Daily Archives: ივლისი 4, 2012

იცით თუ არა რომ…

… ინდონეზიაში 300-მდე ეთნიკური ჯგუფი სახლობს, რომლებიც 365 სხვადასხვა ენაზე საუბრობენ?

… მზე დედამიწაზე 330 000-ჯერ უფრო მკვრივია და მზის სისტემის მთლიანი მასის 99,8%-ს შეადგენს?

… მსოფლიოში უდიდესი ყვავილია Rafflesia arnoldii რომელიც 7 კგ-ს იწონის და მხოლოდ კუნძულ სუმატრასა და კალიმანტანზე იზრდება (ინდონეზია)?

… საფრანგეთის მეფე შარლ VI-ს სჯეროდა, რომ იგი მინისგან იყო შექმნილი და დამსხვრევის შიშით ეტლით არასოდეს მგზავრობდა?

… მსოფლიოში ქრისტიანობის დაახლობით 34 000 სექტაა გავრცელებული?

… პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი 1937 წელს დისნეის სტუდიის მიერ შექმნილი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ იყო?

… ჩიხუახუა მსოფლიოში ყველაზე პატარა ძაღლია?… გადაშენებამდე, დინოზავრები 135 მილიონი წლის მანძილზე ბინადრობდნენ დედამიწაზე?

… ერთადერთი, რასაც ალმასის დამსხვრევა შეუძლია მაღალი ტემპერატურაა?

… ისლანდია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1935 წელს აბორტის ლეგალიზება მოახდინა?

… „დოქტორ ნოუ“ პირველი ფილმია ჯეიმზ ბონდის შესახებ?

… მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ტბა კანადაშია?

… 1893 წელს ახალი ზელანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქალებს ხმის უფლება მიეცათ?

… იამაიკაში 120-მდე მდინარეა?

… თაფლი ერთადერთი საკვები პროდუქტია, რომელიც არ ფუჭდება?

… მხოლოდ დედალი მწერები იკბინებიან?

… ვენერა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელიც საათის ისრის მიმართულებით ბრუნავს?

… ადამიანის სხეულში ჟანგბადის 20-25 პროცენტს ტვინი მოიხმარს?

… ანტარქტიდა მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნოა?

… სიმაღლეს ზღვის დონიდან ბალტიის ზღვიდან აითვლიან?

… ქართული ვიკიპედიის პირველი სტატია იყო „ედუარდ შევარდნაძე“ და ის 2004 წლის 25 თებერვალს ჰონგ-კონგელი მომხმარებლის მიერ შეიქმნა?

… ბოლნისის სიონი დღეს მთელ კავკასიაში არსებულ ეკლესიებს შორის უძველესია?

… დენდერის ძველეგვიპტურ ტაძარში ფრესკებზე გამოსახულია უცნაური ობიექტი, რომელიც წააგავს თანამედროვე ელექტრონათურას; ზოგიერთი პარამეცნიერი მიიჩნევს, რომ ეგვიპტელები ამგვარი ნათურებით ელექტრულ დენს სინათლის წყაროდ იყენებდნენ?

… ბითლზის უკანასკნელი ალბომი Let It Be, რომელიც ჯგუფის დაშლის შემდეგ გამოიცა, უფრო ადრე ჩაიწერა, ვიდრე მათივე ბოლოს წინა ალბომი Abbey Road?

… ავსტრიის დედაქალაქი ვენა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან დაახლოებით 60 კილომეტრითაა დაშორებული. თუ არ ჩავთვლით ვატიკანსა და რომს, ორი დედაქალაქის ამგვარი სიახლოვე ევროპაში უპრეცედენტოა?

… პირველი მონეტები ლიდიაში ძვ. წ. 650-600 წლებში გამოიცემოდა?

… ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე ურწმუნოებისა და ათენის ახალგაზრდობის ღმერთთა მოძულე იდეებით გარყვნის ბრალდებით ათენის არეოპაგმა სიკვდილით დასაჯა?

… პოლარულ დათვებს 42 კბილი აქვთ, რომლებსაც საჭმლის მოსაპოვებლად ან აგრესიული თავდასხმისათვის იყენებენ?… გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს არ აქვს პასპორტი; მოგზაურობისას იგი პირადობას მხოლოდ სიტყვიერად ადასტურებს?

… ალბერტ აინშტაინი სამი წლის ასაკში ალაპარაკდა, ცხრა წლისა კი ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა გამართულად საუბარს?

… იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დღემდე მხოლოდ ორმა ძეგლმა დაკარგა?

… ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე მდებარე იტაიპუს კაშხალი სიმძლავრით მეორეა მსოფლიოში ამჟამად მოქმედ
ჰიდროელექტროსადგურებს შორის და იგი სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ შვიდ საოცრებაში შედის?

… ატლანტის ოკეანეში მდებარე სარგასოს ზღვა ერთადერთი „ზღვაა“ პლანეტაზე, რომელსაც სანაპიროები არ გააჩნია?

… პინგვინებს დაახლოებით ორ მეტრ სიმაღლეზე შეძლიათ ახტომა?

… ავსტრალიაში მდებარე ულურუ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვის მონოლითია და მისი გარშემოწერილობა 9,5 კმ-ს
შეადგენს?… გადაშენებამდე, დინოზავრები 135 მილიონი წლის მანძილზე სახლობდნენ დედამიწაზე?

… ერთადერთი, რასაც ალმასის დამსხვრევა შეუძლია მაღალი ტემპერატურაა?

… ისლანდია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1935 წელს აბორტის ლეგალიზება მოახდინა?

… „დოქტორ ნოუ“ პირველი ფილმია ჯეიმზ ბონდის შესახებ?

… მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ტბა კანადაშია?

… 1893 წელს ახალი ზელანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქალებს ხმის უფლება მიეცათ?

… იამაიკაში 120-მდე მდინარეა?… საჰარის უდაბნოში მდებარე რიშატის სტრუქტურა დიდი ხნის განმავლობაში ორბიტაზე კოსმონავტთა მთავარ ორიენტირს წარმოადგენდა?

… პრინცი უილიამის მეუღლის, კეიტ მიდლტონის საქორწინო კაბაზე გამოსახული იყო ოთხი ყვავილი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს შემადგენელ ოთხ ქვეყანას განასახიერებდა — ვარდი (ინგლისი), ნარშავი (შოტლანდია), ნარგიზი (უელსი) და სამყურა (ირლანდია)?

… პლანეტა ვენერას ტრანზიტი, რომელიც 2012 წლის 6 ივნისს განხორციელდა უკანასკნელი იყო ამ საუკუნეში და უახლოესი ეს მოვლენა 2117 წელს განმეორდება?

… გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია სამხრეთაფრიკელმა ქირურგმა კრისტიან ბარნარდმა გააკეთა 1967 წლის 3 დეკემბერს კეიპტაუნში?

… დედამიწის უმაღლეს მწვერვალ ევერესტს სახელი პოლკოვნიკ ჯორჯ ევერესტის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელიც 20 წელი ედგა სათავეში ინგლისის ტოპოგრაფიულ სამსახურს ინდოეთში?

… რობერტ უოდლოუ იყო მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაღალი ადამიანი, მისი სიმაღლე ზუსტად 272 სანტიმეტრს უდრიდა?

… ტყის მარწყვი ჯერ კიდევ ქვის ხანაში წარმოადგენდა ადამიანთა საკვებს, თუმცა მისი კულტივირება მხოლოდ XVIII საუკუნეში მოხდა?

… მსოფლიოში სულ სამი ისეთი სახელმწიფოა, რომლებიც მთლიანად ერთი სხვა სახელმწიფოს შიგნით არიან მოქცეულნი — ვატიკანი, სან-მარინო და ლესოთო?

… 1979 წლის 18 თებერვალსა და 2012 წლის 18 იანვარს საჰარის უდაბნოში, კერძოდ ალჟირის ზოგიერთ რეგიონში თოვლი მოვიდა?

… 1928 წელს საფეხბურთო გუნდ ლონდონის „არსენალის“ მოთამაშეებმა ფეხბურთის ისტორიაში პირველად დაიწერეს მაისურებზე სათამაშო ნომრები?

… პაბლო პიკასოს სრული სახელი იყო პაბლო დიეგო ხოსე ფრანსისკო დე პაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუის ი პიკასო?

… მომღერალი ხულიო იგლესიასი ახალგაზრდობაში საფეხბურთო კლუბ მადრიდის „რეალის“ მეკარე იყო?

… სურამი საქართველოში მოსახლეობით ყველაზე დიდი დაბაა?… მოსახლეობის რაოდენობის მხრივ საქართველოს ყველაზე დიდი სოფელია სადახლო?

… გერმანელი ბერი და პროტესტანტი რეფორმატორი მარტინ ლუთერი (სურათზე) ებრაელთა წინააღმდეგ აქტიურ ანტისემიტურ პროპაგანდას ეწეოდა?

… შერლოკ ჰოლმსის ავტორი ართურ კონან დოილი პროფესიით ოფთალმოლოგი იყო?

… სირტაკი ბერძნული ფოლკლორული ცეკვა არ არის, იგი 1964 წელს სპეციალურად შეიქმნა ფილმისათვის „გრეკ ზორბა“?
… ხსნადი ყავა 1901 წელს ჩიკაგოში მომუშავე იაპონელმა მეცნიერმა გამოიგონა?

… 1770 წელს ჯეიმზ კუკმა ჰავაის კუნძულებს სენდვიჩის კუნძულები უწოდა და ეს სახელწოდება 1840 წლამდე გამოიყენებოდა?

… კომპანია „კოკა-კოლამ“ თავის მესამე პროდუქტი „სპრაიტი“ 1961 წელს გამოუშვა?

… „ტიტანიკი“ 1909–1911 წლებში ბელფასტში ააგეს?… ლიბერია და ეთიოპია აფრიკის ის ქვეყნებია, რომლებსაც კოლონიური ჩაგვრა არასოდეს გამოუცდიათ?

… ნგორონგოროს კრატერი ტანზანიაში, მსოფლიოში უდიდესი კალდერა, ანუ ვულკანური წარმოშობის ტაფობია და ის დაახლოებით 2,5 მლნ წლის წინ ჩამოყალიბდა?

… ფოტონი, ანუ სინათლის ნაწილაკი კოსმოსურ სივრცეში წამში 299 792 458 მეტრს გადის და ამ სიჩქარეს ეწოდება სინათლის სიჩქარე?

… კარის ელექტროზარი ამერიკელმა მეცნიერმა ჰენრი ჯოზეფმა 1831 წელს გამოიგონა?

… კანადის ქალაქ ტორონტოში მდებარე იანგ-სტრიტის სიგრძე 1 896 კმ-ია და ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ქუჩაა?
… პერუში მეტი პირამიდა მდებარეობს, ვიდრე ეგვიპტეში?

… საშობაო ნაძვის ხე სათავეს გერმანიიდან იღებს?…ესპანეთში მდებარე ტაბერნასის უდაბნო ძალიან ჰგავს მთვარის ზედაპირს, რის გამოც ის მრავალ ფილმშია გადაღებული?

… მელქისედეკ I არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მეთაური, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქად იწოდება?

… მაროკოს ქალაქ ფესში მდებარე ალ-კარაუინის უნივერსიტეტი 859 წელს დაარსდა და დღემდე მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტად მიიჩნევა?

… კენიის მოსახელოება ყველაზე ახალგაზრდაა მსოფლიოში?

… პლანეტა მარსზე მდებარე 26 კილომეტრი სიმაღლის ოლიმპის მწვერვალი მზის სისტემაში უმაღლესია?

… დედამიწის უმაღლეს მწვერვალ ევერესტს სახელი პოლკოვნიკ ჯორჯ ევერესტის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელიც 20 წელი ედგა სათავეში ინგლისის ტოპოგრაფიულ სამსახურს ინდოეთში?

… რობერტ უოდლოუ იყო მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაღალი ადამიანი, მისი სიმაღლე ზუსტად 272 სანტიმეტრს უდრიდა?

… მოსახლეობის რაოდენობის მხრივ საქართველოს ყველაზე დიდი სოფელია სადახლო?

.. კოსმოსიდან მიწაზე დაშვების შემდეგ, იური გაგარინმა პირველი რაც მოითხოვა, იყო ბორჯომი

… ბოლივიაში, ზოგიერთ გლეხს მარქსისტი რევოლუციონერი ერნესტო ჩე გევარა წმინდანად ჰყავს გამოცხადებული, როგორც „წმინდა ერნესტო“, რომლის წინაშეც დახმარების თხოვნით ლოცულობენ?

ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი და ევროვიზია 2012-ის გამარჯვებული ლორინი შვედეთიდან ბერბერული წარმოშობის არიან?

… ბრაზილია სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანას ესაზღვრება ეკვადორისა და ჩილეს გარდა?

… მსოფლიოს ქვეყნების 75%-ზე მეტი ეკვატორის ჩრდილოეთით მდებარეობს?

… მსოფლიოში პირველი ტურისტული სააგენტო „Thomas Cook and Son“ 1850 წელს ინგლისელმა მღვდელმა თომას კუკმა დააარსა?

… 1932—1969 წლებში უოლტ დისნეიმ 22 ოსკარი მიიღო?

… „უკანასკნელი მოჰიკანის“ ავტორი ჯეიმზ ფენიმორ კუპერი ცელქობის გამო თავის დროზე იელის უნივერსიტეტიდან გარიცხეს?

… ტელეფონების პირველი წიგნაკი 1878 წელს მხოლოდ 50 სახელს შეიცავდა?

Tagged , , , , , , , , , , , , ,

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (გერმ. Wolfgang Amadeus Mozart; სრული სახელი Joannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus Mozart) (დ. 27 იანვარი, 1756, ზალცბურგი — გ. 5 დეკემბერი, 1791 ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, ინსტრუმეტალისტი, დირიჟორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი. მოცარტის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის რეპერტუარში.

ბავშვობა

მოცარტის სახლი ზალცბურგში

მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით, ხუთი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ოთხი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი.

ეს იყო მათი პირველი მოგზაურობა ევროპაში. ამ ტურნეში შედიოდა ევროპის მრავალი დიდი ქალაქი: მიუნხენი, აუგსბურგი, ლუდვიგსბურგი, ჰაიდელბერგი, მაინცი, ფრანკფურტი, კობლენცი, კიოლნი, ბრიუსელი, პარიზი, ვერსალი, ლონდონი, ამსტერდამი, ლიონი, ჟენევა, ბერნი, ციურიხი, ულმი და ისევ მიუნხენი, სადაც ბავშვები საგრაფო კარებზე და მუსიკალურ აკადემიებში მუზიცირებდნენ.

ამ მოგზაურობის დროს შეიქმნა პირველი სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ასევე პირველი სიმფონია Es-Dur(KV 16).იგი ლონდონში ეცნობა იტალიურ ოპერას და სიმფონიას.

ზალცბურგში დაბრუნების შემდეგ, სხვა კარის მუსიკოსებთან ერთად ქმნის პირველ ოპერას.
პირველი მოგზაურობა ვენაში და იტალიაში 1766-1771 [რედაქტირება]

1766 წელს ოჯახი მიემგზავრება ვენაში, მაგრამ ეპიდემიის გამო უწევთ ვენის დატოვება და თავს ოლომოუცში აფარებენ. 1768 წელს ბრუნდება მოცარტი ვენაში და ქმნის ზინგშპილი „ბასტიენ და ბასტიენა“ (KV 50) და ოპერა-ბუფა „La finta semplice“ (KV 51), რისი პრემიერაც მიუხედავად კაიზერ ფრანც I-ის შეკვეთისა არ შედგა, „იტალიური პარტიის“ ინტრიგების გამო.

1769 წლის დეკემბერში მოცარტი მამასთან ერთად იწყებს შემდეგ ტურნეს იტალიაში, რომელსაც თავბრუსდამხვევი წარმატება ხვდება.

მილანში მან ერთი მოსმენით გრეგორიო ალეგრის ცხრა ხმიანი მიზერერეს პარტიტურა უშეცდომოდ ჩაწერა ნოტებში, როდესაც ამ პარტიტურის გავრცელება ვატიკანისგან სასტიკად იკრძალებოდა.

პადრე ჯოვანი ბატისტა მარტინისთან ეუფლებოდა მოცარტი კონტრაპუნქტს. ერთერთი გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემდეგ მას ბოლონიის ფილარმონიული აკადემია იღებს, სადაც იგი ცნობილ იტალიელ მუსიკოსებს: ჯოვანი ბატისტა სამარტინის, ნიკოლო პიჩინის, პიეტრო ნარდინის და ჯოვანი პაისიელოს ხვდება.

1770 წლის 26 დეკემბერს მილანში შედგა მისი ოპერა-სერიის „Mitridate, Rè di Ponto“ (KV 87) პრემიერა, რასაც თავისი დიდი წარმატების გამო მალევე მოყვა „Serenata teatrale Ascanio in Alba“ (KV 111, პრემიერა შედგა მილანში 17 ოქტომბრის 1771 წელს) და “Dramma per musica Lucio Silla” (KV 135, პრემიერა შედგა მილანში 1772/1773 წლების სეზონზე
ზალცბურგი-მანჰაიმი-პარიზი-ზალცბურგი 1772-1781

მოცარტის ძეგლი ზალცბურგში

ზალცბურგში 1772 წელს არქიეპისკოპოსად დაინიშნა ჰიერონიმუს კოლორედო-მანსფელდი, რომელმაც მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელის კონცერტმაისტერად დანიშნა. მიუხედავად ზალცბურგის სამსახურის მკაცრი რეგლამენტისა, მოცარტი არ წყვეტს თავის მოგზაურობას მამასთან ერთად. 1772/1773 წლებში მათი იტალიაში მოგზაურობის დროს შედგა „ლუციო სილას“ (Lucio Silla) პრემიერა. 1773 წლის ბოლოს კი მოცარტი ქმნის პირველ საფორტეპიანო კონცერტს. ხანგძლივი პაუზის შემდეგ, 1777 წელს არქიეპისკოპოსთან არასასურველი ურთიერთობის გამო, ინთავისუფლებს თავს მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელისგან.

ზალცბურგიდან განთავისუფლების შემდეგ, მოცარტი მიმეზავრება დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში უკეთესი სამუშაოს საძებნელად. მანჰაიმში იგი ეცნობა იმპერატორ კარლ თეოდორს და მის ორკესტრს, რომლის კაპელმაისტერი, ცნობილი კომპოზიტორი ქრისტიან კანაბიჩი მისი ერთგული მეგობარი ხდება(იხ. აგრეთვე მანჰაიმის სკოლა).

1778 წელს მამის ინიციატივით მოცარტი პარიზს მიემგზავრება. პარიზში დაიდგა მისი ბალეტი „Les petits riens“, რასაც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამავე წლის ივლისში გარდაეცვალა დედა.

1779 წელს მოცარტი ბრუნდება ზალცბურგში. იგი ინიშნება კარის ორგანისტად. მიუხედავად იმპერატორთან კვლავ დაძაბული ურთიერთობისა ამჯერად თითქმის ორი წელი გაატარა მან ზალცბურგში. აქ მან შექმნა „Krönungsmesse“ (KV 317) და ოპერა „იდომენევსი — კრეტის მეფე“ (KV 366).

ვენა 1781-1791

„ფიგაროს ქორწინების“ ლიბრეტო, პრაღა, 1786 წელი.

1781 წელს მისმა კონფლიქტმა არქიეპისკოპოსთან პიკს მიაღწია. შეუძლებელი გახდა მისი ზალცბურგში გაჩერება და იგი გადადის ვენაში.

ზალცბურგის „კლანჭებიდან“ განთავისუფლებული მოცარტი ვენაში განაგრძობს ცხოვრება, სადაც იქმნება მისი უმნიშვნელოვანესი ოპერები: 1782 წელს შედგა ვენაში პრემიერა “მოტაცება სერალიდან” (Die Entführung aus dem Serail) (KV 384), რასაც მოჰყვა 1786 წლის 1 მაისს ოპერა ბუფას, „ფიგაროს ქორწინების“ (Le nozze di Figaro) (KV 492) პრემიერა.

1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღაში შედგა „დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანის“ (Don Giovanni) (KV 527) პრემიერა.

1790 წლის 26 იანვარს ოპერა ბუფას „ასე იქცევა ყველა ქალი“ (Cosi fan tutte) (KV 588) იდგმება ვენაში. ბოლო სამი ოპერის ლიბრეტოს ავტორია ლორენცო და პონტე.

1791 წლის 6 სექტემბერს შედგა ოპერა სერიას „La clemenza di Tito“ (KV 621) პრემიერა პრაღაში და ამავე წლის 30 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი ოპერა „ჯადოსნური ფლეიტა“ (Die Zauberflöte) (KV 620) დაიდგა ემანუილ შიკანედერის თეატრში auf der Wieden.

ვენის შემოქმედებაში შედის აგრეთვე მესა c-Moll(KV 427)(1783), ი. ჰაიდნზე მიძღვნილი 6 კვარტეტი (KV 387, 421, 428, 458, 464, 465)(1785), „ლინცის სიმფონია“ (Linzer Sinfonie)(KV 425), „პრაღის სიმფონია“ (Prager Sinfonie) (KV 504) (1786) და „მცირე ღამის მუსიკა“ (Eine kleine Nachtmusik) (KV 525) (1787), აგრეთვე ბოლო 3 სიმფონია: Es-Dur(KV 543), g-Moll(KV 550) da C-Dur „იუპიტერის სიმფონია“ (Jupiter-Sinfonie) (KV 551) (1788).

ვენაში 1782/1783 წლებში მოცარტი იცნობს გოტფრიდ ვან სვიტენს, იმპერატორულ ბიბლიოთეკის(დღევანდელ ავსტრიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის) პრეფეკტს, რომელიც მას აცნობს ი. ს. ბახისა და გ. ფ. ჰენდელის ნაწარმოებებს, მანუფაკტურებს. ბაროკოს დროის ნაწარმოებები დიდ გავლენას ახდენს მოცარტის შემოქმედებაზე.

1782 წლის 4 აგვისტოს მოცარტი ქორწინდება კონსტანცა ვებერზე, რომელიც მან მანჰაიმში ყოფნის დროს გაიცნო. ექვსი შვილისგან, რომლიც მათ გაუჩნდათ გადარჩა მხოლოდ ორი, კარლ ტომასი და ფრანც ქსავერ ვოლფგანგი. მოცარტის მამა ლეოპოლდ მოცარტი ორჯერ აკითხავს მას ვენაში, 1783 და 1785 წლებში. იგი 1787 წელს გარდაიცვალა.

ოპერა „ფიგაროს ქორწინებას“ და მის მაშინდელ ოპერებს, რომლებიც ვენაში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლია. წარმატება მის ოპერებს პრაღაში მოჰყვა. მაგრამ ეს მის მატერიალურ მდგომარეობას ვერ შველიდა. მოგვიანებით „ჯადოსნურმა ფლეიტამ“ ასე თუ ისე მოიპოვა წარმატება, რამაც მოცარტს მატერიალური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუუმჯობესა. მაგრამ ბოლოს დაიღალა ვენის არისტოკრატია მოზარტიტ, მოზარტმა დაკარგა ყველაფერი, აღარ ყავდა მოსწავლეები და იდზულებული გახდა მიეტოვებინა კომფორტული სახლი ცენტრში და გადასულიყო ქალაქის გარეუბანში.

გარდაცვალება და გარდაცვალების ვერსიები

„ჯადოსანური ფლეიტის“ პრემიერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო.

მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ციებცხელება იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან. ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოკლა (მოწამლა).

თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.

ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტის ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცას ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.

მოცარტი დასაფლავებულ იქნა ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.

საქართველოში მოცარტის ნაწარმოებების შესრულებას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე არაერთგზის დაიდგა „დონ ჟუანი“ (პირველად 1867) და „ფიგაროს ქორწინება“ (პირველად 1888). დაიდგა აგრეთვე „ბასტიენ და ბასტიენა“ (1912), „ჯადოსნური ფლეიტა“ (1974, ქართულ ენაზე). მოცარტის ნაწარმოებების ქართველი შემსრულებლები არიანი პიანისტები: ე. ვირსალაძე, მ. ჩხეიძე (ზალცბურგის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, 1956), მევიოლინეები: მ. იაშვილი და ლ. ისაკაძე.

Tagged , , , , ,

ავსტრია

ავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) — ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და ჩეხეთი, აღმოსავლეთით — უნგრეთი და სლოვაკეთი, სამხრეთით — სლოვენია და იტალია, დასავლეთით – შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი — 83,8 ათასი კმ². მოსახლეობა — 8 316 487. დედაქალაქი — ვენა. სახელმწიფო ენა — გერმანული.[4] ასევე ოფიციალური ენებია: გრადიშიულ-ხორვატიული, უნგრული და სლოვენური.[5] დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).
ბუნებრივი რესურსები — რკინის მადანი, ნავთობი, საშენი ხე-ტყე, მაგნეზიტი, ტყვია, ქვანახშირი, სპილენძი, ჰიდროენერგია.
პოლიტიკური სისტემა — დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი.
მთავრობის მეთაური — კანცლერი .
საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი (183+62 წევრი).
ეროვნული დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ კანონის მიღების დღე (1955).
ბიუჯეტი – 53,000 მლნ $.
ვალუტა – ევრო (EUR); 2002 წლამდე ავსტრიული შილინგი.
სატელეფენო კოდი +43
ადმინისტრაციული დაყოფა
ავსტრია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 9 მხარედ (Bundesland), მათ შორის არის დედაქალაქი ვენა. მხარეებს აქვთ თავისი კონსტიტუციები, პარლამენტები და მთავრობები. ავსტრიის მხარებია (ფრჩხილებში ადმინისტრაციული ცენტრები):
ვენა (ვენა)
ბურგენლანდი (აიზენშტატი)
ზალცბურგი (მიწა) (ზალცბურგი)
ზემო ავსტრია (ლინცი)
კარინტია (კლაგენფურტი)
ტიროლი (ინსბრუკი)
ფორარლბერგი (ბრეგენცი)
ქვემო ავსტრია (სანკტ პიოლტენი)
შტირია (იგივე შტაიერმარკი, გრაცი)
ისტორია

ავსტრიის ტერიტორიაზე ადრეული ცხოვრების პერიოდი განეკუთვნება პალეოლითის ხანას. ბევრია რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა. ქვეყნის ტერიტორიაზე სახლობდნენ ილირიული ხალხები, რომლებსაც ძვ.წ. 500-400 წლებში კელტები შეესივნენ. მდინარე დუნაის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები რომაელებმა დაიპყრეს და გაჩნდა რომაული ცენტრები: ვინდობონა (ვენა), იუვავუმი (ზალცბურგი), მუტენი (ლაითის ბრუკი) და სხვა.
XX ს. – ავსტრიის რესპუბლიკა შეიქმნა 1918 წელს ავსტრო-უნგრეთის ჰაბსბურგთა იმპერიის დაშლის შემდეგ. ოკუპირებულ იქნა ჰიტლერული მესამე რეიხის მიერ 1938 წელს. ანტიფაშისტური კოალიციის შესვლის შედეგად აღდგა კონსტიტუცია, თუმცა დამოუკიდებლობა აღიარებულ იქნა მხოლოდ 1955 წელს. ევროპულ თანამეგობრობას ავსტრია შეუერთდა 1989 წელს.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ავსტრიაში.

ვენა – ისტორიული ცენტრი, ბელვედერის პარკი, შონბრუნის სასახლე (XVI ს.) და ბაღები, მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი (1752 წ.);
ზალცბურგი – ისტორიული ცენტრი, მოცარტის სახლ-მუზეუმი, XI ს-ის ციხე;
გრაცი – ტევტონთა ორდენის რაინდთა ტაძარი (XIII ს.);
ინსბრუკი – ფიურსტენბერგის ციხე (XV ს.), იმპერატორის სასახლე (XVII ს.).
ცნობილი ავსტრიელები
კომპოზიტორები და მუსიკოსები – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, იოზეფ ჰაიდნი, იოჰან შტრაუსი (მამა), იოჰან შტრაუს II, ფრანც შუბერტი, ჰერბერტ ფონ კარაიანი, ჯო ზავინული;
მსახიობები – რომი შნაიდერი, არნოლდ შვარცენეგერი;
მეცნიერები – ლუდვიგ ბოლცმანი, ქრისტიან დოპლერი, გრეგორ მენდელი, ერვინ შრიოდინგერი;
ფილოსოფოსები – რუდოლფ შტაინერი, ზიგმუნდ ფროიდი;
მხატვარი – ოსკარ კოკოშკა,
მწერლები – შტეფან ცვაიგი, ბერტა ფონ ზუტნერი;
პოლიტიკოსები – მარი ანტუანეტი, ადოლფ ჰიტლერი, ბრუნო კრაისკი, კურტ ვალდჰაიმი, თეოდორ ჰერცლი (ისრაელის დამაარსებელი), იორგ ჰაიდერი.
სპორტსმენი – ნიკი ლაუდა (ავტორბოლა).

Tagged , , , , , , , , , , , , , , ,