Daily Archives: ივლისი 6, 2012

პიროვნულობის ტესტი

მინდა ყველამ გააკეთოს ეს ტესტი…მე გავაკეთე და თითქმის ყველაფერი დაემთხვა:) კომენტარებში დავწერ ჩემს პასუხებს და მინდა თქვენც დაწეროთ, ძალიან მაინტერესებს…

“გააკეთეთ ეს ტესტი და მიხვდებით, რომ ეს ყველა ადამიანზე მუშაობს” – გვეუბნება დალაი ლამა.

ტესტი შედგება მხოლოდ 4 შეკითხვისაგან, რომელთაც ტესტის ბოლოში პასუხები ართავს თან. ნუ შეეცდებით წინასწარ პასუხების გაგებას, იქონიეთ მოთმინება და ბოლოში სასიამოვნო სიურპრიზი დაგხვდებათ. დაიმახსოვრეთ რომ თქვენი მოთმინება, მხოლოდ იმისათვის არის საჭირო, რომ ბოლოში სწორი პასუხები მიიღოთ !

ასე, რომ ისიამოვნეთ, მაგრამ მიჰყევით ინსტრუქციას. და ჩაიფიქრეთ სურვილი, ვიდრე ტესტის კეთებას დაიწყებდეთ !

უკვე ჩაიფიქრეთ სურვილი ? თუ ასეა, მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი და ჩაიწერეთ თქვენი პასუხები… არ გადახვიდეთ შემდეგ შეკითხვაზე, ვიდრე წინას არ უპასუხებთ.
1. დაალაგეთ მოცემული ცხოველები თქვენი თანმიმდევრობით:
ა)ძროხა
ბ)ვეფხვი
გ)ცხვარი
დ)ცხენი
ე)ღორი

2. თითოეულ მათგანს მიუწერეთ სიტყვა, რომელიც აღწერს მას (თქვენი სურვილით)

ა) ძაღლი –
ბ) კატა –
გ) ვირთხა –
დ) ყავა –
ე) ზღვა –

3. იფიქრეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებზე და თითოეულ ქვემოთ მოცემულ ფერს დაუკავშირეთ თითო თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის სახელი (გთხოვთ ნუ გადათქვამთ პირველად გაცემულ პასუხს. და ერთ პიროვნებას მხოლოდ ერთი ფერი მიუსადაგეთ)

ა) ყვითელი
ბ) ნარინჯისფერი
გ) წითელი
დ) თეთრი
ე) მწვანე

4. დაწერეთ თქვენი საყვარელი ციფრი და საყვარელი კვირის დღე

და ბოლოს გადახედეთ თქვენს პასუხებს და ვიდრე ტესტის პასუხებს წაიკითხავდეთ, გაიმეორეთ თქვენი სურვილი…

.

.

.

.

პასუხები:

1. შეკითხვა თქვენს ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს შეეხებოდა:

ძროხა : გამოხატავს კარიერას
ვეფხვი : გამოხატავს სიამაყეს
ცხვარი : გამოხატავს სიყვარულს
ცხენი: გამოხატავს ოჯახს
ღორი : გამოხატავს ფულს

2. თქვენი აღწერილობები თვისებებზე მიგვითითებს

ძაღლი: აღწერილობა თქვენს პიროვნულ თვისებებს გამოხატავს
კატა: აღწერილობა თქვენი პარტნიორის პიროვნულ თვისებებს გამოხატავს
ვირთხა: აღწერილობა თქვენი მტრების პიროვნულ თვისებებს
ყავა: აღწერილობა თქვენი შეხედულებაა სექსზე
ზღვა: აღწერილობა გამოხატავს თქვენს ცხოვრებას

3. თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები

ყვითელი: ადამიანი, რომელსაც არასოდეს დაივიწყებ
ნარინჯისფერი: ადამიანი რომელსაც ნამდვილ მეგობრად მიიჩნევ
წითელი: ადამიანი, რომელიც ნამდვილად გიყვარს
თეთრი : ტყუპისცალი სული
მწვანე : ადამიანი,რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრება

4. შენი სურვილი ასრულდება კვირის იმ დღეს და თვის იმ რიცხვში, რომლებიც დაასახელე 🙂

Tagged

პაოლო კოელიო

ცოტა ხნის წინ სკოლაში ინტელექტუალური ტური ჩატარდა, სადაც როგორც ყოველთვის მონაწილეობას ვიღებდი…პირველი კითხვა კი იყო შემდეგი: ,,პაოლო კოელიო მას მსოფლიოს ბიბლიოთეკას უწოდებს, რაზეა საუბარი?” პასუხი რა თქმა უნდა ინტერნეტი იყო…როგორც კ დავბრუნდი სახლში, ,,დავგუგლე” პაოლო კოელიო და მის ბიოგრაფიას გავეცანი, ძალიან მომეწონა და ახლა მისი შემოქმედების გაცნობას ვაპირებ…მგონია თქვენთვისაც საინტერესო იქნება:) მაშ ასე:
პაულო კოელიო (Paulo Coelho; დ. 24 აგვისტო, 1947) ბრაზილიელი მწერალი, ლირიკოსი.
დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში ინჟინერ პედროსა და ლიჟია კოელიოების შეძლებულ ოჯახში. შვიდი წლისა წმინდა ეგნატე ლოიოლას იეზუიტთა სკოლაში გაგზავნეს, სადაც წიგნების წერის სიყვარული პირველად გამოავლინა. მწერლად გახდომის სურვილს ოჯახმა მხარი არ აუბა და ახალგაზრდა პაულოს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებინა რიო-დე-ჟანიეროს უნივერსიტეტში, თუმცაღა, პაოლომ სწავლა მალევე მიატოვა და ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი. საბოლოო ჯამში 17 წლის პაოლოს ოჯახთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ ის კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სამკურნალო კურსის გასავლელად.ვერც ელექტროშოკით მკურნალობამ, ვერც განმეორებითმა კურსმა პაოლოს საკუთარი თავისადმი რწმენა ვერ შეურყია – ამიტომაც, კლინიკადან გაიქცა, ცოტა ხანს იხეტიალა და შინ დაბრუნდა. ერთ წელიწადში სამოყვარულო თეატრალურ მოძრაობაში ჩაება, 60-იან წლებში აგრე რიგად პოპულარული რომ იყო ბრაზილიაში და არამხოლოდ ხელოვნების თვალსაზრისით, არამედ პროტესტის გამოხატვის კუთხითაც. თეატრალურ-საპროტესტო აქტივობა კოელიოს კვლავ ფსიქიატრიული კლინიკით დაუგვირგვინდა, საიდანაც ისევ გაიქცა, მაგრამ უფულობამ მაინც შინ დააბრუნა. საბოლოოდ, მესამე ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგ მისი ოჯახი შეეგუა, რომ პაოლო “ნორმალურ” სამუშაოს არასოდეს მოჰკიდებდა ხელს. პაოლო კოელიო ისევ და ისევ თეატრალურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას განაგრძობდა.
1970 წელს მომავალმა მწერალმა მექსიკაში, პერუში, ბოლივიაში, ჩილეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში დაიწყო მოგზაურობა. ორიოდე წლის თავზე პაოლო სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა იმხანად უკვე პოპულარული ბრაზილიელი მომღერლების კონცერტებისთვის; მან არაერთი სასიმღერო ტექსტი დაუწერა მომღერალ რაულ სეიშასს.

შემოქმედება

პაულო კოელიოს ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები, როგორებიცაა:
პილიგრიმობა ანუ მოგვის დღიური 1987. (თარგმნილი ქართულ ენაზე)
ალქიმიკოსი 1988. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
ბრიდა 1990.
ვალკირები 1992.
მაქთუბი 1994.
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი 1994. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
მეხუთე მთა 1996. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
სინათლის მეომრის სახელმძღვანელო 1997.
ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა 1998. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
ეშმაკი და ქალბატონი პრიმი 2000. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
თერთმეტი წუთი 2003. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
ზაჰირი 2005. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
როგორც ნარნარი მდინარე 2006.
პორტობელოელი ჯადოქარი 2006. (თარგმნილია ქართულ ენაზე)

ვფიქრობ მისი გამონათქვამების გაცნობა, უფრო მეტად გაგიჩენთ მისი შემოქმედების გაცნობის სურვილს:)

1. “როდესაც მთელი გულით გსურს რამე, მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში”
– კოელიო, ალქიმიკოსი

2. “ოცნების ახდენის შესაძლებლობის გამოა ცხოვრება საინტერესო”
– კოელიო, ალქიმიკოსი

3. “უყვართ იმიტომ,რომ უყვართ სიყვარულს მიზეზი არ სჭირდება”
– კოელიო, ალქიმიკოსი

4. “მიყვარხარ იმიტომ,რომ მთელი სამყარო ხელს მიწყობდა შენ რომ მეპოვნე”
– კოელიო, ალქიმიკოსი

5. “დამარცხების შიში ერთადერთი რამეა,რაც ოცნებების ასრულებას უშლის ხელს”
– კოელიო , ალქიმიკოსი

6. ცდა მტკივნეულია… დავიწყებაც… მაგრამ ცოდნა იმისა, თუ რომელი გადაწყვეტილება მიიღო ტანჯვას ნამდვილად სჯობს”
– კოელიო

7. “დაეცე შვიდჯერ და ფეხზე წამოდგე რვაჯერ. აი, რა არის ცხოვრების საიდუმლო”
– კოელიო

8. “როდესაც გვიყვარს, ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ. და როდესაც ვცდილობთ იმაზე უკეთესები გავხდეთ ვიდრე ვართ, სამყაროც უკეთესობისაკენ იცვლება”
– კოელიო, ალქიმიკოსი

9. “ყველაფერი მეუბნება,რომ შესაძლოა შეცდომა დავუშვა, მაგრამ შეცდომების დაშვება ჩემი ცხოვრების ნაწილია. რა სურს სამყაროს ჩემგან? სურს,რომ არ გავრისკო? დავბრუნდე იქ საიდანაც მოვედი,რადგან არ მეყო ძალა ცხოვრებისათვის “დიახ” მეთქვა?”
– კოელიო, 11 წუთი

10. “როდესაც ვინმე მიდის, ეს იმიტომ,რომ სხვა მოვიდეს”
– კოელიო,ზაჰირი

11. “სიყვარული დაუმორჩილებელი ძალაა. როდესაც მის კონტროლს ვცდილობთ, გვანადგურებს. როდესაც ვცდილობთ დავატყვევოთ, გვიმონებს.როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, გვტოვებს გზააბნეულს და იმედგაცრუებულს”
– კოელიო

12. “ჩვენ არ შეგვიძლია განვსაჯოთ სხვისი ცხოვრება, რადგან თითოეულ ჩვენთაგანს მხოლოდ საკუთარი ტკივილისა და ტრაგედიის გვესმის.ერთია გრძნობდე,რომ სწორ გზაზე დგახარ, მაგრამ სულ სხვაა,როდესაც ფიქრობ,რომ სხვა ალტერნატივა არ გაქვს”
– კოელიო

13. “ბავშვებს შეუძლიათ 3 მნიშვნელოვანი რამ გვასწავლონ: ვიყოთ ბედნიერები მიზეზის გარეშე, ვიყოთ ყოველთვის დაკავებული და ვიცოდეთ როგორ მოვითხოვოთ და მივიღოთ ყველაფერი,რაც გვსურს”
– კოელიო

14. “ეს გაიძულებს,რომ შურისმაძიებელი გახდე და ადამიანებს იმაზე მეტი ტკივილი მიაყენო,ვიდრე შენ იწვნიე.თუმცა, მხოლოდ დროს დაკარგავ.
– ეს ადამიანური საქციელია.
– რეალურად კი.თუმცა ასეთი საქციელი არც ისე ჭკვიანურია და არც მიზანშეწონილი. დააფასე შენი დრო ამ პატარა დედამიწაზე.გაიხსენე, ღმერთი ხომ ყოველთვის გპატიობდა ხოლმე, ჰოდა, შენც აპატიე.”
– კოელიო,ზაჰირი

15. “თუ ნამდვილად შენი ოცნების ნაწილი ვარ, ერთ დღესაც უკან დაბრუნდები”
– კოელიო,ზაჰირი

16. “ჩვენ ვერასოდეს ვხდებით თუ რა განძი გვიჭირავს ხელში, იმიტომ,რომ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ სასწაულის”
– კოელიო,ალქიმიკოსი

17. “როდესაც თქვენს გზას იპოვნით, ნუ შეგეშინდებათ.უნდა გაგაჩნდეთ საკმარისი ძალა და მხნეობა,რომ შეცდომების დაშვების არ გეშინოდეთ.იმედგაცრუება, დამარცხება და სასოწარკვეთილება საშუალებებია,რომლითაც ღმერთი სწორ გზას გვიჩვენებს”
– კოელიო, ბრიდა

18. “იმ წამიდან,როდესაც სიყვარულის ძებნას ვიწყებთ, სიყვარულიც იწყებს ჩვენს ძიებას”
– კოელიო, რიო პედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი.

19.”სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი,რომ გარკვეული ეპიზოდები განდევნო, გაუშვა,გათავისუფლდე! ხალხმა უნდა შეიგნოს,რომ გახსნილი კარტებით არასოდეს თამაშობენ. ცხოვრება ასეთია: ან იგებ, ან აგებ. წაგებულს კი უკან აღარ აბრუნებენ; შენ ძალას აღარ აღიარებენ, შენს თვისებებს არავინ აღმოაჩენს და არც სიყვარულს დაგიფასებენ არასოდეს – სიამაყის,უუნარობისა და ამპარტავნების გამო კი არა, მარტივი მიზეზისდა გამო: ცხოვრებაში მათი ადგილი არ არის, თუ თავად არ მოძებნე… დრო კი გადის… და სანამ კიდევ შეგიძლია მიხურე კარი… ან შეეგუე იმას,ვინც ხარ. ან გადაიქეცი იმად, ვინც გინდა იყო…”
– კოელიო,ზაჰირი

20. “სამყაროში არაფერია აბსოლიტურად მცდარი. გაჩერებული საათიც კი, შემდეგი დღის იმავე წამს,რომელზედაც გაჩერდა სწორ დროს აჩვენებს”
– კოელიო, ბრიდა.

21. “და ახლა,როცა აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი, ის თავისუფალი იყო”
– კოელიო, 11 წუთი

22. “არის წამები,როდესაც პრობლემები იჭრება ჩვენს ცხოვრებაში და არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ისინი. თუმცა მათაც გარკვეული დანიშნულება და მისია აკისრიათ ჩვენს ცხოვრებაში.და მხოლოდ მაშინ,როდესაც გადავლახავთ მათ, ვხდებით,თუ რატომ მოვიდნენ ისინი”
– კოელიო, მეხუთე მთა

23. “ყველას გვეშინია მიუღწეველი ოცნებისკენ სწრაფვის, რადგან გვგონია, რომ მისი ღირსნი არ ვართ, ანდა ვერ შევძლებთ მის განხორციელებას. თავზარს გვცემს იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა, ბედნიერები ვყოფილიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და იმ განძის გახსენება გვტანჯავს, ჩვენ რომ შეიძლებოდა, გვეპოვნა, მაგრამ სამუდამოდ ქვიშაში დარჩა, რადგან გვეშინოდა ტანჯვის…”
– კოელიო,ზაჰირი

Tagged , , ,

ბელგია

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, ევროკავშირის წევრი. მოსაზღვრე ქვეყნებია: ნიდერლანდი, გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი
ფართობი – 30.510 კვ.კმ.
ბუნება: უმაღ. მწვერვალი – ბოტრანჟი 694 მ; მდინარეები (კმ) – შელდა 207 (ბელგიაში, სულ 370), მეზი 183 (ბელგიაში, სულ 933); უდ. ტბა – ვალკური; კლიმატი – ოკეანური.
ბუნებრივი რესურსები – ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.

სახელმწიფო

პოლიტიკური სისტემა – კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ მყოფი ფედერალური საპარლამენტო დემოკრატია.
სახელმწიფოს მეთაური – სამეფოს მმართველია საქს-კობურგ-გოთას დინასტია. ბელგიის მეფეები: 1831 – ლეოპოლდ I, 1865 – ლეოპოლდ II, 1900 – ალბერტ I, 1934 – ლეოპოლდ III, 1951 – ბოდუენ I, 1993 წლიდან – ალბერტ II
მთავრობის მეთაური – პრემიერ-მინისტრი (Guy Verhofstadt, 1999).
საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი, შედგება წარმომადგენელთა პალატისა (150 წევრი) და სენატისაგან (71 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა. 1989 წლიდან ქვეყანა ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, რომელიც 3 სუბიექტისაგან (ფრ. regions, ნიდ. gewesten) შედგება: ბრიუსელი, ვალონია და ფლანდრია. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად (ფრ. province, ნიდ. provincie) იყოფიან.

დემოგრაფია

მოსახლეობა – 10,3 მლნ (2003), მათ შორის 58% ფლანდრიელები, 31% ვალონები.
ენები – ფრანგული (40%, ვალონური დიალექტი) და ნიდერლანდული (60%, ფლამანდური დიალექტი). მოსახლეობის 11% ორენოვანია.
რელიგია – კათოლიციზმი (75%), პროტესტანტიზმი 20%.
ქალაქები (ათ.) – ბრიუსელი (1,008), ანტვერპენი (457), გენტი (222), შარლერუა (201), ლიეჟი (184), ბრიუგე (117).
ეკონომიკა

ბელგია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (272 მლრდ $) მსოფლიოში მე-20 ადგილი უკავია.
ე.ე.პ. სტრუქტურა (%) – სოფლის მეურნეობა – 1, მრეწველობა – 26, მომსახურება – 73;
ე.ე.პ. (1 სულზე) – 26.730 $.
უდიდესი კომპანიები – სოსიეტე ჟენერალი, ბრიუსელ-ლამბერი, კობერა, ელექტრორაი, ბელგაკომი, ფორტისი, ინტერბრიუ.
ექსპორტი – რკინა, ფოლადი, საფეიქრო ნაწარმი, ნავთობქიმიკატები, პლასტმასა.
ბიუჯეტი – 113,400 მლნ $.
ვალუტა – ევრო (EUR); 2002 წლამდე ბელგიური ფრანკი.
სატელეფონო კოდი +32

ისტორია

ბელგიის სამეფო დამოუკიდებელი გახდა 1830 წელს. მსოფლიო ომების დროს იყო გერმანიის აგრესიის ობიექტი. 1945 წლიდან ევროპული თანამშრომლობის (ბენილუქსი, ევროპის საბჭო, ნატო, ევროპის კავშირი) ცენტრია. 1980 წელს – შეიქმნა მმართველობის რეგიონული სტრუქტურები ფლანდრიის, ვალონიისა და ბრიუსელისათვის. 1992 წელს გამოცხადდა, რომ შემოღებული იქნებოდა ფედერაციული სისტემა. 1994 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია.

მემკვიდრეობა

ბრიუსელი — ცენტრალური მოედნის გოტიკური არქიტექტურა, სამეფო სასახლე (XV ს.), ქალაქგარეთ მდებარეობს ვატერლოოს ბრძოლის მემორიალი;
ანტვერპენი – ბელგიის სამეფო მუზეუმი მსოფლიოში საუკეთესო რუბენსის ნახატების კოლექციით; ძველი ქალაქის ანსამბლი, «ალმასის კვარტალი», ტაძარი (XIV ს.);
ბრიუგე – შუასაუკუნეების არქიტექტურის ქალაქი-მუზეუმი;
ლიეჟი – წმ. პავლეს ეკლესია (X ს.).
ცნობილი ბელგიელები [რედაქტირება]
მწერლები – მორის მეტერლინკი, შარლ დე კოსტერი, ჟორჟ სიმენონი, ემილ ვერჰარნი;
მხატვრები – პიტერ ბრეიგელი, რუბენსი, ანტონ ვან დეიკი, იან ვან ეიკი, ჟერარ დავიდი;
მეცნიერი – მერკატორი;
მსახიობები – ოდრი ჰეპბერნი, ჟან-კლოდ ვან დამი;
სპორტსმენები – ედი მერქსი (ველოსპორტი), ჯეკი იქსი (ავტორბოლა).

Tagged , ,

ერნესტო რაფაელ გევარა

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა (დ. 14 ივნისი, 1928 — გ. 9 ოქტომბერი, 1967) — საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „ჩე გევარა“, ან „ელ ჩე“ იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. მისი სტილიზებული სახე გახდა წინააღმდეგობის საყოველთაოდ გავრცელებული კონტრკულტურული სიმბოლო და სახალხო კულტურის გლობალური ნიშანი.

როგორც სამედიცინო ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტი, გევარა მთელს ლათინურ ამერიკაში მოგზაურობდა და იგი სწრაფად გარდაქმნა იმ სიღარიბემ და გაუცხოვებამ, რასაც ის ამ მოგზაურობისას აწყდებოდა. მოგზაურობებისას მიღებულმა გამოცდილებამ და დაკვირვებებმა მას გამოატანინა დასკვნა, რომ რეგიონში ფესვგადგმული ეკონომიკური უთანასწორობა კაპიტალიზმის, მონოპოლიზმის, ნეოკოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის ნიშანდლობლივი შედეგი იყო, რისი ერთადერთი წამალიც მსოფლიო რევოლუცია იყო. მისმა ღრმა რწმენამ ბიძგი მისცა მის ჩართულობას გვატემალის რეფორმებში პრეზიდენტ ხაკობო არბენსის მეთაურობით, რომლის დამხობის შემდეგაც, რაც სავარაუდოდ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიეწერება, ჩე გევარას პოლიტიკური იდეოლოგია უფრო გამტკიცდა. მოგვიანებით, როდესაც მეხიკოში ცხოვრობდა, ის რაულ და ფიდელ კასტროებს შეხვდა, შეუერთდა 26 ივლისის მოძრაობას და მათთან ერთად კუბისაკენ გასცურა იახტა გრანმათი. მათი მიზანი დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას რეჟიმის დამხობა იყო, რომელსაც ზურგს აშშ უმაგრებდა. გევარა სულ მალე დაწინაურდა ამბოხებულებს შორის, იგი მეორე იყო სარდლობაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა ორწლიან პარტიზანულ ომში, რომელმაც საბოლოოდ ბატისტას რეჟიმი დაამხო.

სახელი დაბადებისას——–ერნესტო გევარა

მოღვაწეობა—————ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი,
პოლიტიკოსი

ბიოგრაფიული ცნობები:

დაბადების თარიღი ——-1928 წლის 14 ივლისი

დაბადების ადგილი——–როსარიო, სანტა-ფე, არგენტინა

გარდაცვალების თარიღი—- 1967 წლის 9 ოქტომბერი (39 წლის)

გარდაცვალების ადგილი—- ლა-იგერა, ვალიეგრანდე, ბოლივია

დაკრძალვის ადგილი—— ჩე გევარას მავზოლეუმი, სანტა-კლარა, კუბა

განათლება————— მედიცინის დოქტორი

მოქალაქეობა————- რგენტინა, კუბა

ეროვნება ————– არგენტინელი

მამა——————– ერნესტო გევარა ლინჩი

დედა——————სელია დე ლა სერნა ი ლიოსა

შვილები ————– ილდა (1956–1995), ალეიდა (დ. 1960)
კამილო (დ. 1962), სელია (დ. 1963)
ესნესტო (დ. 1965

Tagged , , ,

ანდორა

ოფიციალური ვერსიით, სახელი მიღებულია ორი იბერიული სიტყვის შერწყმით: ando – „ზემო“ და ore – „რკინა“. მართლაც, ქვეყანა მდიდარია რკინის მადნით. მეორე ვერსია მას კელტური სიტყვებით ხსნის: an – „ქროლა“ და dor – „კარი“. ეს განმარტებაც სინამდვილეს შეეფერება.

გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს პირენეის მთებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ფართობი – 450 კვ.კმ.

სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა – განვითარებადი დემოკრატია – საპარლამენტო სამთავრო, ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. სახელმწიფოს მეთაური – ჟოან ენრიკ ვივეს სისილია (Joan Enric Vives SICILIA, ურხელის ეპისკოპოსი) და ფრანსუა ოლანდი (Nicolas Sarkozy, საფრანგეთის პრეზიდენტი). საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი გენერალური საბჭო (Consell General de las Valls, 28 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა – 7 რაიონი (parroquia).
დემოგრაფია [რედაქტირება]

მოსახლეობა – 71.8 ათასი (2003), მათ შორის ესპანელები – 43%, ანდორელები – 33%, ფრანგები – 7%. სახელმწიფო ენა – კატალანური. გავრცელებული ენები – ესპანური და ფრანგული. რელიგია – კათოლიციზმი. დედაქალაქი – ანდორა ლა ველა (16 ათასი).

ეკონომიკა

თამბაქოს ექსპორტი და ტურისტული ინდუსტრია. რესურსები – ჰიდროენერგია, მინერალური წყალი, საშენი ხე-ტყე, რკინის მადანი, ტყვია. ვალუტა – ევრო (EUR).

ისტორია

დამოუკიდებელი სამთავროა 1278 წლიდან. 1976 წელს – შეიქმნა პირველი პოლიტიკური პარტია, პირველი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა 1981 წელს. 1993 წელს რეფერენდუმით მიღებულ იქნა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია.
მემკვიდრეობა [რედაქტირება]

II ს-ის ორი მოქმედი რომაული თაღოვანი ხიდი, არაბული ციხის ნანგრევები (VIII ს.), გრაფ დე ფუას ციხე-კოშკი (XII ს.), მთავრობის რეზიდენცია – «ველების სახლი».
ცნობილი ანდორელები [რედაქტირება]

ბორის დე სკოსირევი (რუსი ემიგრანტი, 1934 წელს თავი გამოაცხადა ანდორის მეფედ), რენე ბალარი (საპატიო მოქალაქე, ანდორაში აღადგინა წესრიგი 1933 წელს), ფილიპ ვოლფი (მელიევალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი).

სატელეფონო კოდი +376
ვალუტა ევრო (EUR)