სულ რაღაც 17 წუთია, რაც 17 წლის გავხდი…უკვე დიდი გოგო ვარ…:D 😀 17 წელი არც ისე დიდი დროა და არც პატარა…..თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი ჩამოყალიბდეს, გაარკვიოს რა სურს ცხოვრებისგან, რა მიზნები აქვს და ა.შ. მოკლედ, რომ ვთქვა საკმარისია საკუთარი თვის შეცნობისთვის…(ნაწილობრივ რა თქმა უნდა, თორემ ბოლომდე საკუთრი თვის შეცნობა მეეჭვება ვინმემ მოახერხოს)<a
დღეს მთელი დღე ვფიქრობდი გასულ წელზე და ვთვლი, რომ საკმაოდ ნაყოფიერად გავატარე წლევანდლი წელი…(თუ ჩემს 9-იანს არ ჩვთვლით რუსულში 😀 :D) სასწავლო წლისა წარმატებაში წლის ბოლოს გამოცდებში მიღებულმა 10-ებმაც საბოლოოდ დამარწმუნა. გარდა ამისა აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში და ჩემს სამოქალაქო კლუბთან ერთდ უამრავ საინტერესო აქტივობებს ვანხორციელებდი…ასევე დამიფინანსდა პროექტი ,,მომავალი კანონდამცველები"….მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება და ვფიქრობ იქით წელს კიდევ უფრო აქტიურად და წარმატებულად გავატარებ:) და კიდევ, სწორედ ამ პროგრამის დამსახურებაა, რომ მე ახლა ჩემს ბლოგზე ვპოსტავ:) ბლოგი დეკემბერში გავაკეთე თუმცა დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებდი დაპოსტვას:(
დღეს დილით 6 საათზე მიწევს ადგომა, ანაკლიის ბანაკში მივდივარ…პირველად არ ვხვდები ჩემს დაბ დღეს სახლში…არაუშავს…მართლია მინდოდა ჩემი მეგობრები დამეპატიჟა, მაგრამ იქით წელს იყოს…დარწმუნებული ვარ ბანაკში კარგ დროს გავატარებ და ბევრ მეგობარსაც გავიჩენ…
და ბოლოს, რაც მინდა ვთქვა-მადლობა უფალს ყველაფრისათვის…