ჰოლანდია-ნიდერლანდები

სახელწოდება

ოფიციალური: ქართულად – ნიდერლანდის სამეფო; ნიდერლანდულად – Nederland; Koninkrijk der Nederlanden.
ეტიმოლოგია: ეს სახელმწიფო რამდენიმე სახელითაა ცნობილი: (ა) ნიდერლანდი – ნიდერლანდულ ენაზე მისი სახელწოდება ნიშნავს „დაბლობ მიწებს“. (ბ) ჰოლანდია – გერმანიკული holt land, „ტყიანი მხარე“ (ჰოლანდია ნიდერლანდის ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ ამ სახელით ხშირად მთელ ქვეყანას მოიხსენიებენ). (გ) ბატავია – გერმანიკული „სავარგულები“, მომდინარეობს Betuwe-საგან.
ქვეყნის კოდი – NL.

ნიდერლანდის სამეფო

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია და გერმანია.
ფართობი – 41.500 კვ.კმ.
ბუნება: ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა ვაალსერბერგი, რომლის სიმაღლე 321 მეტრია. მდინარეები (კმ) – მაასა 350 (სულ 933), რაინი 200 (სულ 1.320); ტბა (კვ.კმ) – იისელმეერი 1.500 (ხელოვნური); კუნძულები (კვ.კმ) – სხოუვენი 222, ოვერფლაკი-გური, ტექსელი 184; კლიმატი – ოკეანური.
ბუნებრივი რესურსები – ბუნებრივი აირი, ნავთობი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა – კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური – დედოფალი ბეატრიქსი ( (დ. 31 იანვარი 1938) ნიდერლანდის დედოფალი ორანულ-ნასაური დინასტიიდან 1980 წლიდან. 1966 წელს იქორწინა კლაუს ფონ ამსბერგზე.ბეატრიქსმა განათლება ლეიდენის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც სწავლობდა სოციოლოგიას, ეკონომიკას, და სახელმწიფო სამართალს. არის იურიდიული მეცნიერებების დოქტორი. (BEATRIX, 1980)). აღსანიშნავია, რომ საუკუნეზე მეტია ნიდერლანდის ტახტზე მხოლოდ ქალები არიან: ვილჰელმინა – 1890-1948, იულიანა – 1948-1980.
მთავრობის მეთაური – პრემიერ-მინისტრი Jan Peter BALKENENDE (2002).
საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი – გენერალური შტატები (75+150 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა. ნიდერლანდების სამეფო ადმინისტრაციულად იყოფა 12 პროვინციად (provincie): გელდერლანდი (ცენტრი – არნჰემი), გრონინგენი (გრონინგენი), დრენტე (ასენი), ზელანდია (მიდელბურგი), ლიმბურგი (მაასტრიხტი), ოვერიისელი (ზვოლე), სამხრეთი ჰოლანდია (ჰააგა), უტრეხტი (უტრეხტი), ფლევოლანდი (ლელისტადი), ფრისლანდია (ლეუვარდენი), ჩრდილოეთი ბრაბანტი (ჰერტოგენბოში), ჩრდილოეთი ჰოლანდია (ჰაარლემი).
სამფლობელოები. ნიდერლანდებს აქვს ორი სამფლობელო კარიბის ზღვის აუზში: არუბა; ნიდერლანდის ანტილები.
დემოგრაფია
მოსახლეობა – 16.150 ათასი (2003), მათ შორის 83% ჰოლანდიელები, 11% ფლანდრიელები.
ენები – ნიდერლანდული, ფრიზული.
რელიგია – კათოლიციზმი – 40%, პროტესტანტიზმი – 40%.
ქალაქები (ათ.) – ამსტერდამი (738), როტერდამი (600), ჰააგა (მთავრობის რეზიდენცია – 466), უტრეხტი (264), ეინდჰოვენი (206), ტილბურგი (200).

ეკონომიკა

ნიდერლანდები მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (403 მლრდ $) მსოფლიოში მე-12 ადგილი უკავია.
ე.ე.პ. სტრუქტურა (%) – სოფლის მეურნეობა – 3, მრეწველობა – 28, მომსახურება – 68;
ე.ე.პ. (1 სულზე) – 25.830 $.
ექსპორტი – რძის პროდუქტები, ყვავილები, ბოსტნეული, ელექტრომოწყობილობანი.
უდიდესი კომპანიები – ჰაინეკენი, ფილიპსი, შელ-ოილი, კლმ, იუნილევერი.
ბიუჯეტი – 134,000 მლნ $. ვალუტა – ევრო (EUR); 2002 წლამდე ჰოლანდიური გულდენი.

მეცხოველეობა სასოფლო ბიზნესის ღირებულების 70 % იძლევა. საქვეყნოდა ცნობილი აქაური რძის ნაწარმი. ქვეყანაში 4 მლნ სული მსხვილფეხა რქოსანი საქონელია. ფრისლანდია ქვეყნის ყვერლაზე ,,სარძევე პროვინციაა”

მეყვავილეობა ნიდერლანდების ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი დარგია…ტიტა ჰოლანდიელების ეროვნული სიამაყეა, რომელიც მოჰყავთ XVI საუკუნიდან. დღეს აქ მოჰყავთ 6 ათსზე მეტი სახეობის ტიტა.

როტერდამის ნავსადგური, რომელიც ევროაეროპორტის სახელითაა ცნობილი, ევროპის უდიდესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავსადგურია.

ჰააგა ქვეყნის დედაქალაქი არ არის, მაგრამ აქ მდებარეობს სახელმწიფოს მეთაურის, ქვეყნის პარლამენტისა და პრემიერის, პარტიათა რეზიდენციები.

ისტორია

ნიდერლანდის ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა. აქ აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ფრაგმენტები ასი ათასი წლით თარიღდება. აქ მცხოვრები ადამიანები ძირითადად ნადირობით და შემგროვლებლური საქმეებით იყვნენ დაკავებულები. ამ ტერიტორიაზე ადამინის ფართოდ დასახლება უკვე პალეოლითის ხანიდან იწყება. 8000 წლისათვის, მეზოლითის და რკინის ხანაში ნიდერლანდის ტერიტორიაზე ადმიანები უკვე ფართოდ იყვნენ დასახლებულნი.

ნიდერლანდის ტერიტორიაზე რომაელთა მისვლის დროს, აქ ძირითადად გერმანული ტომები ცხოვრობდა, რომლებიც აქ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 600 წლისთვის დასახლდნენ. კელტური ტომის წარმომადგენლები ძირითადად ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდნენ. რომის იმპერიამ ნიდერლანდი შეუერთა ქვემო გერმანიის პროვინციას.

შუა საუკუნეებში ნიდერლანდი გაერთიანებული იყო საღვთო რომის იმპერიაში. ამ ტერიტორიას XVI საუკუნემდე ჰაბსბურგების დინასტია მართავდა. შემდგომ ქვეყანაში გავრცელდა კალვინიზმი, რამაც სახელმწიფოში განხეთქილება გამოიწვია. 1555 წელს დადებული აუგსბურგის ზავით, ეს ტერიტორია, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს ერგო. 1566 წელს ნიდერლანდში დაიწყო ანტიკათოლიკური აჯანყება. ფილიპე II-ს სურდა ნიდერლანდის ტერიტორიაზე გაეძლიერებინა თავისი გავლენა და აღმოეფხვრა, პროტესტანტული რელიგიის გავრცელება. ესპანეთის წინააღმდეგ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა უილიამ I ორანელი. 1581 წლის 26 ივლისს გამოცხადდა ნიდერლანდის დამოუკიდებლობა, ამას მოჰყვა დამოუკიდებლობისთვის ომი (1568-1648), რომელიც ისტორიაში ნიდერლანდის რევოლუციის სახელით შევიდა. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო “ოქროს ხანა” ნიდერლანდის ისტორიაში, აღმავლობის გზაზე დადგა ქვეყნის ეკონომიკა, კულტურა. XVII საუკუნის განმავლობაში ეს ქვეყანა ჩამოყალიბდა როგორც, უდიდესი საზღვაო სახელმწიფო, რომელსაც მრავალი კოლონია გააჩნდა.

XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთმა მოახდინა ნიდერლანდის ოკუპაცია, თუმცა ნაპოლეონის ხელისუფლების დამხობის შემდეგ ნიდერლანდმა კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა. 1830 წელს ბელგია გამოეყო ნიდერლანდს და მან თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა, 1890 წელს კი მოხდა ლუქსემბურგის გამოყოფა. 1848 წელს ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიული სახელმწიფო გახდა.

პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ნიდერლანდი ნეიტრალური სახელმწიფო იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელდა ამ სახელმწიფოს ოკუპაცია. დაბომბვების შედეგად თითქმის მთლიანდა დაინგრა ქალაქი როტერდამი. ომის შემდეგ დაიწყო ქვეყნის აღდგენის პროცესი. ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მარშალის გეგმამ. ომის შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა ჰოლანდიის ყოფილმა კოლონიებმა ინდონეზიამ და სურინამმა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახელმწიფოში ცხოვრების დონე.

ზღვასთან ბრძოლა ჰოლანდიელი ხალხის ისტორიაა. ბოლო პერიოდში 1953 წელს ზღვის უდიდესი შემოტევა იყო.წყლის ქვეშ აღმოჩნდა სამხრეთ-დასავლეთ ჰოლანდიაში მდებარე კუნძულის დიდი ნაწილი. დაიღუპა 1835 კაცი.ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა მძლავრი დამბების მშენებლობის აუცილებლობა. 1986 წელს კომპლექს ,,დელტას” მშენებლობის დასრულებით ზღვასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი პრობლემები გადაიჭრა.

1957 წელს ნიდერლანი გახდა ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო.
მემკვიდრეობა
ამსტერდამი: ძველი ქალაქი, ეკლესიები: უდე-კერკი (XIV ს.), ნეუვე-კერკი (XV ს.), აუდე-კერკი (XVI ს.), სამეფო სასახლე (XVI ს.), რატუშა (XVIII ს.);
გრონინგენი: ეკლესია აა (XIII ს.);
მაასტრიხტი: ეკლესია ონზე (XI ს.), „ჯოჯოხეთის ჭიშკარი“ (XIII ს.);
მიდელბურგი: რატუშა (XV ს.);
ბრედა: ტაძარი (XV ს.), ციხე-სიმაგრე (XIV ს.).
ცნობილი ჰოლანდიელები
მომღერალი: სიმონე სიმონსი
მოგზაურები: ვილემ ბარენცი, აბელ ტასმანი
ფილოსოფოსები: ბარუხ სპინოზა, ერაზმ როტერდამელი
მხატვრები: ვინსენტ ვან გოგი, ფრანს ჰალსი, რემბრანდტ ვან რეინი, იან ვერმეერი
მეცნიერები: კრისტიან ჰიუგენსი, ანტონი ვან ლევენჰუკი, თომას სტილტიესი, ჰენრიკ ლორენცი
სპორტსმენები: მაქს ეივე, იან ტიმანი, იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი
ანა ფრანკი, მატა ხარი, პიტერ სტუივეზანტი

ამსტერდამი
ამსტერდამი — ნიდერლანდის უდიდესი და უმთავრესი ქალაქი, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2008 წლის 1 იანრვის მონაცემებით, 747,290 ათასი ადამიანია. სახელი ამსტელ დამი-დან Amstel dam მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამი მდინარე ამსტელზე. ქალაქი 12-ე საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფლის სახით დასახლდა. დიდებას კი ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია სავაჭრო საქმეში თავისი ინოვაციური მიღწევების წყალობით. ამ დროიდან მოყოლებული ამსტერდამი ფინანსურ და ბრილიანტების წამყვან ცენტრად გადაიქცა. 19- 20-ე საუკუნის მიჯნაზე ქალაქი გაფართოვდა და ახალი უბნენი შეიმატა. ამსტერდამი ნიდერლანდის ფინანსური და კულტურული ცენტრია. უამრავ ჰოლანდიურ კომპანიას და მსოფლიოს მოწინავე 500 კომპანიიდან 7-ს ქალაქში სათაო ოფისები აქვს განთავსებული, მათ შორის, Philips და ING. ამსტერდამის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრშია განლაგებული.

ქალაქი 1275 წელს დაარსდა იმ დამბის წყალობით, რომელიც რაიონს წყალდიდობის დროს იცავდა.15-ე საუკუნეში ამსტერდამი ნიდერლანდების უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი გახდა. 80-წლიანი ომის შემდეგ,1585 წელს ამსტერდამის უმთავრესი კონკურენტი პორტი ანტვერპენი ესპანელების ხელში გადავიდა , რამაც ანტვერპენელი ვაჭრებისა და ხელოსნების დიდი ნაწილის იმიგრაცია გამოიწვია, ასევე ებრაელებისაც, რომელთაც ესპანურ ინკვიზიციას ამსტერდამში გაასწრეს.

არსებობს ლეგენდა, რომელიც მოგვითხრობს, რომ ორი მეთევზე ქალიშხალს ძლივს გადაურჩა და
ზღვამ ისინი სწორედ იმ ჭაობიან ადგილზე გამორიყა, სადაც მდინარე ამსტელი ზღვაში ჩაედინებოდა.
მათ ამ მდინარის ხეობაში პირველი დასახლება დააარსეს და ააგეს დამბა, რათა თავიანთი სახლები
წყალუცვი მდინარისა და ზღვის შემოტევისაგან დაეცვათ. ცნობილია, რომ XII ს-ში ამ ადგილას უკვე
მეთევზეთა საკმაოდ დიდი დასახლება არსებობდა. დროთა განმავლობაში კი ამსტერდამი დიდ
ქალაქად იქცა. XV ს-ში ის უკვე ნიდერლანდების დიდი სავაჭრო ქალაქია.

ამსტერდამში ყველგან და ყველაფერში თვისუფლება ბატონობს. ერთის მხრივ ამსტერდამი ტიტების, უამრავი არხების, წისქვილებისა და დიდი ტრადიციის მქონე ხის ფეხსაცმლის ანუ კლომპის სამყაროა. ამსტერდამი ყველაზე მეტად ცნობილია ტოლერანტობით ნებისმიერი ტაბუს მიმართ. აქ ტაბუ არ არსებობს. ისინი ფიქრობენ რომ ხალხმა თავად უნდა გააკეთოს მორალური არჩევანი. ამიტომაც დაშვებულია მარიხუანას მოხმარება, ტატუ სალონები, სექს მაღაზიები და სხვა უამრავი დაწესებულება, რომელთაც სხვაგან გაცილებით იშვიათად შეხვდებით. აქ კი ეს ყველაფერი ყოველდღიურობის ნაწილია.

ნიდერლანდები უამრავი ცნობილი შემოქმედის სამშობლოცაა. აქ დაიბადნენ გამოჩენილი მწერლი ერაზმ როტერდამელი, ფილოსოფოსის სპინოზა, უდიდესი მხატვრები – რემბრანტი, ბოსხი, იან ვან ეიკი, ვან დერ ვაიდენი და ჰალსი. ასე რომ, ამ ქვეყანაში კულტურის მოყვარულებსაც დიდი შთაბეჭდილებები ელით.

აუცილებლად ეწვიეთ ცნიბილი ფერმწერის ვან გოგის მუზეუმს და ასევე მუზეუმ რიჟკს, სადაც რემბრანტის ორიგინალებია დაცული. დაგვერწმუნეთ, ცნობილი ფერწერული ტილოების ორიგინალის ნახვით მიღებული შთაბეჭდილებები წარუშლელი იქნება.

გამორჩეული და თვითმყოფადი არქიტეტქურის ქალაქი ტურისტებს მრავალ სანახაობას სთავაზობს. ამსტერდამში შეგიძლიათ მოინახულოთ სამეფო სასახლე, ეროვნული მუზეუმი, სკინის ისტორიული ხიდი, ანნე ფრანკის სახლი, სადაც დაცულია ანე ფრანკის დღიური. ამ სახლში ნათლად იგრძნობთ რა გამოირეს ებრაელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს. ყველაზე მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებმა კი მოინახულეთ წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები. ასევე სექსის მუზეუმი (მსოფლიოს პირველი და უძველესი სექსის მუზეუმი), რომელიც მე-17 საუკუნიდან დღემდე შეგროვებულ ექსპონატებს მოიცავს, რაც თავად მუზეუმის მფლობელებმა შეაგროვეს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ამსტერდამში 4.მლნ ზე მეტი ტურისტი ჩადის.

ამსტერდამში მოგზაურობისას კარგია თუ ნავით გაისეირნებთ. ასე თქვენ ლამაზი ფოტოების გადაღებას შეძლებთ. სანაოსო მარშრუტით მე-17 საუკუნეში აგებული სახლებისა და ეკლესიების მონახულებას შეძლებთ. ასევე აუცილებლად ესტუმრეთ მსოფლიოში ცნობილ ალმასების ქარხანას და თქვენი თვალით ნახეთ ალმასის დამუშავებისა და მისი ბრილიანტად ქცევის პროცესი. თან აქ გემრილი ღვინის დეგუსტაციაც გელით.

ამსტერდამში შესაძლებლობა გაქვთ მადამ ტუსოს ცვილის ქნადაკებების მუზეუმს ესტუმროთ და სურათები გადაიღოთ. მერე რა, რომ აქ თქვენი საყვარელი მომღერლებისა და მსახიობების მხოლოდ ცვილის ასლები დაგხვდებათ. დაგვერწმუნეთ, ფოტოები მაინც შთამბეჭდავი იქნება და სახლში დაბრუნებული აუცილებლად იამაყებთ.

თუ ცოტა რომანტიკოსიც ხართ და გსურთ ამსტერდამის მთელი ხიბლი შეიგრძნოთ ქალაქის გარეუბანში სათევზაო ხის სახლები მოინახულეთ. აქ ნათლად შეიგრძნობთ ჰოლანდიური სოფლის სურნელს – ახლადდაჭერილი თევზისა და ჰოლანდიური ყველის არომატულ ნაზავს.

ამბობენ რომ ამსტერდამს აქვს გაცილებით მეტი არხი ვიდრე ვენეციას, ამსტერდამს აქვს გაცილებით მეტი კაფე ვიდრე ვენას და ამსტერდამს აქვს გაცილებით მეტი ხიდი ვიდრე პარიზს. ამიტომაც უნდა მოინახულოთ და აღმოაჩინოთ ამ ულამაზესი ქალაქის საიდუმლოებები.

მდინარე ამსტელი ქალაქის ცენტრში მიედინება და მას არხებით ქსელავს, ამიტომაც ამსტერდამს
”ჩრდილოეთ ვენეციას” უწოდებენ. არხებზე ულამაზესი ხიდებია გადებული, ხოლო არხების
გასწვრივ ჩამწკრივებულია უშვენიერესი სახლები, რომელთა ფასადები ამსტელის წყლებში
ირეკლება.
არსებობს ასეთი გამოთქმა — ტიპიური ჰოლანდიური სახლი. დიახ, ამსტერდამში სწორედ
ასეთ სახლებს შეხვდებით. ესაა მაღალი სახლები, რომელთა ვიწრო ფასადებზე ბევრი ფანჯარაა
გაჭრილი. ფანჯრებს გარედან ხის დარაბები აქვთ, თუმცა ამ სახლების ბინადარნი პრაქტიკულად არ
ხურავენ მათ. თითქოს მაცხოვრებლებს სურთ, დარაბებზე არეკლილი მზის შუქი თავიანთ ბინებში
”შეიტყუონ”.ჰოლანდიური სახლების ზედა ნაწილი კიბისებურად ვიწროვდება. ეს ნაწილი ხშირად შემკულია
რელიეფებით, ორნამენტებით, ქანდაკებებით. ჰოლანდიელებს ძალიან უყვართ ყვავილები. ისინი
თავიანთი სახლების ფასადებზე ფანჯრის რაფებზე ხშირად ბაღნარს აშენებენ.

ამსტერდამის დევიზი, დროშა და გერბი

ამსტერდამის დევიზია : ”ღირსება, სიმამაცე, თანაგრძნობა”. ეს სამი სიტყვა II მსოფლიო
ომში ქალაქის მცხოვრებთა მიერ გამოჩენილი სიმამაცისა და სიმტკიცის აღსანიშნავად ამსტერდამის
დევიზად დაადგინეს ჰოლანდიელებმა. ამსტერდამის დროშასა და გერბზე გამოსახულია X-ის
ფორმის სამი ჯვარი, რომლებიც სიმბოლურად სწორედ ღირსებას, სიმამაცესა და თანაგრძნობას
განასახიერებს.

ჰოლანდია ცნობილია ქარის წისქვილებით. მათ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გამოიყენეს ქარის ძალა,
ააგეს კოშკურები, რომლებზეც უზარმაზარი ფრთები დაამაგრეს. ამ ფრთებს ქარი ამოძრავებდა და
ამით მიღებული ენერგიით იფქვებოდა ხორბალი, იხერხებოდა შეშა, ამ გზით ქაჩავდნენ წყალს,
დღვებდნენ კარაქს და სხვ. ამსტერდამის ქარის წისქვილების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ
1307 წლის დოკუმენტებში ვხვდებით. ცნობილია, რომ XVIII ს-ში ამსტერდამში 140 ქარის
წისქვილი იყო. ამჟამად კი შემოგარენში მხოლოდ რამდენიმე ძველი ქარის წისქვილია
შემორჩენილი.

ამამსტერდამი ცნობილია არხებით (165 არხი) და ველოსიპედებით (575 000 ველოსიპედი)

ამსტერდამის უნივერსიტეტი

(ნიდერლ. Universiteit van Amsterdam) მდებარეობს ნიდერლანდის დედაქალაქის ამსტერდამის შუაგულში. უნივერსიტეტს ამ დროისთვის ჰყავს 28,000 სტუდენტზე მეტი და დაახლოებით 5,000 თანამშრომელი. ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიუჯეტი შეადგენს 487 მილიონ ევროს. უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი: ჰუმანიტარული მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის, სამართლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინისა და სტომატოლოგიის. უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლების ინტერნაციონალიზაციით. კერძოდ, იგი საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს სთავაზობს 85-ზე მეტ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას.

P.S. ერთ-ერთი ბლოგერის პოსტიდან (tamara) ძალიან საინტერესო ტრადიციის შესახებ გავიგე, რომელიც ჰოლანდიელებს გააჩნათ…აი, ისიც ,,რამდენიმე დღის წინ, უნივერსიტეტიდან სახლში რომ მოვდიოდი, ფანჯრებზე მიმაგრებული დროშის ტარზე მოკონწიალე ორი ზურგჩანთა შევნიშნე. ვიფიქრე, გარეცხეს და აშრობენ-მეთქი, მაგრამ ორი დღის შემდეგ რომ გავიარე და რამდენიმე ზურგჩანთა სხვა სახლებზეც დავთვალე, დავინტერესდი, რა ხდებოდა. თურმე, ნუ იტყვით და ეს იმის აღსანიშნავად ხდება, რომ ამ ოჯახის ახალგაზრდა წევრმა წარმატებით ჩააბარა ყველა გამოცდა, ამიტომ ზურგჩანთა, რომლითაც წიგნებს ატარებდა უნივერსიტეტში, აღარ სჭირდება და მას ყველას დასანახად ჰკიდებს დროშის ტარზე. ეს ნიშნავს, რომ ის ამაყობს თავისი წარმატებით და მეზობლებს შეუძლიათ, მიულოცონ კიდეც.”
თუ კიდევ ვინმემ რამე იცით კომენტარებში დაწერეთ გადა-update-ება მეზარება:)

Advertisements
Tagged , , , , , ,

11 thoughts on “ჰოლანდია-ნიდერლანდები

  1. darina ამბობს:

    Holland!<3 ძალიან საინტერესო იყო!

  2. tamara ამბობს:

    ძალიან კარგი პოსტი იქნებოდა, რამდენიმე მექანიკური შეცდომა რომ არა, იმედია, არ შემომწყრებით 🙂
    მდინარეს “მოსა” კი არა, მაასი ჰქვია; პრემიერ მინისტრი უკვე მარკ რუტეა, ხოლო ამსტერდამი უდიდესი ქალაქი არ არის. სამწუხაროდ, არ ვიცი, რომელია ჰოლანდიის უდიდესი ქალაქი, მაგრამ ამსტერდამი ნამდვილად არა, რადგან როტერდამი და უტრეხტი ტერიტორიულად მასზე გაცილებით დიდია. მოსახლეობის რიცხოვნობით კი ამსტერდამი ნამდვილად ყველაზე დიდია.

    ანა ფრანკი და მატა ჰარი სპორტსმენების სიაში ნამდვილად შემთხვევით მოხვდნენ 🙂
    ცნობილ ადამიანებს შორის კი შეიძლება აგრეთვე მოვიხსენიოთ როკ მუსიკოსი ედი ვან ჰალენი (ნახევრად ამერიკელი იყო, მაგრამ მაინც), რეჟისორი პოლ ვერჰოვენი და მსახიობი რუტგერ ჰაუერი.

    და კიდევ, აღნიშვნის ღირსია ჰოლანდიელების სიყვარული ველოსიპედებისადმი 🙂

    პოსტი დიდი სიამოვნებით წავიკითხე, ჰოლანდია ძალიან მიყვარს 🙂

    • optimisti ამბობს:

      რა თქმა უნდა არ გაგიწყრები ჩემო კარგო:) მექანიკურ შეცდომებზე შენიშვნას ვიღებ და გავასწორებ რა თქმა უნდა…რაც შეეხება, იმას ამსტერდამი უდიდესი არააო, რომ ამბობ, აქ ფართობით სიდიდე არ იგულისხმება(მე ბოდიში, რომ ვერ გავითვალისწინე და არ დავამატე მოსახლეობით უდიდესი:)) თანაც ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ უტრეხრი სიდიდით ამსტერდამზე დიდი იყოს…უტრეხტი ერთი სამად პატარაა ამსტერდამზე და ერთი ორად პატარაა როტერდამზე….ცნობილ ადამიანებს რაც შეეხება ყველას ვერ ჩამოთვლი, მათი სია საკმაოდ გრძელია.
      p.S. პოსტები ქვეყნების შესახებ ზოგადი ინფორმაციით შემოვიფარგკები ხოლმე და არა დაწვრილებით…ამსტერდამზე აქცენტიც ჩემი მკითხველის თხოვნით გავაკეთე, თორემ ნამდვილად არ ვწერ დედაქალაქებზე…რადგან ჩემს ბლოგს სტუმრობენ შენნაირი გონებამახვილი და ინტერესიანი სტუმრები, შევეცდები უფრო ვრცლად დავპოსტო ხოლმე და ამ პოსტსაც დავა-update-ებ. ჰოლანდიაში მხოლოდ როტერდამის პოსტი არაა აღნიშვნის ღირსი, კიდევ ბევრი რამ და ახლავე დავამატებ:)

      • tamara ამბობს:

        რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ დაწერ 🙂 თანაც, ეს შენი პირადი ბლოგია და არა ცნობარი 🙂 უბრალოდ, ჰოლანდიაზე პოსტი რომ დავინახე, ვერ მოვითმინე და მაშინვე შემოვიჭერი და რაც გამახსენდა, ყველაფერი მიგიკომენტარე! 🙂

        კიდევ ერთხელ გისურვებ წარმატებულ ბლოგინგს! 🙂

  3. tamara ამბობს:

    აჰ, სულ დამავიწყდა, აუცილებლად მოხსენიების ღირსია ევროპაში უდიდესი როტერდამის პორტი, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორეა შანხაის პორტის შემდეგ 🙂

  4. sal4you ამბობს:

    vgijdebi am qveyanazee, chemi ocnebis yveqana,, qalaqi- amsterdami. martalia velosipedis tareba ar vici magram am qalaqis xatrit aucileblad viswavlii:* imedi mqvs odesme vestumrebiui:* miyvars mmiyvars dzalian.. madloba likaaa:*

  5. Nika Kakhidze ამბობს:

    დიდი სიამოვნებით წავიდოდი ჰოლანდიაში :))

  6. Jacksona )) ამბობს:

    bevri ram gavige am arachveulebriv qveyanaze, madlob lika, gilocav salo 😀

  7. optimisti ამბობს:

    arafris:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: