საკუთრ თავზე საუბარი არ მიჭირს, მაგრამ ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. არისტოტელესი არ იყოს ალბათ ჯერ ვერ მოვახერხე საკუთრი თავის ბოლომდე “შეცნობა”.ამიტომ ბანალურად დავიწყებ…მე ვარ ლიკა გალუსტაშვილი დავიბადე ქ. კასპში, ვსწავლობ N2 საჯარო სკოლის XI კლასში.(პრინციპში უკვე XII-ში :))მაქვს არც ისე დიდი და ძალიან თბილი ოჯახი:) ჩემი ,,მეგობარი” დედიკო, ჩემი ,,ძმაკაცი” მამიკო, ,,კონტროლიორი” პაპიკო, მზრუნველი ბებიკო და უბრალოდ უსაყვარლესი ძამიკო…:)
ძალიან ვაფასებ ხელოვნებას, განსაკუთრებით ქართულ ხალხურ ცეკვას და სიმღერას…ჩემი უპირველესი ჰობია ცეკვა, უფრო სწორად ჩემი სუნთქვა და ტკივილი:) 8 წელი ვცეკვავდი ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლ(ებ)ში. ახლა აღარ დავდივარ, მაგრამ როცა მუსიკის ხმა მესმის, სურვილი მიჩნდება მივატოვო ყველაფერი, უარი ვთქვა ჩემს მიზნებზე და ჩემი ცხოვრება ხელოვნებას მივუძღვნა. თუმცა ასე არ (გა)ვაკეთებ….
სკოლაში ვარ ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე…ჩართული ვარ სამოქალაქო განათლების ადა პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში და ვარ სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბ ,,მშვიდობის მტრედების” ლიდერი…კლუბი ვანხორციელებთ უამრავ საინტერესო ღონისძიებას თუ აქციას…განვახორციელეთ ასევე მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი ,,მომავალი კანონდამცველები”….მოკლედ ვცხოვრობ აქტიური ცხოვრებით და ვცდილობ ფეხი ავუწყო ცხოვრებას….,,ცხოვრებას ერთი წუთით თუ თვალი მოუხუჭე, ისე გადაგთელავს, როგორც დიდოელი გლეხი ნაბადსა” ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფრაზაა. რადგან ილიას დავესესხე, აქვე გეტყვით, რომ ჩემი საყვარელი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, უბრალოდ პიროვნება და მისაბაძი მაგალითი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით არის ილია, ილია და ისევ ილია:)
რაც შეეხება ჩემი ინტერესების სფეროს, ეს იმდენად ფართოა, რომ მე ჩამოთვლა მეზარება და თქვენ ალბათ წაკითხვა დაგეზარებათ 🙂 ვაჟა ფშაველა ,,ჩემს წუთისოფელში” წერს: ,,სიყრმის დროს ერთი ზნე მჭირდა,-თუ ვინმეს რაიმე უნარს ქვეყანა ღირსებად უთვლიდა, უეჭველად ამ ღირსების წარმომადგენელი მე უნდა ვყოფილიყავი” მთლად ასე არა, მაგრამ, თუ კი რაიმე საინტერესოს გავიგებ ყოველთვის მინდა მოვსინჯო საკუთარი თავი ამ საქმეში…ასე დავიწყე ხატწერაზე სიარული(მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ხატვაზე არ ვგიჟდებოდი) და ასე გავხდი ბლოგერიც…:) ბლოგის თემატიკად ახალგაზრდა განმანათლებელი ავირჩიე… თუმცა წერა ძალიან მიყვარს და ამიტომ ჩემთვის მექნება ცალკე კატეგორია ,,პირადი”, სადაც იმას დავწერ რაც მომინდება:) სხვა მხრივ კი შევეცდები, რომ საინტერესო პოსტები შემოგთავავზოთ:)
მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა…ადვილად ვეგუები ახალ სიტუაციებსა და ახალ მეგობრებს….საშინლად არ მიყვარს უსამართლობა, ამიტომ ისეთ ანეკდოტებზე სადაც უსამართლობა და ჩაგვრაა არ მეცინება ხოლმე:) რაც ძალიან მომწონს საკუთარ თავში არის ის, რომ ვარ ბოლომდე დამოუკიდებელი, რაც არ მომწონს ეს არის გულმავიწყობა….ხშირად მავიწყდება მეგობრების დაბადების დღეები, ყველგან მრჩება ტელეფონი, კალამი ხელში მიჭირავს და ვეძებ და ა.შ.
მიყვარს ზოგადად ადამიანი…მაქვს ასეთი შეიძლება ითქვას უცნაური ჩვევა, როცა ადამიანს გავიცნობ, მასზე მანამ ვახდენ დაკვირვებეს სანამ კარგად არ გავიგებ მის ღირსებებს, ნიჭს, ხასიათს…იმას რაც მას სხვებისგან განასხვავებს….რაც უფრო ვაკვირდები ადამიანს ვხვდები, რომ თითოეული ადამიანი გამორჩეული, ინდივიდუალური და ძვირფასია…ორი იდენტური ადამიანი არ არსებობს….ამ თვისებას მე მაინც დადებითად ვითვლი, რადგან ადამიანში ყოველთვის დადებითს ვეძებ…ცუდს ხომ თვითონვე გამოამჟღავნებს…მოკლედ ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა…
,,დაეცე შვიდჯერ და წამოდგე რვაჯერ-აი ესაა ცხოვრებაა” მიყვარს ბრძოლა…სიამოვნებას მანიჭბს ბრძოლის პროცესი და არა მისი შედეგი…ვიცი მომავალი წელი ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ სულ არ ვდარდობ….მთავარია მაქვს მიზანი და მაქვს უნარი ჩემი მიზნების შესასრულებლად….
და ბოლოს….მადლობა უფალს ყველაფრისათვის:)
lika dzalian saintereso iyo bevri ram gavige shenze aqedan rac ar vicodi:*
:* :* :*
ლიკა, რა კარგად წერ, ნუ გაოცებული ვარ, გაგიცანი და პლიუს ამას გამახსენდა ჩვენი რაჭული 🙂 , იმედია, შენც კარგად გახსენდება..)) კიდე იცი, რა..? მგონი, შემიყვარდი ♥ 🙂
მადლობა:) კი რა თქმა უნდა ძალიან კარგად მახსენდება:) იმედია კიდევ შევხვდებით ასეთ სიტუაციაში ერთმანეთს და მერე გასწავლი რაჭულს უკეთესად….ისე კარგად გამოგივიდა:)
ხომ არ გაქვს ეგ ვიდეო? მინდა:)
მე არა, მაგრამ ჩემ სალოს აქვს, ანუ, ფაქტობრივად მეც მაქვს და მერე გადმოგიგზავნი სადმე 🙂
likuna shemo sixarulo unishieresi myevxar garda amisa zedmetad gamorsheyli ketili guli gakvs, zalian miyvarxar da gisyrveb bednier momavals, am mokle shanawerit ise movixible rom visurvebdi sheni cnobiereba ,nishi da shesazleblobebi yfro shors wasuliyos gisurveb warmatebebs da ufali gfaravdes shenc da shes ketil ojaxs,gkocni beeevrs……….
მადლობა:*
ლიკუშ გენაცვალე შენ , ჩემი ნიჭიერი ხარ… შენი მიზნების განხორციელებას გისურვებ :)) მიყვარხარ ძალიან♥♥
მეც ძალიან მიყვარხარ…მადლობა:)
გენაცვალე ლიკ ძაან საყვარელი ადამიანი ხარ……..<3 მიყვარხარ:*
madloba, shenc dzalian sayvareli xar:) :* :* :*
yochag lika kargiaa
madloba:)
genacvale lik:*:*:*
kargi gverdia:*:*:*:* :*
სინამდვილეში რომ ესეთი კარგი იყო როგორსაც წერ ………….:)
ar mitqvams, rom kargi var, ubralod imas vwer rasac vfiqrob:)