7 ივლისი
175 : კომოდუსი რომის იმპერატორად გამოცხადდა.
1456 : ხელმეორე სასამართლოზე ჟანა დ’არკს (სურათზე) ერეტიკოსობაში ბრალი მოეხსნა სიკვდილიდან 25 წლის შემდეგ.
1543 : ფრანგები ლუქსემბურგში შეიჭრნენ.
1668 : ისააკ ნიუტონმა მაგისტრის ხარისხი მიიღო ტრინიტის კოლეჯში, კემბრიჯი.
1807 : ნაპოლეონის ომები – ტილსიტის ზავით საფრანგეთს, პრუსიასა და რუსეთს შორის მთავრდება მეოთხე კოალიცია.
1846 : მექსიკა-ამერიკის ომი – აშშ-ის ჯარი მონტერეისა და იერბა ბუენას იკავებს, რითაც იწყებს კალიფონიის ანექსიას.
1863 : აშშ-ში იწყება პირველი სამხედრო გაწვევა; თავის არიდება $100 ღირს.
1898 : ჰავაი ანექსირებულ იქნა აშშ-ს მიერ.
1917 : რუსეთის რევოლუცია – თავადი გიორგი ლვოვი აყალიბებს რუსეთის დროებით მთავრობას მეფის ჩამოგდების შემდეგ.
1930 : იწყება ჰუვერის კაშხალის მშენებლობა.
1937 : სინო-იაპონიის ომი – ლუგუს ხიდის ბრძოლა – იაპონელები პეკინში შეიჭრნენ.
1941 : მმო – საფრანგეთის და ბრიტანეთის ჯარები ბეირუთს იღებენ.
1974 : დასავლეთ გერმანიამ ფიფას მსოფლიო თასი მოიგო.
1978 : სოლომონის კუნძულებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს დიდი ბრიტანეთისაგან.
1980 : ლედ ზეპელინის ბოლო კონცერტი ჩატარდა.
1983 : ცივი ომი – ამერიკელი მოსწავლე სამანტა სმიტი მოგზაურობს საბჭოთა კავშირში იური ანდროპოვის მოწვევით.
1991 : იუგოსლავიის ომები – ბრიონის შეთანხმებით დასრულდა ათდღიანი დამოუკიდებლობის ომი სლოვენიასა და დანარჩენ იუგოსლავიას შორის.
2003 : სომხეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია შეიქმნა.
2005 : ტერორისტული აფეთქებების სერიაში ლონდონის ტრანსპორტში 52 ადამიანი დაიღუპა (პლუს ოთხი თვითმკვლელი ამფეთქებელი).
2005 : ლაივ 8 გავლენით დიდი რვიანის ლიდერები აფრიკისთვის 2004 წელთან შედარებით ორმაგ დახმარებას იღებენ ($50 მილიარდი) 2010 წლისთვის.
2007 : Live Earth კონცერტები ჩატარდა მსოფლიოს თერთმეტ ქალაქში გლობალური დათბობის პრობლემაზე მეტი ყურადღების მიქცევის მიზნით.
2009 : მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ GERB ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
2010 : პანამის ყოფილ სამხედრო დიქტატორ მანუელ ნორიეგას ფულის გათეთრებისთვის შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს საფრანგეთში.
6 ივლისი
1415 : ჩეხი რეფორმატორი იან ჰუსი კოცონზე დაწვეს.
1535 : სერ ტომას მორი, უტოპიის ავტორი, სიკვდილით დასაჯა მეფე ჰენრი VIII-მ, ინგლისის ეკლესიისა და რომის
კათოლიკური ეკლესიის გაყოფაზე წინააღმდეგობის გამო.
1785 : აშშ-ის მონეტარულ ერთეულად ერთხმად აირჩა დოლარი.
1885 : ფრანგმა ქიმიკოსმა ლუი პასტერმა წარმატებით გამოსცადა ცოფის ვაქცინა ცხრა წლის ბავშვზე, რომელსაც ძაღლმა უკბინა.
1919 : ბრიტანული დირიჟაბლი რ-34 დაეშვა ნიუ-იორკში, რაც პირველი გადაფრენა გახდა ატლანტის ოკეანეზე.
1942 : ანა ფრანკი და მისი ოჯახი საიდუმლო სხვენს აფარებენ თავს მამამისის ოფისში ამსტერდამის საწყობში.
2006 : 44 წლის შემდეგ გაიხსნა ინდოეთისა და ჩინეთის დამაკავშირებელი ნათუ-ლას უღელტეხილი, რომელიც სინო-ინდური ომის პერიოდში ჩაიკეტა.
2006 : ფელიპე კალდერონი მექსიკის პრეზიდენტად აირჩიეს.
2008 :
ჩოგბურთში, რაფაელ ნადალი (ესპანეთი) და ვენუს უილიამსი (აშშ) იმარჯვებენ ვაჟთა და ქალთა ტურნირში უიმბლდონის 2008 წლის ჩემპიონატზე.
დიდი რვიანის ლიდერთა სამიტზე იაპონიაში გადაწყდა მსოფლიოს სათბურის აირების ემისიის 50%-ით შემცირება 2050 წლისთვის.
2009 : იადრანკა კოსორი ხორვატიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.
1560 : ედინბურგის ტრაქტატი დაიდო შოტლანდიასა და ინგლისს შორის.
1573 : არგენტინის ქალაქი კორდობა დააარსა ხერონიმო ლუის დე კაბრერამ.
1609 : ბოჰემიას რელიგიის თავისუფლება ებოძა.
1630 : ოცდაათწლიანი ომი — 4000 შვედი ჯარისკაცი გუსტავუს ადოლფუსის მეთაურობით პომერანიის მიწაზე გადმოსხდა, გერმანიაში.
2006 ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის 🙂 🙂
ratooo medeee?