზე გასვლა:( სამაგიეროდ ორი ძალიან კარგი ტრენინგი ჩატარდა:) SWOT ანალიზი. პირველ რიგში გავიგე თუ რას ნიშნავს SWOT ანალიზი, შემდეგ კი შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე მსჯელობამ დამაფიქრა, თუ რამდენი შესაძლებლობა ანუ დადებითი აქვს ჩვენი სამოქალაქო კლუბების მუშაობას და რამდენამ მცირე საფრთხე არსებობს. ჩემს გუნდში კი ეს საფრთხე მხოლოდ დროოს უკმარისობა აღმოჩნდა, რომელსაც დროის გადანაწილების გეგმის წყალობით, სულ ადვილად გადავჭრით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ დღეს იყო ციცინათელაში წასვლა. საშინელებათა ოთახში შესვლისას მეგონა ცოტა მაინც შემეშინდებოდა, თუმცა ჩემი რეაქცია ყველაფერზე იყო ნული…:დ(ალბათ დიდი ხანია აღარ მეშინია სიბნელის, ჩონჩხების, სულების და ა.შ) სამაგიეროდ სალო ჩადუნელი სიცილისგან ჩაბჟირებული გამოვიდა:) ალბათ საშინელებათა ოთახის ნაცვლად სიცილის ოთახი წაიკითხა და როგორი განწყობითაც შევიდა, ისეთივე განწყობით გამოვიდა:) ციცინათელა
მოკლედ, ასეთ ბედნიერ ტალღაზე დავბრუნდით სახლში, სახლში რა სანატორიუმში:)(ისე მივეჩვიე აქაურობას:D 😀 😀 :D)
ეხლა წავედი, მეძინება. თეკლა იყო შემოსული და იმდენხანს ვილაპარაკეთ და ისე დავიღალე, რომ სიტყვებს ,,დავდევ” უკვე თავში, რომ რამე დავწერო:) წავედი….

02.06.12
ძილი დამაკლდა და სულ ფათაფუთით ჩავედი საუზმეზე. საუზმის შემდეგ ზღვაზე გავედით, სანატრელი თბილი ამინდი დაგვიდგა:) ძალიან დიდხანს ვიყავით წყალში:) …ისე გამიტაცაეს ტალღებმა, სანამ ლიამ არ მითხრა ,,გამოდი, ძალიან შორს ხარ”-ო, ვერც კი მივხვდი რამხელა მ,ანძილზე გავსულვარ:) ზღვიდან ამოსულმა კვლავ ფათაფუთით გადავივლე წყალი და შევედი ტრენინგზე,. ამჯერად ახალ ჯგუფებში განაწილება მოგვიხდა. მთელი წლის განმავლობაში კლუბის აქტივობების ხელშემშლელ ფაქტორებზე მოვამზადეთ პრეზენტაცია. მარიკასგან სასარგებლო რჩევებიც მივიღეთ. (სადილს გამოვტოვებ:)) რაც შეწეხება მეორე ტრნინჰს, დავგეგმეთ მომავალი წლის აქტივობები…საღამოს ისევ ჩვეს შეხვედრის ოთახში შევიკრიბეთ და ნომინაციების კონკურსი ჩავატარეთ. THE მხიარულმა მედეამ რა თქმა უნდა ამ ნომინაციაში და კიდევ ორში გაიმარჯვა:), მე სანდო და ჭკვიანის ნომინაცია მერგო, სალოს საქმიანის, თაკო და აჩიმ ლამაზისა და სიმპატიურის ნომინაციები გაინაწილეს. რუსომ მუსიკალურის და ჩვენი აქტივობა ცეკვა-სიმღერით დავასრულეთ. სალომ და რუსომ იმღერეს(არ მეგონა თუ სალო ასე კარგად მღეროდა, THE ნიჭიერი გოგოა) მე კი მათ სიმღერაზე ვიცეკვე რაჭული და აჭარული. (კიდევ კარგი მათ ,,დაკრულზე” არ ვიცეკვე, თორემ ნამღერზე არაუშავს:) 😀 :Dბოლოს ჰოლში გადავინაცვლეთ, ჯოკერის თამაშის ინიციატივა არ მომეწონა და ნომერში დავბრუნდი…ეხლა უკვე ძალიან მეძინება, მარის ისე ტკბილად სძინავს, მეც ძილი მინდება. გული მწყდება, რომ დღეს ბოლო დღეს ვატარევბ სანატორიუმში:( თუმცა სახლიც მომენატრა:) დედიკოს მოსიყვარულე თცალები, მამიკოს -,,მამიკო” ჩემი ძმის-,,დროზე ადე, დამსვი” (კომპიუტერს ვგულისხმობ:)) პაპას: ,,როდის მიდიხარ, რომელზე მოხვალ, სად მიდიხარ, ვისთან ერთად და ა.შ
მოკლედ თანახმა ვარ დავბრუნდე სახლში, თუმცა ყველა მომენატრება:)

03.06.12
დადგა ის წუთები, რომელიც ყველაზე მეტად არ მინდოდა. ბარგის ჩალაგება დავიწყე, უკანასკნელს წუთებს ვატარებდი ჩემს ნომერში. ბოლოს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ოთახს და სააბაზანოს, რამე ხომ არ მრჩება მეთქი. ავიღე ბარგი და კარებთან მისულმა მივხვდი გული როგორ მწყდებოდა. უსიტყვოდ გამოვემშვიდომე ჩემს ოთახს (მარის უკვე ჩალაგებული ჰქონდა ბარგი და დაბლა იყო) გასაღები ადმინისტრაციას ჩავაბარე და გავედი ეზოში, ბარგი მოვათავსე მიკროავტობუსში. გამოვემშვიდობეთ ,,ბილიკელებს: და დავიძარით. ყველაზე მეტად რასაც არ ველოდი, ეს მედეა ცრემლები იყო. ჩანს, ყველაზე მეტად მას დასწყდა გული ან უბრალოდ ადვილად გამოხატა თავისი განცდები. ამას მოჰყვა მისი იმპროვიზირებული ლექსი, (ეს არ გამკვირვებია:))
აი, სიყვარული ესაა,
მარტო რომ რჩები უცბად,
დღეს მოხარშული გგონია,
გუშინ რაც ჭამე უმად.
სულ რაღაც სამი დღე ერთად,
არასდროს დამავიწყდება
და თქვენთან ყოფნა ბავშვებო,
ყოველთვის მემახსოვრება.
ამ ლექსს ვწერ ახლა მარტო ვარ,
სტრიქონი მოდის სულიდან,
ლია, მარიკა მიყვარხართ,
ვიძახი ჩემი გულიდან.
სამი დღე იყო სულ რაღაც,
მაგრამ მგონია ათასი,
ათასი განა დღე იყო,
წამები იყო ათასი.
მახსოვს მე აქ შევიძინე
პატარა მეგობარი,
ელენიკოა სახელი,
ის მუდამ ჩემთან არი.
ფურცელი ნელა ივსება,
თან კი სველდება ცრემლით,
თქვენი მედეა, თქვენ გიძღვნით,
მხატვრული, გრძელი ხელით.
-მიყვარხართ ბილიკელებო,
როგორც ერთხელ თქვა მარიმ,
-ბილიკო მე შენ მიყვარხარ,
რადგან გამიღე კარი.
მჯერა მე კვლავ დავბრუნდები,
კვლავ მე ვიქნები თქვენთან,
გეპატიჟებით სულ ყველას,
როგორც მეგობრებს ჩემთან.

პირველად თეკლამ ,,დაგვტოვა”, დასავლეთშივე დარჩა ბიძაშვილთან . ყველაზე ძნელი ჩემთვის ეს მომენტი იყო, ბავშვები სახლებთან ჩადიოდნენ და ჩემთვის გაურკვეველი გრძნობ მიჰქონდათ, თან ეს ფრაზა გამივლიდა ხოლმე თავში: ,,კიდევ როდის ვნახავ?” თვს ამით ვიმშვიდებდი-,, არაუშავს facebook-ზე მივწერ”ბოლოს მე და მარიღა დავრჩით. მალე კასპშიც ჩამოვედით, თამუნას გამოვემშვიდობე, მადლობა გადავუხადეთ და წავედით სახლებში:) უკვე ძალიან მენატრებით ბავშვებოოოოო:(

P.S თუ რამე მნიშვნელოვანი გამომრჩა ან თქვენ გინდათ რამის თქმა კომენტარებში დაწერეთ ბავშვებოოო…მიყვარხართ:) ხო, მართლა წამოსვლის წინ თეოს გოგომ-ნათიამ სამახსოვრო წერილი მაჩუქა, ისეთი გულრწფელი სიტყვები ეწერა გული ამიჩუყდა…:)